ფეხბურთი

23:11 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: V ტურის საუკეთესო ეპიზოდები

მიმდინარე კვირის შუაში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა. უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა აღნიშნული სათამაშო დღის შემდეგ საუკეთესო მომენტები და ფეხბურთელები გამოარჩია.

ტურის გმირი – მარიო მანჯუკიჩი (“იუვენტუსი”)

მარიო მანჯუკიჩის “მანჩესტერ სიტისთან” ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა მოულოდნელობა იყო. ბოლო დროს ხორვატს ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან უკანასკნელ 10 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაეტანა, მაგრამ “სიტისთან” “იუვეს” მან მოაგებინა. მე-18 წუთზე მარიომ ჩვეულ სტილში გაიტანა.

“ეს, ის მარიოა, რომლის ხილვაც გვინდა. თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს გოლს ვინ გაიტანს, მთავარია “იუვემ” მოიგოს”, - თქვა მატჩის მერე ტურინელთა კაპიტანმა ჯიჯი ბუფონმა.

ტურის გუნდი – “გენტი” (ბელგია)

“ლიონს” ისტორიული შანსი ჰქონდა, რომ მოეგო და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეენარჩუნებინა. მე-7 წუთზე ჯორდან ფერის გოლით “ოლიმპიკი” დაწინაურდა კიდეც, მაგრამ დანიელ მილჩევიჩის საოცრად შესრულებული საჯარიმოთი “გენტმა” გაათანაბრა, ხოლო ბოლო წუთზე ხალიფა კულიბალის ზუსტმა თავურმა ბელგიის ჩემპიონი ჯგუფში მეორე ადგილზე გადაიყვანა, “ლიონი” კი მერვედფინალს და საერთოდ ევროტურნირებს მიღმა ოფიციალურად დატოვა.

“ჩვენ იმაზე მეტი შევძელით, ვიდრე ჩვენგან მოელოდნენ. ეს კი ხშირად არ ხდება”, - ბრძანა “გენტის” თავკაცმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა თამაშის შემდეგ.

ტურის შედეგი – “პორტუ” – “დინამო” (კიევი) 0:2

კიევის “დინამოს” გამარჯვებას პორტუგალიაში ცოტა თუ მოელოდა. ახლა, უკრაინის ჩემპიონი ბოლო ტურში თელ-ავივის “მაკაბის” ძლევის შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე უსათუოდ გავა. სხვათა შორის, “დინამო” ზედიზედ 10 სეზონია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლას ვერ ახერხებს. ხოლო ამ თამაშამდე ბრწყინვალედ მოთამაშე “პორტუ” ადვილი შესაძლებელია პლეი-ოფს მიღმა დარჩეს. ასე რომ არ მოხდეს, “დრაკონებმა” ლონდონში, “ჩელსისთან” ქულა მაინც უნდა მოიპოვონ.

ტურის დაბრუნება – ლიონელ მესი (“ბარსელონა”)

არგენტინელ ვარსკვალვს ლიგაზე ბოლოს “რომასთან” პირველ წრეში ჰქონდა ნათამაშები და იგი ამ ტურნირს ისევ იტალიებთან დაუბრუნდა. მესი თავის სტილში დაბრუნდა. მისი შეჩერება რომაელებმა ერთხელაც ვერ მოახერხეს და მისგან გოლი და საგოლე გადაცემაც მიიღეს.

ჩვენ ვიცით, რომ პასუხისმგებლობა გვაქვს. მთავარი მიზანი გამარჯვებაა, მაგრამ უკეთესია თუ ეს ლამაზი თამაშით მოხერხდება”, - იტყვის ლიონელი “რომასთან” ფეერიული შეხვედრის დასრულებისას.

ტურის ფრაზა – ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პარი სენ ჟერმენი”)

“ბევრმა ადრე ისიც თქვა, რომ მე თავხედი ვიყავი, მაგრამ 14 წლის შემდეგ აქ ვარ, ისინიც აქ სხედან და იციან, რომ მე მართალი ვიყავი და ჩემთვის უნდა მოესმინათ”, - განაცხადაა იბრაჰიმოვჩმა თავისი ყოფილი გუნდის, “მალმესთან” თამაშის შემდეგ, რომელშიც მან გოლის გატანაც შეძლო.

ტურის სეივი – ვოიცეხ შჩესნი (“რომა”)

“რომას” პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ “ბარსელონასთან” 6 გოლი გაუშვა, მაგრამ მის მიერ ნეიმარისთვის მოგერიებული თერთმეტმეტრიანი ტურის საუკეთესო სეივი გახდა. შჩესნის სამწუხაროდ გარჯა მას არ დაუფასდა და აღებულ პენალტს ბრაზილიელმა ადრიანომ ზუსტად დაამატა.

0.110235