თამაშგარე

10:41 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დანიელა ჩავესის გაურკვევლობანი

გაურკვევლობა – აი რა აფერხებს ადამიანთა ცხოვრებას და რა ადუმებს ჩვენს ვნებებს. თუმცა, ის გაურკვევლობა, რაც მექსიკელ მოდელსა და პორნოგრაფიული ფილმების ყოფილ დიდოსტატს დანიელა ჩავესს აქვს, სწორედაც რომ პროგრესს უწყობს ხელს. თუმცა, პროგრესიც ხომ საკამათო მცნებაა...

ერთი სიტყვით, ამ ტან-ფეხ-ბარძაყდალოცვილ დანიელა ჩავესს ერთბაშად ორ საფეხბურთო ნაკრებზე – მშობლიურ მექსიკის ნაკრებზე და ასევე ჩილეს ეროვნულ გუნდზე აქვს გული შევარდნილი და იძახის - ორივე გუნდი ძალიან მიყვარს და ჩემი ორი მკერდივით ვერც ერთს ვერ გამოვარჩევო.

აქედან გამომდინარე, თამამი ფოტოგადაღებების დროს, დანიელას მწყაზარ სხეულს ხან ჩილეს ნაკრების მაისური მოსავს და ხან მექსიკისა. ეს ალბათ იმაზეა დამოკიდებული, რომელი გუნდი უფრო კარგად გააგორებს ბურთს კონკრეტულ პერიოდში. გაგორება კი დანიელა ჩავესს მართლაც რომ ძალიან უყვარს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140792