ფეხბურთი

18:00 | 16.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

თასის 1/2-ფინალისტები: "დინამო", "ჩიხურა", "სიონი", "ვიტ ჯორჯია"

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ბრძოლას თბილისის “დინამო”, საჩხერის “ჩიხურა”, ბოლნისის “სიონი” და თბილისის “ვიტ ჯორჯია” განაგრძობენ.

დინამოელებმა ქუთაისის “ტორპედოს” პირველი მატჩის მსგავსად, 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრაც მოუგეს, ამჯერად 2:1.

“ჩიხურას” საკუთარ მოედანზე “შუქურასთან” 2:0 ჰქონდა მოგებული, ქობულეთში კი ფრე 1:1 ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

დაძაბული ბრძოლების გადატანა მოუხდათ “სიონს” “სამტრედიასთან” და “ვიტ ჯორჯიას” “ზუგდიდთან”. ორივე წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო და პენალტების სერია გახდა საჭირო.

ბოლნისელებმა უგოლოდ დასრულებული 120-წუთიანი პაექრობის შემდეგ სამტრედიელებს თერთმეტმეტრიანებში 2:0 აჯობეს.

პირველლიგელმა “ვიტ ჯორჯიამ” კი ზუგდიდში 0:1 წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე იგივე ანგარიშით იმარჯვა, მეტოქეზე ზუსტად შეასრულა პენალტებიც - 5:3 და უმაღლესლიგელს ნახევარფინალის საგზური არ დაანება.

სიონი - სამტრედია 0:0 (პენ. 2:0)

(პირველი მატჩი 0:0)

ვიტ ჯორჯია - ზუგდიდი 1:0 (პენ. 5:3)

(პირველი მატჩი 0:1)

გოლი: ვანო კურდღელაშვილი (43)

გაძევება: ჯონი შეროზია (64), ვალიკო გახარია (99) - გიორგი ბულია (62), ნიკა ლაშხია (118)

შუქურა - ჩიხურა 1:1

(პირველი მატჩი 0:2)

გოლები: 0:1 ბესიკ დეკანოიძე (72), 1:1 ელგუჯა ლობჟანიძე (84)

დინამო თბ. - ტორპედო 2:1

(პირველი მატჩი 1:0)

გოლები: 1:0 გიორგი ქვილითაია (18), 1:1 გაბრიელ საღრიშვილი (50), 2:1 მათე ცინცაძე (70. პენ.)

გაძევება: ანრი ჭიჭინაძე (69)

0.114274