ავტოსპორტი

3:04 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგის ზედიზედ მეექვსე პოული

წლევანდელი სეზონის ბოლო ეტაპის, აბუ დაბის დიდი პრიზის კვალიფიკაცია ნიკო როსბერგის გამარჯვებით დასრულდა. „მერსედესის“ გერმანელმა პილოტმა ზედიზედ მეექვსე პოული მოიპოვა და თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, 50-ს მოპოვების საშუალება ისევ არ მისცა. როსბერგმა პოული კვალიფიკაციის ბოლო წამებზე, ბოლო ცდით მოიპოვა. არადა, რამდენიმე წამით ადრე, ის ჰამილტონმა ჩამოაქვეითა.

„მერსედესის“ პილოტები მეთხუთმეტედ დადგებიან სასტარტო მოწინავე რიგში, რაც რეკორდული მიღწევაა. რბოლასაც თუ ასევე დაასრულებენ, ამ სეზონში ეს მათი მე-12 დუბლი იქნება. და მათ ამის რეალური შანსი აქვთ, რადგან მთავარი მეტოქე, სებასტიან ფეტელი, ვინც ერთადერთმა შეძლო წელს სამქიმიანთა დამარცხება, პელოტონის უკანა რიგებში დადგება.

ფეტელს ხელი მოეცარა, რაც მისი გუნდის დაუდევრობის ბრალია - „ფერარიში“ ჩათვალეს, რომ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის მიერ ნაჩვენები დრო საკმარისი იქნებოდა კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე გადასასვლელად, მაგრამ როცა ფეტელმა ბოლო ხუთეულში ამოჰყო თავი, სიტუაციის გამოსწორება უკვე გვიანი იყო. „მისი მესამე ადგილი“ კი კიმი რაიკონენმა დაიკავა, რომლის გვერდზეც სტარტზე ადგილს სერხიო პერესი დაიკავებს. მექსიკელი აბუ დაბიში ჯერჯერობით ერთ-ერთი საუკეთესოა და რბოლაში კვარცხლბეკისთვის იბრძოლებს.

აბუ დაბის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:40.237
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:40.614
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:41.051
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:41.184
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:41.444
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:41.656
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:41.686
  8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:41.759
  9. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:41.933
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:42.708

- - - - - - - - - -

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:42.521
  2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:42.668
  3. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:42.807
  4. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:43.614
  5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) დროის გარეშე

- - - - - - - - - -

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:42.941
  2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:43.187
  3. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:43.838
  4. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:46.297
  5. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:47.434

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12016