თამაშგარე

12:41 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბარ რაფაელი “ბარსელონას” ამოისვირინგებს

ებრაული ფესვების მქონე მოდელთა-მოდელსა და ლამაზთა შორის გამორჩეულს, ბარ რაფაელს ალბათ უკვე იცით, რომ კატალონიური საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” აქვს გულში ჩავარდნილი და მან თავისი ეს “ტრფობა წამებულის” უკვე არაერთხელ დაუმტკიცა სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

ამასწინათ კი საერთოდ აათრთოლა მისი ისედაც მრავალრიცხოვანი მოტრფიალენი და სულში ჩამწვდომი ხმით განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს კატალონიური გუნდის დიადი ლოგო ერთობ უხერხულ ადგილზე ამოისვირინგოს, რადგან “ბარსელონა” სწორედაც რომ მისი სულის პიკანტური მხარეა.

აბა რა! მართლაც რა ჯობია იმას, როდესაც კაცი აისრულებ დიდი ხნის ოცნებას, შეძლებ და თანაყოფაზე დაითანხმებ ამ შესანიშნავ ქალს და როდესაც “საქმე-საქმეზე” მიდგება და ტანსაცმლის შემოძარცვის ჟამი მოატანს, შენს წინ გადაიშლება დიდი საფეხბურთო კლუბის ისტორია თავისი წარსულითა და აწმყოთი, ბრძოლითა და კაეშნით. და ამ დროს სექსი ვის რა ოხრად უნდა?...

0.11666