ფეხბურთი

2:45 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა ნახევრდება

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა და უკვე ცნობილია იმ გუნდთა უმეტესი ნაწილი, რომლებიც თასისთვის ბრძოლას თებერვლიდან პლეი-ოფში გააგრძელებენ.

დორტმუნდის “ბორუსიამ” მეთექვსმეტედფინალში თამაში წინა ტურში გაინაღდა და ამჯერად “კრასნოდართან” თავი არ მოუკლავს. ტომას ტუხელის ბიჭები რუსეთში მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ, რითაც მომდევნო ეტაპზე “კრასნოდარიც” გავიდა. პლეი-ოფში ვიხილავთ ლონდონის “ტოტენჰემსაც”. “დეზებმა” სტუმრად ჰარი კეინის კინკილა გოლით “ყარაბახს” აჯობეს. მოერე ადგილოსნის ვინაობა კი ბოლო ტურში გაირკვევა. შანსი სამივე გუნდს აქვს. თუმცა “ანდერლეხტის” შანსი უფრო ფასობს. ბელგიელებმა დღეს “მონაკოს” მისსავე მინდორზე მოუგეს.

ჯგუფიდან ნაადრევად გავიდა შვეიცარიული “ბაზელიც”, რომელიც “სენტ იაკობს პარკზე” “ფიორენტინასთან” ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვა. რაც შეეხება ფლორენციელებს, ისინი ოფიციალურად ჯერ არ გასულან ჯგუფიდან, მაგრამ წესით ამის გაკეთება ორი კვირის თავზე არ უნდა გაუჭირდეთ.

გელზენკირხენის “შალკემ” და პრაღის “სპარტამ” შინ ერთნაირი ანგარიშებით იმარჯვეს და ჯგუფიდან ორივემ ნაადრევად გააღწიეს, რითაც ბოლო ტურს აზრი დაუკარგეს. “ხუმარებმა” სახლში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ “აპოელს” ერიკ ჩუპო-მოტინგის გვიანი გოლით სძლიეს.

სოლომონ კვირკველიას “რუბინმა” კი შინ 2:0 მოუგო შვეიცარიულ “სიონს” და პლეი-ოფში თამაშის თეორიული შანსი დაიტოვა. მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშა ქართველმა მცველმა. ამავე ჯგუფის მეორე თამაშში კი “ლივერპულმა” “ბორდოს” დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და შემდეგ ეტაპზე გააღწია. 1/16 ფინალშია რომის “ლაციოც”. იტალიელებმა შარშანდელ ფინალისტ “დნიპორს” 3:1 აჯობეს, რითაც უკრაინული გუნდი ჯგუფში ჩარჩა. სამაგიეროდ, ამ ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა ფრანგულმა “სენტ ეტიენმა”.

ევროპა ლიგაზე ისევ უდანაკარგოდ თამაშობს კიდევ ერთი იტალიური გუნდი “ნაპოლი”. ნეაპოლიტანელებმა ამჯერად დანიაში “მიდტიულანდს” 1:0 მოუგეს. მეორე გამსვლელი გუნდის ვინაობა კი აქ ჯერ უცნობია და ყველაფერს ბოლო ტური გაარკვევს. შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ ესპანური “ვილიარეალი” და ვენის “რაპიდი”. პრინციპში ავსტრიელებს აღნიშნული საკითხი წინა ტურში გადაწყვიტეს, ხოლო “ელ მადრიგალზე” ბრუნო სორიანოს გოლით მოგებული მატჩით მას “ყვითელი სუმბარინაც” შეუერთდა. პორტუგალიურმა “ბრაგამ” სახლში “ლიბერეცს” მოუგო და პირველი ადგილი გაიფორმა, ხოლო “მარსელი” ჰოლანდიური “გრონინგემის” ძლევის შემდეგ მოდევნო ეტაპს მიუახლოვდა, მაგრამ ბოლო ტურში ქულების მოპოვება მაინც მართებს.

პლეი-ოფშია ბილბაოს “ატლეტიკიც”. ბასკებმა გემრანულ “აუგსბურგთან” წაგებული თამაში შემოატრიალეს და 3:2 იმარჯვეს. რაც შეეხება მეორე ადგილოსანს, ამჯერად ამ პოზიციას “პარტიზანი” იკავებს, რომელიც 3 ქულით უსწრებს იმავე “აუგსბურგს” და ბოლო ტურში ისინი სწორედ ერთმანეთში ითამაშებენ.

ამსტერდამის “აიაქსმა” გლაზგოში “სელტიკს” კი მოუგო, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის საკითხი მაინც სათუოდ აქვს, რადგან მისმა კონკურენტმა “ფენერბახჩემს” უკვე პლეი-ოფში მყოფ “მიოლდეს” აჯობა და ჰოლანდიელებს ისევ 2 ქულით სჯობნის, ბოლო ტურში კი უმოტივაციო “სელტიკს” სტამბულში დაუხვდება.

A ჯგუფი

“სელტიკი” – “აიაქსი” 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 მაკგრეგორი (4), 1:1 მილიკი (22), 1:2 ჩერნი (88)

გაფრთხილება: ალანი (80) - ტეტე (78)

“მიოლდე” – “ფენერბახჩე” (0:0)

გოლები: 0:1 ფერნანდაო (68), 0:2 ტუფანი (84)

გაფრთხილება: ფორენი (7), გულბრადსენი (8), სინგი (62), ჰუსაინი (77) – ალი კალდირიმი (24), კიაერი (55), ბრუნო ალვეში (62), კადლეცი (79), ნანი (81)

გაძევება: რინდაროეი (90)

B ჯგუფი

“რუბინი” – სიონი” 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 გეორგიევი (72), 2:0 დევიჩი (90)

გაფრთხილება: უსტინოვი (48) – ნდოიე (13, 48)), რუეფი (16), სალატიჩი (77)

გაძევება: ნდოიე (48)

“ლივერპული” – “ბორდო” 2:1 (2:1)

გოლები: 0:1 სავიე (33), 1:1 მილნერი (38, პენ), 2:1 ბენტეკე (45)

გაფრთხილება: ლეივა (60), იბე (62), ბენტეკე (86) - სანე (37), კონტენტო (88)

C ჯგუფი

“კრასნოდარი” – “დორტმუნდი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 მამაევი (2, პენ)

გაფრთხილება: პერეირა (17), კაბორე (53), იედრზეიჩეკი (57), არი (90) – ჰუმელსი (1)

“პაოკი” – “გაბალა” (0:0)

D ჯგუფი

“ბრიუგე” – “ნაპოლი” 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩირიკეში (41)

გაფრთხილება: იზკუერედო (23), დენსვილი (66) – ლოპესი (37), მაჯო (38)

“ლეგია” – “მიდტიულანდი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 პრიოვიჩი (35)

გაფრთხილება: დუდა (46), ზირო (87) - რომერი (39), სპარვი (45), პოულსენი (84)

E ჯგუფი

“დინამო” (მინსკი) – “პლზენი” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ადამოვიჩი (90)

გაფრთხილება: კორზუნი (45), ვერეტილო (81, 90) – კოლარი (41), ლიმბერსკი (73), ბარანეკი (90)

გაძევება: ვერეტილო (90)

გამოუყენებელი პენალტი: ადამოვიჩი (90)

“ვილიარეალი” – “რაპიდი” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 სორიანო (78)

გაფრთხილება: კოსტა (22), სორიანო (84), რუისი (90) – ჰოფმანი (47), სოლნეიტნერი (67)

F ჯგუფი

“ბრაგა” – “ლიბერეცი” 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ეფრემოვი (35), 1:1 ფერეირა (42), 2:1 კრისლანი (90)

გაფრთხილება: კოკა (54), ფერეირა (90), ედუარდო (90) - კერბრი (25), ბარტოსაკი (64), პოკორნი (76), ფოლპრეხტი (90), კუბეკი (90)

“მარსელი” – “გრონინგემი” 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ნ’კუდუ (28), 1:1 მადურო (50), 2:1 ბატშუაი (88)

გაფრთხილება: ჰატებოერი (90)

G ჯგუფი

“ლაციო” – “დნიპრო” 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 კანდრევა (4), 1:1 გამა (65), 2:1 პაროლო (68), 3:1 ჯორჯევიჩი (90)

გაფრთხილება: რადუ (53), პაროლო (78), მილინკოვიჩ-სავიჩი (85) – დანილო (79), მატოსი (83)

“როსენბორგი” – “სენტ ეტიენი” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 სოედერლუნდი (40), 1:1 რუქსი (80)

გაფრთხილება: სელნასი (79), იენსენი (86) – ასუე-ეკოტო (48), ჰამუმა (84), მაუპა (89)

H ჯგუფი

“ბეშიქთაში” – “შკენდერბეუ” 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ტოსუნი (35), 2:0 ტოსუნი (78)

გაფრთხილება: ლილაი (41), ვანგელი (63)

“ლოკომოტივი” – “სპორტინგი” 2:4 (1:3)

გოლები: 1:0 მაიკონი (5), 1:1 მონტერო (20), 1:2 ბრაიან რუისი (38), 1:3 გელსონი (43), 1:4 პერეირა (60), 2:4 მირანჩუკი (86)

I ჯგუფი

“ბაზელი” – “ფიორენტინა” 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 ბერნარდესკი (23), 0:2 ბერნარდესკი (36), 1:2 სუხი (40), 2:2 ელ ნენი (74)

გაფრთხილება: საფარი (23), ბიარნსონი (26), იანკო (45), სუხი (65), ზუფი (78) – როდრიგესი (45), ბადეი (45), ბორხა ველერო (75)

გაძევება: რონკალია (26)

“ბელენენსეში” – “ლეხი” 0:0 (0:0)

გაფრთხილება: დიასი (72), გომესი (85) - დუდკა (36), ლინეტი (59)

გამოუყენებელი პენალტი: სილვა (36)

J ჯგუფი

“მონაკო” – “ანდერლეხტი” 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჟილე (45), 0:2 აჩეამპონგი (78)

გაფრთხილება: ელ შაარავი (44), რაჯი (50), ფაბინიო (66) – ნ’საკალა (25), დეფური (58), პრაეტი (70), პროტო (88)

“ყარაბახი” – “ტოტენჰემი” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კეინი (78)

გაფრთხილება: ალმეიდა (44), კარაიევი (88)

K ჯგუფი

“შალკე” – “აპოელი” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჩუპო-მოტინგი (86)

გაფრთხილება: ვინისიუსი (50), კარლაო (63)

გამოუყენებელი პენალტი: აოგო (89)

“სპარტა” – “ასტერასი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბრაბეცი (33)

გაფრთხილება: ფრიდეკი (56), კრეიცი (76, 82) – მატიასი (55), დიმუტსოსი (86)

გაძევება: კრეიცი (82)

L ჯგუფი

“ალკმაარი” – “პარტიზანი” 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 დოს სანტოსი (48), 1:1 ომარუ (65), 1:2 ჟივკოვიჩი (89)

გაფრთხილება: ლუცკასენი (45) - ბანდალოვსკი (26), ჟივკოვიჩი (90)

“აუგსბურგი” – “ბილბაო” 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 სუსაეტა (10), 1:1 ტროხოვსკი (41), 2:1 ბობადილია (59), 2:2 ადურისი (83), 2:3 ადურისი (86)

გაფრთხილება: კორი (47), ეშვეინი (55)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156378