ფეხბურთი

17:03 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშია პსვ-სთან ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველი გურამ კაშია გამოჯანმრთელდა. როგორც vitessenieusws.nl-ი წერს, 28 წლის ქართველმა მცველმა ტრავმა მოირჩინა და 5 დეკემბერს, ერედივიზიონის მორიგ ტურში, ჰოლანდიის ჩემპიონ "პსვ ეინდჰოვენთან" თამაშს შეძლებს.

მოგეხსენებათ, არნემელთა კაპიტანს ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ნაიმეგენეთან" ვაკო ყაზაიშვილის გოლით მოგებულ შეხვედრაში (1:0) მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია. მიმდინარე სეზონში კაშიამ "ვიტესის" ღირსება 13 მატჩში დაიცვა და მეტოქეთა კარში 3 გოლის გატანაც შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111821