რაგბი

10:31 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არმაზმა” ფრე არ იკადრა

თბილისის “არმაზს” შეეძლო შეხვედრის მიწურულს 3 ქულა მშვიდად აეღო და სეზონში მეორე ფრე ეთამაშა, მაგრამ ბოლნისის “ყოჩებთან” მოგებაზე ითამაშა, ლელო ვერ გაიტანა და მე-9 მარცხი განიცადა.

თამაში სანახაობრივი ვერ გამოდგა და მაყურებელმაც ლელო ვერ იხილა. ანგარიში “ყოჩებმა” თემურ სოხაძის ჯარიმით გახსნა, რაზეც დავით კიკნაძემ ჯარიმითვე უპასუხა. შესვენებამდე ბოლნისელებმა კიდევ სამჯერ მიიღეს დასარტყმელ პოზიციაზე ჯარიმის შესრულების უფლება და სოხაძემ პირველი და მესამე გამოიყენა. ამ დროისთვის “არმაზი” 10 წუთით კაცნაკლული იყო დარჩენილი, მაგრამ ცენტრში თავადაც მოიპოვა ჯარიმის უფლება და კიკნაძემ შორიდან 3 ქულა აიღო - 6:9.

მეორე ტაიმშიც თამაში იმავე სტილში გაგრძელდა. გუნდები ჯარიმების ხარჯზე გეგმავდნენ ფონს გასვლას და სოხაძის გაფუჭებულ დარტყმას კიკნაძემ ორი ზუსტი, შორეული გასროლით უპასუხა, რის შემდეგაც თბილისელები 12:9 დაწინაურდნენ. სოხაძემ წონასწორობა მალევე აღადგინა, მერე მისი დარტყმული არაზუსტი იყო, ხოლო 70-ე წუთზე მორიგი ქულა აიღო და ბოლნისელები კვლავ წინ გავიდნენ. დასკვნით წუთებში “არმაზმა” რამდენჯერმა გაჭრა დაცვის ხაზი, მაგრამ ბოლო მომენტში მცველებმა იყოჩაღეს და ლელო არ გაატანინეს, სულ ბოლოს კი, კარის წინ 20 მეტრიდან კიკნაძე ჯარიმას აუცილებლად გაიტანდა, მაგრამ გუნდმა ლელოზე არჩია თამაში, დერეფანში ბურთი დაკარგა და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა.

ულელოო გამოდგა მე-11 ტურის მეორე დღის მეორე შეხვედრაც. ქუთაისში “აიამ” “ბათუმს” პირველ ტაიმში 2 ჯარიმა (რეზი ჯინჭველაშვილი) გაუტანა და 1 გაუშვა (ბახვა კობახიძე). მეორე ტაიმში ერთადერთი ჯარიმა გავიდა, ამჯერად დარტყმა “აიას” გარემარბმა იოსებ კიკვაძემ შეასრულა და ქუთაისელებმა 9:3 იმარჯვეს.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. XI ტური

28 ნოემბერი

რუსთავი. ახალი

ხარები (რუსთავი) - აკადემია (თბილისი) 3:8

თბილისი. “ავჭალა”.

არმია (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 9:15

თბილისი. “შევარდენი”

ჯიქი (გორი) - ლოკომოტივი (თბილისი) 13:25

29 ნოემბერი

თბილისი. “შევარდენი”.

არმაზი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 12:15

ქუთაისი. “აია”

აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი) 9:3

29/11

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

11

8

1

2

2

1

0

202:156

+46

22/14

37

2

ჯიქი გორი

11

7

1

3

3

2

0

184:116

+68

22/08

35

3

ბათუმი ბათუმი

11

7

1

3

1

3

0

177:139

+38

14/05

34

4

ლოკომოტივი თბილისი

11

7

0

4

1

4

0

216:165

+51

22/11

33

5

აია ქუთაისი

11

7

1

3

1

1

0

178:143

+35

12/10

32

6

ყოჩები ბოლნისი

10

5

0

5

1

3

0

161:161

=0

13/13

24

7

აკადემია თბილისი ^

11

4

0

7

0

3

0

099:156

-57

05/15

19

8

ხარები რუსთავი

11

4

0

7

0

3

0

122:173

-51

10/20

19

9

არმია თბილისი

11

2

1

8

0

5

0

183:253

-70

11/29

15

10

არმაზი თბილისი

10

0

1

9

0

6

0

137:197

-60

11/17

8

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

29/11 @ 18.10

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

XII ტური. 5-6 დეკემბერი

აკადემია - არმია, ბათუმი - ხარები, ყოჩები - აია, ლოკომოტივი - არმაზი, ლელო-სარასენსი - ჯიქი

თეგებიდიდი 10
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131285