ფეხბურთი

14:00 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სალვატორე სკილაჩი - 1990 წლის მუნდიალის ბომბარდირი (VIDEO)

1964 წლის 1 დეკემბერს დაიბადა სალვატორე (ტოტო) სკილაჩი. იტალიის ნაკრების (1990-91), “მესინას” (1982-89), ტურინის “იუვენტუსის” (1989-92), მილანის “ინტერის” (1992-94) და იაპონური “ჯუბილო ივატას” თავდამსხმელი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. 6 გოლით გახდა მუნდიალის ბომბარდირი და დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 16 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. 1990 წელს მოიპოვა უეფას თასი. ოფიციალურ დონეზე ჩაატარა 417 მატჩი, გაიტანა 154 გოლი.

0.13273