ფეხბურთი

18:46 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: XV ტური ზამთრის ჩემპიონს გაარკვევს

გერმანიის ბუნდესლიგის XV ტურში დიდი შანსია ზამთრის ჩემპიონის ვინაობა გაოფიციალურდეს. ამისათვის მიუნხენის “ბაიერნმა” უნდა მოიგოს, რაც ადვილი შესაძლებელია. ტურის მთავარ მატჩშიც სწორედ “რეკორდმაისტერი” ითამაშებს, რომელიც “გლადბახს” ეწვევა. ნაკლებ ინტერესს არც “ვოლფსბურგისა” და “დორტმუნდის” დაპირისპირება იწვევს. სხვათა შორის, ზემოხსენებული ოთხივე გუნდი ცხრილის პირველ ოთხეულში ბინადრობს.

მანამდე კი მე-15 ტურს გელზენკირხენის “შალკესა” და “ჰანოვერის” მატჩი გახსნის. როგორც უკვე ვთქვით, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფი გუნდები ერთმანეთში თამაშობენ და შესაბამისად, “შალკეს” შანსი აქვს ამით ისარგებლოს. ოღონდ, “ხუმარებმა” მოგების გემო უნდა გაიხსენონ – “შალკეს” უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია და თუ ამჯერადაც დაუცდა ფეხი, ვინძლო, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩეს. მითუმეტეს, "ჰანოვერი” ისეთი კალიბრის გუნდია, გელზენკირხენელებმა მხოლოდ სამ ქულაზე უნდა იფიქრონ.

ტურის ცენტრალურ მატჩში კი “ბორუსია პარკზე” “გლადბახი” “ბაიერნის” მასპინძელი იქნება. ანდრე შუბერტის ბიჭებს წაგების გემო დაავიწყდათ – “ბორუსიას” აგერ უკვე მეხუთე ტურის მერე არ წაუგია და გასაკვირი არაა, რომ მეოთხე ადგილზეა. მეტიც, ბევრი მისგან სიურპრიზს ელოდება და “ბაიერნის” ფეხის დაცდენას ვარაუდობენ. თუმცა, რთული სათქმელია: პეპ გვარდიოლას გუნდს 14-დან 13 თამაში მოგებული აქვს და პლუს ჩემპიონთა ლიგაზეც ბრწყინავს. ზამთრის ჩემპიონი რომ “რეკორდმაისტერი” გახდება, ისედაც ნათელია, მაგრამ შესაძლოა ეს შაბათს გაოფიციალურდეს და ეს ისე მოხდეს, რომ მიუნხენურ გრანდს სამი ქულაც კი არ დასჭირდეს.

თავის მხრივ “დორტმუნდი” ვოლფსბურგში ჩადის და “ვოლკსვაგენ არენაზე” მეტად რთული მატჩი ელოდება. “მგლები” ხვალინდელ მეტოქეს 7 ქულით ჩამორჩებიან, შესაბამისად მათთვისაც მნიშვნელოვანი მატჩია – თუ “ვოლფსბურგი” მოიგებს, მეორე ადგილზე გადასვლის რეალური შანსი ახლო მომავალში გაუჩნდება და თუ პირიქით მოხდა, მაშინ გერმანიის ჩემპიონატის პირველი ორი პოზიციიის მფლობელის ვინაობა გარკვეული იქნება. მოკლედ ამ უიქ-ენდზე ეს ორი მატჩი მთელ დანარჩენ ტურს ფარავს.

სხვა მატჩებიდან ყველაზე საინტერესოდ “ჰერტასა” და “ლევერკუზენის” აფიშა გამოიყურება. ბერლინელები ოთხეულს დასტრიალებენ და “ბაიერიც” ამ საკითხში მათი უშუალო კონკურენტია. ამასობაში კი როჯერ შმიდტის გუნდს ბოლო ოთხ ტურში ამდენივე ქულა მოუპოვებია და მცირე კრიზისი აქვს. თანაც, ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ვარგობენ და თუ გონს მალე არ მოეგებიან, მერე გვიანი იქნება...

“შალკე” – “ჰანოვერი”

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

4 დეკემბერი, 23:30 საათი

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო; გორეცკა, გეისი; სანე, მეიერი, ჩუპო-მოტინგი; ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; სორგი, მარსელო, შულცი, ალბორნოზი; სანე, შმიედებახი; ბეხი, ანდრეასენი, კარამანი; სობიეხი

მწვრთნელი: ფრონტზეკი

მსაჯი: შტარკი

“გლადბახი” – “ბაიერნი”

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

5 დეკემბერი, 18:30 საათი

“გლადბახი” (4-2-2-2): სომერი; კორბი, კრისტიანსენი, ნორდვეიტი, ვენდტი; ქსაკა, დაჰუდი; დრმიჩი, ჯონსონი; რაფაელი, სტინდლი

მწვრთნელი: შუბერტი

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, ბენატია, ბოატენგი, რაფინია; ვიდალი, ალონსო, მარტინესი; მიულერი, ლევანდოვსკი, კომანი

მწვრთნელი: გვარდიოლა

მსაჯი: ცვაიერი

“ჰამბურგი” – “მაინცი”

ჰამბურგი, “ვოლკპარკშტადიონი”

5 დეკემბერი, 18:30 საათი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): დრობნი; საკაი, ჯურუ, კლებერი, ოსტრზოლეკი; იუნგი, ჰოლტბი; მიულერი, გრეგორიტში, ილიჩევიჩი; შიპლოკი

მწვრთნელი: ლაბადია

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ბელი, ბუნგერტი, ბენგსტონი; ბაუმგალტინგერი, მორიტცი; დე ბლასისი, მალი, იაირო; მუტო

მწვრთნელი: შმიდტი

მსაჯი: ბრანდი

“კიოლნი” – “აუგსბურგი”

კიოლნი, “რეიენერჯშტადიონი”

5 დეკემბერი, 18:30 საათი

“კიოლნი” (4-4-2): ჰორნი; რისე, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; ოსაკო, ლემანი, ვოგტი, ბიტენკურტი; ცოლერი, მოდესტე

მწვრთნელი: შტოგერი

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, მაქსი; კორი, ბაიერი; ეშვეინი, კოო, საიუბი; ბობადილია

მწვრთნელი: ვეიზიერლი

მსაჯი: შიბერტი

“ჰერტა” – “ლევერკუზენი”

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

5 დეკემბერი, 18:30 საათი

“ჰერტა” (4-2-2-2): იარშტეინი; რეგასელი, ლუსტენბერგერი, ბრუკსი, პლატენჰარდი; სკიელბერგი, დარიდა; ვეიზერი, ჰარაგუჩი; კალუ, იბიშევიჩი

მწვრთნელი: დარდაი

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰილბერტი, ტოპრაკი, ტაჰი, ვენდელი; კრამერი, კამპლი; ბელარაბი, მეჰმედი, ბრანდტი; ჩიჩარიტო

მწვრთნელი: შმიდტი

მსაჯი: ჰარტმანი

“ინგოლშტადტი” – “ჰოფენჰაიმი”

ინგოლშტადტი, “აუდი სპორტპარკ შტადიონი”

5 დეკემბერი, 18:30 საათი

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, ლეველსი; გროსი, როგერი, მორალესი; ლექსი, ჰინტერსეერი, ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

“ჰოფენჰაიმი” (4-2-3-1): ბაუმანი; სტრობლი, შარი, სულე, კიმი; შვეგლერი, პოლანსკი; ელიონუსი, ამირი, ზუბერი; ვოლანდი

მწვრთნელი: სტევენსი

მსაჯი: გრაფე

“ვოლფსბურგი” – “დორტმუნდი”

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

5 დეკემბერი, 21:30 საათი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრეში, ნალდო, კლოზე, შეფერი; გუილავოჯი, არნოლდი; ვიეირინია, შურლე, კრუსე; დოსტი

მწვრთნელი: ჰეკინგი

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; გინტერი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი; ვეიგლი, გუნდოგანი; კაგავა, როისი, მხითარიანი; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტუხელი

მსაჯი: შტილერი

“შტუტგარტი” – “ვერდერი”

შტუტგარტი, “მერსედეს ბენც არენა”

6 დეკემბერი, 18:30 საათი

“შტუტგარტი” (4-2-3-1): ტიტონი; შვააბი, სუნჯიჩი,ბაუმგარტლი, ინსუა; სერეი დიე, გენტნერი; რუპი, დიდავი, კოსტიჩი; ვერნერი

მწვრთნელი: კრამნი

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, გარსია; ბარგფრედე; ბარტლესი, ფრიტცი, გრილიტში, იუნუზოვიჩი; უჯა

მწვრთნელი: სკრიპნიკი

მსაჯი: მეიერი

“აინტრახტი” – “დარმშტადტი”

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

6 დეკემბერი, 20:30 საათი

“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; ჰასებე, ძამბრანო, აბრაჰამი, ოცზიპკა; მოდოევიჩი, რეინარტცი; აიგნერი, სტენდერა, გაჩინოვიჩი; სეფეროვიჩი

მწვრთნელი: ვეჰი

“დარმშტადტი” (4-2-2-2): მატეინია; იუნგვიტი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი; ნიემაიერი, გონდორფი; კემპე, ჰელერი; როზენტალი, ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

მსაჯი: ბრიხი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108888