თამაშგარე

11:30 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მკერდჩაგვირისტებული მირტა სოსა

თუკი “დაწერილ არს”, რომ შეიძლება ნილოსმაც აღმა დაიწყოს სვლა, მგელმა და ცხვარმა ერთად ძოვონ და ბორის ჩოჩიევმა ულვაში გაიპარსოს, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ პარაგველმა მოდელმა მირტა სოსამ განაგდოს ძველი ზნე-ჩვეულებანი და ახალ ცხოვრებაში ფოსტლებივით წაჰყოს ფეხი? დიახაც რომ შეიძლება!

აქამომდის ყველამ ვუწყოდით, რომ მირტა სოსა პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი იყო და კიდეც გვემარტივებოდა ამ მკერდჩაგვირისტებული ასულის გადაწყვეტილება. აბა როგორ? პარაგვაელმა პარაგვაის უნდა უქომაგოს, უნგრელმა უნგრეთს! - ქართველმა კი... ქართველმა უნდა იოცნებოს...

ერთი სიტყვით, მირტა სოსამ საჯაროდ გვაუწყა, რომ ამიერიდან მისი გულის დიდი ნაწილი მადრიდის ”რეალს” ეკუთვნის და მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელიხელსაგოგმანები კლუბი ოკეანის გადმოღმაა, მირტა იძახის, მე “რეალმა” მათი მატჩების აბონიმენტი მომცეს და ქალი არ ვიყო, ტრიბუნაზე ბარძაყნი თუ არ ჩამოვაწყოო. ჩამომწყობია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131816