ჭადრაკი

1:47 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველ ლიგაში სამნი დაწინაურდნენ

საქართველოს ვაჟთა 74-ე ჩემპიონატის პირველ ლიგას ვაჟთა შორის 6 ტურის თავზე 3 ლიდერი ჰყავს. ესენი ბაჩანა მორჩიაშვილი (2326), ირაკლი ბერაძე (2422) და ნოე თუთისანი (2329) არიან, რომელთა აქტივშიც 5-5 ქულაა.

გასულ ტურში ცენტრალური ნინო ხურციძის (2432) და ბერაძის პარტია იყო, რომელიც ირაკლიმ შავი ფიგურებით მოიგო. ახლა, ხურციძე ლიდერთა ტრიოს 0.5 ქულით ჩამორჩება, ისევე, როგორც – ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2267) და თორნიკე სანიკიძე (2520).

9 ტურად მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-7 ტურში მორჩიაშვილი თუთისანს ეთამაშება, პეტრიაშვილი – ბერაძეს, სანიკიძე კი – ხურციძეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120278