ძიუდო

14:10 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

უიმედო გრან პრი

ქართველმა ძიუდოისტებმა ჯეჯუს გრან პრი ისევე დუნედ ჩაამთავრეს, როგორც დაიწყეს. გუშინწინ სამხრეთკორეულ ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) გავიდნენ და ტურნირზე მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს. გუშინ საქმეში ესტერ სტამი (70 კგ) უნდა ჩაბმულიყო, მაგრამ კისრის ტრავმის გამო ჭიდაობა ვერ შეძლო. დღეს კი კიმონოები 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ალექსანდრე მსხალაძემ და გურამ თუშიშვილმა მოირგეს და ორივე დილის პროგრამაშივე გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას.

მსხალაძე პირველ წრეში ბრიტანელ ფილიპ ავიტიალკარაზს დაეჭიდა და ვაზარით აჯობა. მერვედფინალში კი ბრაზილიელ ლუჩიანო კორეასთან, უილეთო შეხვედრაში ოქროს დროში მიღებული გაფრთხილებით დამარცხდა.

თუშიშვილმა ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა – იაპონელ კენსუკე საკამოტოსთან იპონით წააგო.

ჯეჯუს გრან პრიზე მონაწილეობა 70 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო. საერთო შედეგების მიხედვით, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი სამხრეთ კორეის ნაკრებმა დაიკავა. მასპინძლებმა 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

2015 წლის სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირი – ტოკიოს გრან სლემი 4-6 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრები გაცილებით ძლიერი შემადგენლობით მიიღებს.

ძიუდო

გრან პრი

ჯეჯუ. სამხრეთ კორეა

26-28 ნოემბერი

კაცები

60 კგ

1 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)

2 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

3 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

3 ერიკ ტაკაბატაკე (ბრაზილია)

66 კგ

1 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

2 ტარო ფუჯისაკა (იაპონია)

3 ტალ ფლიკერი (ისრაელი)

3 გოლან პოლაკი (ისრაელი)

73 კგ

1 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)

3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)

3 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

81 კგ

1 სეიდაი სატო (იაპონია)

2 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)

3 სანგხო ლი (სამხრეთ კორეა)

3 რომან მუსტოპულოსი (საბერძნეთი)

90 კგ

1 დონგ ჰან გვაკი (სამხრეთ კორეა)

2 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი)

3 კირილ დენისოვი (რუსეთი)

3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)

100 კგ

1 გუამ ჩო (სამხრეთ კორეა)

2 ხოსე არმენტეროსი (კუბა)

3 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

3 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)

2 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი)

3 როი მეიერი (ჰოლანდია)

ქალები

48 კგ

1 ოტგონცეცეგ გალბარდახი (ყაზახეთი)

2 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)

3 ბო კიეონგ ჯეონგი (სამხრეთ კორეა)

3 დილარა ლოხმანჰეკიმი (თურქეთი)

52 კგ

1 ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)

2 მაკო უჩიო (იაპონია)

3 პრიხცილა ნეტო (საფრანგეთი)

3 რონი შვარცი (ისრაელი)

57 კგ

1 ჯან-დი კიმი (სამხრეთ კორეა)

2 ნეკოდა სმიტ დევისი (ბრიტანეთი)

3 ჩენ-ლინგ ლიენი (ტაივანი)

3 ვიოლა ვახტერი (გერმანია)

63 კგ

1 კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)

2 ედვიგ გვენდი (იტალია)

3 ალის შლეზინგერი (ბრიტანეთი)

3 ცერენადმიდ ცენდ-აიუში (მონღოლეთი)

70 კგ

1 სალი კონვეი (ბრიტანეთი)

2 სეონგიონ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

3 ლაურა ვარგას კოხი (გერმანია)

78 კგ

1 ოდრი ჩეუმეო (საფრანგეთი)

2 კაილა ჰარისონი (აშშ)

3 ჯემა გიბონსი (ბრიტანეთი)

3 რიკა ტაკაიამა (იაპონია)

+78 კგ

1 სარა ასაინა (იაპონია)

2 ბელკიზ ზეჰრა კაია (თურქეთი)

3 მინიონგ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 ირინა კინძერსკა (უკრაინა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11667