ფეხბურთი

14:40 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში გასული სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს

ესპანეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ გუშინ გამართულ გალა-დაჯილდოებაზე 2014/2015 წლების სეზონის ლა ლიგისა და ლიგა ადელანტეს საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა.

ლა ლიგაში ცხრა ნომინაციიდან ხუთში გამარჯვებული ჩემპიონი “ბარსელონას” წევრები გახდნენ, ხოლო ლიგა ადელანტეში ხუთი ნომინაციიდან ორში “ხიხონის” მოთამაშეებმა იმარჯვეს.

ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი გახდა, ხოლო გულშემატკივრების რჩეული მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ.

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულნი არიან:

ლა ლიგა

საუკეთესო მეკარე: კლაუდიო ბრავო (“ბარსელონა”)
საუკეთესო მცველი: სერხიო რამოსი (“რეალი”)
საუკეთესო ნახევარმცველი: ხამეს როდრიგესი (“რეალი”)
საუკეთესო თავდამსხმელი: ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
საუკეთესო მწვრთნელი: ლუის ენრიკე (“ბარსელონა”)
საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
საუკეთესო სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი: ნეიმარი (“ბარსელონა”)
საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი: სოფიან ფეგული (“ვალენსია”)
გულშემატკივრების რჩეული: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”)

ლიგა ადელანტე

საუკეთესო მეკარე: ივან კუელარი (“ხიხონი”)
საუკეთესო მცველი: ბერნარდო ესპინოსა (“ხიხონი”)
საუკეთესო ნახევარმცველი: ოსკარი (“ვალიადოლიდი”)
საუკეთესო თავდამსხმელი: რუბენ კასტრო (“ბეტისი”)
საუკეთესო მწვრთნელი: პაბლო მაჩინი (“ხირონა”)

0.290131