ფეხბურთი

14:54 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ემერისა და ესპირიტოს დუელი გადარჩენისთვის

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა შედგება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს “სანჩეს პისხუანზე” გასამართი მატჩი იწვევს, სადაც ერთმანეთს კრიზისში მყოფი ორი კლუბი “სევილია” და “ვალენსია” დაუპირისპირდებიან.

“სევილიას” მიმდინარე ლა ლიგაში მხოლოდ 4 მოგება აქვს და 15 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება, რაც კლუბისთვის კატასტროფული შედეგია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ 4 მოგებიდან “დალაქებმა” ორი გრანდებთან “რეალთან” და “ბარსელონასთან” მოიპოვეს, რაც კიდევ უფრო უცნაურია. ასეთი დონის კლუბებთან მოგება ნათელს ხდის, რომ ანდალუსიელებს ბევრად კარგად შეუძლიათ თამაში, თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ, ძალიან არასტაბილურად გამოიყურებიან და მხოლოდ გრანდებთან კარგი ასპარეზობს ისინი შორს ვერ წავლენ.

ლა ლიგაში ცუდი თამაშის პარალელურად, “სევილია” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც ჩარჩა და დიდი შანსია, რომ ევროპა ლიგაზეც ვერ აღმოჩნდეს. “გლადბახთან” წაგების შემდეგ ანდალუსიელები ბოლო ადგილზე აღმოჩნდნენ და მე-3 ადგილის დაკავებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ უკანასკნელ ტურში შინ “იუვენტუსს” მოუგებენ, ხოლო “გლადბახი” გასვლაზე “მანჩესტერ სიტისთან” წააგებს.

დღევანდელ მატში “დალაქები” ტრავმების გამო კაკუტას, ბეტო, ანდრეოლის, პარეხასა და კარისოს მოისაკლისებენ. იმ შემთხვევაში, თუ დღეს მასპინძლები დამარცხდნენ, უნაი ემერისთვის შესაძლოა ცუდი დილა გათენდეს...

“სევილიას” მსგავსად, ძალიან ცუდად გამოიყურება “ვალენსიაც”. მართალია, “ღამურები” ლა ლიგაში უფრო ზევით არიან და მეტოქეზე ოთხი ქულით მეტი აქვთ მოპოვებული, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ანდალუსიელებმა ძლიერი კლუბები მოილიეს, ხოლო “ვალენსიას” მაღალი დონის გუნდებთან (“ატლეტიკოს” გარდა) სათამაშო აქვს და ასეთი თამაშით წარმატების მიღწევის რა შანსი რთული სათქმელია.

“ლოს ჩეს” საქმეები ცუდად მისდის ჩემპიონთა ლიგაზეც და არც ისე ძლიერ ჯგუფში დიდი შანსია ჩარჩეს. ვალენსიელები საკუთარ თავზე დამოკიდებულნი აღარ არიან და “ლიონის” დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიყვანს 1/8 ფინალში, თუ “გენტი” “ზენიტს” ვერ მოუგებს შინ.

“ვალენსიას” ბარაგანი, ნეგრედო, ალვეში, როდრიგო, პიატი და მუსტაფი ჰყავს ტრავმირებული. იმ შემთხვევაში, თუ დღეს “ღამურები” დამარცხდებიან, დიდი შანსია, რომ ნუნუ ესპირიტო სანტოს კარისკენ მიუთითონ, რომლის წასვლაც “ლოს ჩეს” გულშემატკივრების უდიდესს ნაწილს სურს და ბოლო მატჩებია მუდმივად სკანდირებენ ამას.

გასულ სეზონში ამ კლუბების მიერ “სანჩეს პისხუანზე” გამართული დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო “მესტალიაზე” “ვალენსიამ” 3:1 იმარჯვა.

სევილია – ვალენსია

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, რამი, ტრემულინასი, კოკე, კრიხოვიაკი, ნ’ზონზი, ბანეგა, ვიტოლო, კონოპლიანკა, გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი

ვალენსია (4-3-3): დომენეში, ვეზო, აბდენური, კანსელო, გაია, ფუეგო, პარეხო, გომეში, ბაკალი, ფეგული, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

მსაჯი: ველასკო კარბალიო

მადრიდის “რეალი” გასვლაზე “ეიბარს” დაუპირისპირდება და შეეცდება, რომ ორმატჩიანი წაგებათა სერია მოგებით შეწყვიტოს. “ბარსელონას” გუშინდელი მოგების შემდეგ კატალონიური კლუბი 9 ქულით გაექცა “რეალს”, ხოლო “ატლეტიკო” 5 ქულითაა წინ. ასე რომ, მადრიდელებს დღეს ქულების დაკარგის უფლება აღარ აქვთ.

“ბლანკოსს” სერიოზული პრობლემები აქვს დაცვის ხაზში, რაც უკანასკნელ სამ თამაშში (ჩემპიონთა ლიგის მატჩიანად) ნათლად აისახა, რომლებშიც კლუბმა 10 გოლი გაუშვა. მადრიდელთა მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ტრავმირებულნი არიან ძირითადი შემადგენლობის სამი მცველი: მარსელო, ვარანე და რამოსი.

მათ გარდა “რეალს” დისკვალიფიცირებული ისკო არ ეყოლება. სამაგიეროდ, ლაზარეთი ალვარო არბელოამ დატოვა და სამატჩო განაცხადში მოხვდა.

სეზონი კარგად დაიწყო “ეიბარმა”, რომელსაც 20 ქულა აქვს და დღევანდელ მეტოქეს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. მიმდინარე სეზონში ბასკურ კლუბს მხოლოდ ორი წაგება აქვს და აქედან ერთი “ნოუ კამპზე”. მასპინძლებს დასაკარგი არაფერი აქვთ და სახელოვან მეტოქესთან წარმატებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

ხოსე ლუის მენდილიბარი ტრავმების გამო კასტელიანოსა და ხაიმეს მოისაკლისებს, ხოლო კეკო დისკვალიფიცირებულია.

ეიბარი – რეალი

სავარაუდო შემადგენლობები

ეიბარი (4-4-2): რიესგო, პანტიჩი, მ.დოს სანტოსი, ხუნსა, კაპა, ესკალანტე, დ.გარსია, ბერხონი, ინსუი, ენრიჩი, ბასტონი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

რეალი (4-2-3-1): ნავასი, პეპე, ნაჩო, დანილო, კარვახალი, კროოსი, მოდრიჩი, ბეილი, ხამესი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

აღნიშნული მატჩების გარდა, დღეს კიდევ ორი დაპირისპირდება შედგება.

“ხეტაფე” საკუთარ კედლებში “ვილიარეალს” დაუპირისპირდება, ხოლო “რაიო ვალეკანო” შინ “ბილბაოს” მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118414