რაგბი

11:36 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრეგვაძე ლიდერთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭის, ჯაბა ბრეგვაძის “ვუსტერ ვორიორსი”, ინგლისის “ავივა პრემიერშიპის” მე-5 ტურში ლონდონში, ლიდერ “სარასენსთან” 18:48 დამარცხდა.

28 წლის ქართველმა შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა და ამ დროს მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. 42 680 მაყურებლის წინაშე, “სარასენსმა” თამაში აქტიურად დაიწყო და ბრეგვაძის მოედანზე შესვლისას უკვე 4 ლელო ჰქონდა გატანილი (34:6). მასპინძლებმა 10 წუთში კიდევ ორი ლელო გაიტანეს და 48:6 დაწინაურდნენ. “ვორიორსმა” ბოლოსღა შეძლო ორი საპასუხო ლელოს გატანა და ანგარიშის შელამაზება.

“ვორიორსი” 10 ქულით მე-9 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 5 დეკემბერს “ლესტერ თაიგერსს” მასპინძლობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128738