ფეხბურთი

17:47 | 15.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

დინამო-ტორპედოს მატჩს გულშემატკივარი დაესწრება

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს „დინამო თბილისსა“ და „ტორპედოს“ შორის, მაყურებელი დაესწრება. აღნიშნული გადაწყვეტილება სპორტულმა ტრიბუნალმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა“ საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალს პრეტენზიის უზრუნველყოფის თაობაზე მიმართა. საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა მიიღო პრეტენზია და „დინამო თბილისს“ ძირითადი პრეტენზიის წარმოდგენამდე, მხოლოდ დისკვალიფიკაციის ნაწილში, დროებით შეუჩერა სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ სამი დღის ვადაში „დინამო თბილისი“ დასაბუთებული პრეტენზიით არ მიმართავს სპორტულ ტრიბუნალს, ძალაში დარჩება სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება. „დინამო თბილისისა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩზე მომხდარი ინციდენტის გამო, ორივე კლუბმა ფინანსური სანქცია მიიღო. მასპინძელ სტადიონს, „დინამო არენას“ მაყურებელთა დასწრების მხრივ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეცა. საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი „დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის, 16 დეკემბერს, 16 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114421