ჭიდაობა

23:22 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გობაძე ბაქოს გრან-პრის გამარჯვებულია

ბაქოში დასრულდა ოქროს გრან-პრის ფინალური გათამაშება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი წარმომადგენელი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელი ლაშა გობაძე ასპარეზობდა. სასიხარულოა, რომ მან ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.

80 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში აჭარელი ფალავანი აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვთან 0:4-ს აგებთა, თუმცა მე-2 პერიოდში მოწინააღმდეგე პასიურობისთვის პარტერში ჩასვეს, ლაშამაც ის ჩვეულ სტილში აქაჩა და ეფექტური 4-ქულიანი გდება შეასრულა.

საბოლოოდ, შეხვედრა 4:4 დასრულდა და ხსენებული ილეთის გამო, გამარჯვება ქართველ მოჭიდავეს დარჩა. მანამდე გობაძემ აზერბაიჯანელი ელინ ახმადოვი (4:0), თურქი დოგან გოკტასი (2:2) და აზერბაიჯანელი ელვინ მურსალიევი (3:3) დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112467