ფეხბურთი

19:44 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მეხუთე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. აღნიშნულ თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ორი წარმოადგენელი ლისაბონის “სპორტინგს” ჰყავს, რომელმაც მოსკოვში, “ლოკომოტივს” (4:2) მოუგო. დანარჩენი 9 ფეხბურთელი კი 9 სხვადასხვა გუნდიდან იქნა შერჩეული.

ევროპა ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:

მეკარე: ანდრეი დიკანი (“კრასნოდარი”)

მცველები: იაკუბ ბრაბეცი (“სპარტა”), ვლად კირიკეში (“ნაპოლი”), სირინე მბოდჯი (“ანდერლეხტი”)

ნახევარმცველები: გელსონ მარტინსი (“სპორტინგი”), ლეროი სანე (“შალკე”), ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”)

თავდამსხმელები: ფრედი მონტერო (“სპორტინგი”), არიც ადურისი (“ბილბაო”), ჩენკ ტოსუნი (“ბეშიქთაში”)

0.102556