ფეხბურთი

17:33 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა წილისყრამდე: ვინ ვისთან და როგორ?

ორშაბათს, 14 დეკემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის წყვილები გაირკვევა. მანამდე, საინტერესო იქნება პლეი-ოფში გასული 16-ვე გუნდის შესახებ ვისაუბროთ.

I კალათა: “რეალი” (ესპანეთი), “ვოლფსბურგი” (გერმანია), “ატლეტიკო” (ესპანეთი), “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი), “ბარსელონა” (ესპანეთი), “ბაიერნი” (გერმანია), “ჩელსი” (ინგლისი), “ზენიტი” (რუსეთი)

II კალათა: “პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი), “პსვ ეინდჰოვენი” (ჰოლანდია), “ბენფიკა” (პორტუგალია), “იუვენტუსი” (იტალია), “რომა” (იტალია), “არსენალი” (ინგლისი), “დინამო” (უკრაინა), “გენტი” (ბელგია)

პირველი კალათა

“რეალი”

შესაძლო მეტოქეები: პსვ, “ბენფიკა”, “იუვენტუსი”, “რომა”, “არსენალი”, “დინამო”, “გენტი”

საუკეთესო ბომბარდირი: კრიშტიანუ რონალდუ – 11 გოლი (ჯგუფური ეტაპის რეკორდი)

გასული სეზონის შედეგი: ნახევარფინალი (2:3 “იუვენტუსთან”)

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი (10-ჯერ)

“რეალი” ქვეჯგუფიდან ზედიზედ 19 სეზონია გასვლას ახერხებს

“ვოლფსბურგი”

შესაძლო მეტოქეები: პსჟ, “ბენფიკა”, “იუვენტუსი”, “რომა”, “არსენალი”, “დინამო”, “გენტი”

საუკეთესო ბომბარდირი: ნალდო – 2 გოლი

გასული სეზონის შედეგი: ევროპა ლიგა, მეოთხედფინალი

საუკეთესო შედეგი: მერვედფინალი

“ვოლფსბურგი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველად ითამაშებს

“ატლეტიკო”

შესაძლო მეტოქეები: პსჟ, პსვ, “იუვენტუსი”, “რომა”, “არსენალი”, “დინამო”, “გენტი”

საუკეთესო ბომბარდირი: ანტუან გრიზმანი – 4 გოლი

გასული სეზონის შედეგი: მეოთხედფინალი (0:1 “რეალთან”)

საუკეთესო შედეგი: ფინალი (ორჯერ)

“ატლეტიკო” მიჯრით სამი სეზონია პლეი-ოფში პირველი ადგილით გადის

“მანჩესტერ სიტი”

შესაძლო მეტოქეები: პსჟ, პსვ, “ბენფიკა”, “რომა”, “დინამო”, “გენტი”

საუკეთესო ბომბარდირი: რაჰიმ სტერლინგი – 3 გოლი

გასული სეზონის შედეგი: მერვედფინალი (1:3 “ბარსელონასთან”)

საუკეთესო შედეგი: მერვედფინალი

“სიტიმ” ჯგუფური ტურნირი პირველად მოიგო

“ბარსელონა”

შესაძლო მეტოქეები: პსჟ, პსვ, “ბენფიკა”, “იუვენტუსი”, “არსენალი”, “დინამო”, “გენტი”

საუკეთესო ბომბარდირი: ლუის სუარესი – 5 გოლი

გასული სეზონის შედეგი: ჩემპიონი

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი (5-ჯერ)

“ბარსელონას” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებას ზედიზედ ორჯერ მოახერხებს

“ბაიერნი”

შესაძლო მეტოქეები: პსჟ, პსვ, “ბენფიკა”, “იუვენტუსი”, “რომა”, “დინამო”, “გენტი”

საუკეთესო ბომბარდირი: რობერტ ლევანდოვსკი – 7 გოლი

გასული სეზონის შედეგი: ნახევარფინალი (3:5 “ბარსელონასთან”)

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი (ხუთჯერ)

“ბაიერნმა” ჯგუფში პირველი ადგილი მეთოთხმეტედ დაიკავა და ამ მაჩვენებლით “მანჩესტერ იუნატიედს” გაუტოლდა. უკეთესო შედეგი “ბარსელონასა” (17) და “რეალს” აქვთ (14)

“ჩელსი”

შესაძლო მეტოქეები: პსჟ, პსვ, “ბენფიკა”, “იუვენტუსი”, “რომა”, “გენტი”

საუკეთესო ბომბარდირი: ვილიანი – 4 გოლი

გასული სეზონის შედეგი: მერვედფინალი (3:3 პსჟ-სთან, ტურნირს სტუმრად გატანილი ნაკლების გოლის გამო დაემშვიდობა)

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი (2012)

“ჩელსიმ” ბოლო 13 წელიწადში ჯგუფიდან გასვლა ერთადერთხელ, 2012-2013 წლების სეზონში ვერ შეძლო, რითაც პირველი მოქმედი ჩემპიონი გუნდი შეიქნა, რომელიც ჯგუფში ჩარჩა

“ზენიტი”

შესაძლო მეტოქეები: პსჟ, პსვ, “ბენფიკა”, “იუვენტუსი”, “რომა”, “არსენალი”

საუკეთესო ბომბარდირი: არტიომ ძიუბა – 6 გოლი

გასული სეზონის შედეგი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი/ევროპა ლიგის მეოთხედფინალი

საუკეთესო შედეგი: მერვედფინალი (1986, 2012, 2014)

“ზენიტს” ერთადეთი თამაშის მოგება დააკლდა იმისათვის, რომ გამხდარიყო ლიგის ისტორიაში მე-7 გუნდი, რომელიც ჯგუფიდან ქულათა მაქსიმუმით გავიდოდა

მეორე კალათა

“პარი სენ ჟერმენი”

შესაძლო მეტოქეები: “ვოლფსბურგი”, “ატლეტიკო”, “სიტი”, “ბარსელონა”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, “გენტი”

საუკეთესო ბომბარდირი: ანხელ დი მარია – 3 გოლი

გასული სეზონის შედეგი: მეოთხედფინალი (1:5 “ბარსელონასთან”)

საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (1995)

პსჟ-მ ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი გოლი გაუშვა, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია

“პსვ ეინდჰოვენი”

შესაძლო მეტოქეები: “რეალი”, “ატლეტიკო”, “სიტი”, “ბარსელონა”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, “ზენიტი”

საუკეთესო ბომბარდირი: ლუკ დე იონგი, მაქსიმ ლესტიენი – 2 გოლი

გასული სეზონის შედეგი: ევროპა ლიგა, 1/16 ფინალი

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი (1988)

“ეინდჰოვენი” პირველი ჰოლანდიური გუნდია 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც ჯგუფური ეტაპი დაძლია

“ბენფიკა”

შესაძლო მეტოქეები: “რეალი”, “ვოლფსბურგი”, “სიტი”, “ბარსელონა”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, “ზენიტი”

საუკეთესო ბომბარდირი: ნიკოლას გაიტანი – 3 გოლი

გასული სეზონის შედეგი: ჯგუფური ეტაპი

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი (1961, 1962)

“ბენფიკამ” ჯგუფური ეტაპი ბოლო 8 შემთხვევიდან მეორედ გადალახა

“იუვენტუსი”

შესაძლო მეტოქეები: “რეალი”, “ვოლფსბურგი”, “ატლეტიკო”, “ბარსელონა”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, “ზენიტი”

საუკეთესო ბომბარდირი: ალვარო მორატა, მარიო მანჯუკიჩი – 2 გოლი

გასული სეზონის შედეგი: ფინალი (1:3 “ბარსელონასთან”)

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი (1985, 1996)

“იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე 16 თამაშია არ წაუგია – 10 მოგება, 6 ფრე

“რომა”

შესაძლო მეტოქეები: “რეალი”, “ვოლფსბურგი”, “ატლეტიკო”, “სიტი”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, “ზენიტი”

საუკეთესო ბომბარდირი: ედინ ჯეკო, მირალემ პიანიჩი, დანიელე დე როსი – 2 გოლი

გასული სეზონის შედეგი: ჯგუფური ეტაპი/ევროპა ლიგა, მერვედფინალი

საუკეთესო შედეგი: ფინალი (1984)

“რომა” პლეი-ოფში 6 ქულით გავიდა, რაც სალიგო ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასეთივე შედეგით მერვედფინალში 2013-2014 წლების სეზონში მხოლოდ “ზენიტმა” გააღწია

“არსენალი”

შესაძლო მეტოქეები: “რეალი”, “ვოლფბურგი”, “ატლეტიკო”, “ბარსელონა”, “ზენიტი”

საუკეთესო ბომბარდირი: ოლივიე ჟირუ – 5 გოლი

გასული სეზონის შედეგი: მერვედფინალი (3:3 “მონაკოსთან”, შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი ნაკლები გოლის გამო ვერ გავიდა)

საუკეთესო შედეგი: ფინალი (2006)

“არსენალმა” ჯგუფში სასტარტო ორი თამაში წააგო, მაგრამ პლეი-ოფში მაინც გავიდა, რისი გაკეთებაც მიჯრით მე-16-ედ მოახერხა

“დინამო”

შესაძლო მეტოქეები: “რეალი”, “ვოლფბსბურგი”, “ატლეტიკო”, “სიტი”, “ბარსელონა”, “ბაიერნი”

საუკეთესო ბომბარდირი: ანდრეი იარმოლენკო – 2 გოლი

გასული სეზონის შედეგი: ევროპა ლიგა, მეოთხედფინალი

საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (1977, 1987, 1999)

“დინამო” ჯგუფიდან 1999-2000 წლების სეზონის შემდეგ გავიდა. ჯგუფურ ეტაპზე ამ ხნის განმავლობაში 60 თამაშიდან კიველებმა მხოლოდ 13 მოიგეს.

“გენტი”

შესაძლო მეტოქეები: “რეალი”, “ვოლფსბურგი”, “ატლეტიკო”, “სიტი”, “ბარსელონა”, “ბაიერნი”, “ჩელსი”

საუკეთესო ბომბარდირი: დანიელ მილიჩევიჩი – 3 გოლი

გასული სეზონის შედეგი: უეფას ტურნირებზე არ უთამაშია

საუკეთესო შედეგი: მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი (2011-2012)

ლიგის დებიუტანტი “გენტი” პირველი ბელგიური გუნდია 2000-2001 წლების სეზონის შემდეგ, რომელიც მერვედფინალში ითამაშებს. მაშინ ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბრიუსელის “ანდერლეხტი” თამაშობდა

მერვედფინალის პირველი მატჩები 16/17 და 23/24 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 8/9 და 15/16 მარტს.

შენიშვნა: სტატისტიკა დათვლილია მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მონაცემებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117749