ფეხბურთი

3:12 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი", "ატლეტიკო" და "ბენფიკა" მერვედფინალში (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე სათამაშო ტური დასრულდა, რის შემდგომაც მერვედფინალისტთა შემადგენლობას ოფიციალურად ტურინის “იუვენტუსი”, მადრიდის “ატლეტიკო” და ლისაბონის “ბენფიკა” შეუერთდნენ. საინტერესოდ წარიმართა სხვა მატჩებიც. რაც მთავარია გულშემატკივარმა ბევრი გატანილი გოლი იხილა...

A ჯგუფი

A ჯუფიდან პლეი-ოფში გამსვლელი ორივე გუნდის ვინაობა წინა ტურში გაირკვა, მაგრამ ახლა ისიც ცნობილია თუ რომელი გავა პირველი ადგილით და რომელი მეორეთი. ფრანგულმა “პარი სენ ჟერმენმა” შვედეთის ჩემპიონ “მალმესგან” არაფერი დატოვა და 5:0 გაანადგურა. მასპინძელთა რბევა უკვე მესამე წუთზე დაიწყო და პარიზელები არც მერე გაჩერებულან. მიუხედავად ლამაზი გამარჯვებისა ლორან ბლანის გუნდი მერვედფინალში მაინც მეორე ადგილოსნის სტატუსით ითამაშებს.

მადრიდის “რეალმა” კი პირველი გაინაღდა. ლვოვში, “ბლანკოსმა” “შახტარს” 4 გოლი გაუტანა და საქმე მოთავებულად ჩათვალა, რის გამოც კინაღამ დაისაჯა. თავად განსაჯეთ, მატჩის ბოლო 12 წუთში “მეშახტეებმა” ბენიტესის გუნდს, რომელსაც აქამდე ლიგაში გოლი არ გაეშვა სამი ბურთი გაუტანეს და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ უკრაინელებს სასწაულის მოსახდენად აღარც დრო ეყოთ და აღარც ენერგია.

რაც შეეხება მესამე ადგილის მფლობელს: ევროპა ლიგაზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა – ამ დროისთვის “შახტარი” ფავორიტია, რადგან “მალმეს” ურთიერთშეხვედრებში სჯაბნის.

“მალმე” – პსჟ 0:5 (0:2) (მიმოხილვა)

სტოქჰოლმი, “სვედ არენა”

მაყურებელი: 20 000

“მალმე” (4-2-2-2): ვილანდი; კონატე, ტინერჰოლმი, ბროსონი, ბენგსტონი; ლევიცკი, ადუ (რაკიპი 81); როდიჩი (ეიკრემი 69), ბერგეტი; როზენბერგი, ჯურჯიჩი (კროონი 70)

მწვრთნელი: აგე არეიდე

პსჟ (4-3-3): ტრაპი; ვან დერ ვილი, სილვა, მარკინიოსი, მაქსველი; ტიაგო მოტა (სტამბული 70), რაბიო, მატუიდი; კავანი, იბრაჰიმოვიჩი (აუგუსტინი 85), დი მარია (მოურა 69)

მწვრთნელი: ლორან ბლანი

გოლები: 0:1 რაბიო (3), 0:2 დი მარია (14), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (50), 0:4 დი მარია (68), 0:5 მოურა (82)

გაფრთხილება: როზენბერგი (42), ბენგსტონი (90)

გამოუყენებელი პენალტი: როზენბერგი (61)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 12 (7) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

“შახტარი” – “რეალი” 3:4 (0:1) (მიმოხილვა)

ლვოვი, “ლვოვ არენა”

მაყურებელი: 33 990

“შახტარი” (4-2-3-1): პაიტოვი; ორდეცი, კობინი, რაკიცკი, აზევედო (დენტინიო 64); სტეპანენკო, ფრედი; მარლოსი (ტაისონი 62), ბერნარდი, ალექს ტეიშეირა; გლადკი (ფერეირა 74)

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ

“რეალი” (4-3-3): კასილია; კარვახალი, პეპე, ვარანი (დანილო 33), ნაჩო; კოვაჩიჩი, მოდრიჩი (კროოსი 62), კასემირო; ბეილი (ბენზემა 72), რონალდუ, ისკო

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 0:1 რონალდუ (18), 0:2 მოდრიჩი (50), 0:3 კარვახალი (52), 0:4 რონალდუ (70), 1:4 ალექს ტეიშეირა (78, პენ), 2:4 დენტინიო (83), 3:4 ალექს ტეიშეირა (89)

გაფრთხილება: სტეპანენკო (35) – კარვახალი (48), დანილო (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 20 (8) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ბას ნიჰიუსი (ჰოლანდია)

B ჯგუფი

ეს ქვეჯგუფი კი ერთადერთია, სადაც ჯერ კიდევ არაფერია გარკვეული. თავად განსაჯეთ პლეი-ოფში თამაშის რეალური შანსი სამ გუნდს აქვს. ერთადერთი ვინც შემდეგ ეტაპზე გასვლაზე ვეღარც იოცნებებს მოსკოვის ცსკაა, რომელიც შინ გერმანულ “ვოლფსბურგთან” უშანსოდ დამარცხდა – 0:2. დიტერ ჰეკინგის გუნდმა “ხიმკი არენაზე” გატანილი გვიანი ორი გოლით მოიგო და ჯგუფის სათავეში მოექცა.

ეს კი, დიდწილად “მანჩესტერ იუნაიტედის” დამსახურებაა. “წითელი ეშმაკები” ჩემპიონთა ლიგაზე ისევ არადამაჯერებლად თამაშობენ. ლუის ვან გაალის გუნდმა ამჯერად სახლში “პსვ ეინდჰოვენის” კარს გასაღები ვერ მოარგო და მხოლოდ ნულოვან ფრეს დასჯერდა. ახლა “მანიუ” მეორე ადგილზეა, მაგრამ ბოლო ტურში გერმანიაში ჩადის და არავინ იცის მოახერხებს თუ არა შემდეგ ეტაპზე გასვლას.

ამასობაში მერვედფინალში თამაშის ჩინებული შანსი გაუჩნდა “ეინდჰოვენს” – ფილიპ კოკუს ბიჭები თუ გადამწყვეტ ტურში “ფილიპს არენაზე” ცსკას მოუგებენ პლეი-ოფში ხანგრძლივი პაუზის მერე გავლენ. მოკლედ ყველაფერი პსვ-ს ხელთაა და ვანხოთ გამოიყენებს თუ არა ამ შანსს ჰოლანდიის ჩემპიონი.

ცსკა – “ვოლფსბურგი” 0:2 (0:0) (მიმოხილვა)

მოსკოვი, “ხიმკი არენა”

მაყურებელი: 16 450

ცსკა: (4-2-3-1): აკინფეევი; ფერნანდესი, იგნაშევიჩი (ვასინი 46), ა. ბერეზუცკი, ნაბაბკინი (ნათხო 75); ვერნბლუმი, მილანოვი; ტოშიჩი, ძაგოევი (პანჩენკო 90), მუსა; დუმბია

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრაში, დანტე, ნალდო, შაფერი; გუილავოჯი, კალიჯური (შურლე 61); ვიეირინია, კრუსე (იუნგი 81), არნოლდი; დოსტი (ბენტნერი 86)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 0:1 აკინფეევი (67, ა.გ), 0:2 შურლე (88)

გაფრთხილება: მუსა (17), ფერნანდესი (28), ვერნბლუმი (62), ნათხო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (2) – 11 (4) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

“მანჩესტერ იუნაიტედი” – პსვ 0:0 (0:0) (მიმოხილვა)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მაყურებელი: 75 000

“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-2-3-1): დე ხეა; დარმიანი (მატა 84), სმოლინგი, ბლინდი, როხო; შნეიდერლინი, შვაინშტაიგერი (ფელაინი 58); ლინგარდი, რუნი, დეპაი (იანგი 59); მარსიალი

მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

პსვ (4-3-3): ზოეტი; არიასი, ბრუმა, მორენო, ბრენეტი; პროპერი, ჰენდრიქსი (მირინი 60), გუარდადო; ნარსინგი (პერეირო 18), დე იონგი, ლოკადია

მწვრთნელი: ფილიპ კოკუ

გაფრთხილება: ლინგარდი (90) - დე იონგი (82), არიასი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 8 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

C ჯგუფი

ლისაბონის “ბენფიკა” და მადრიდის “ატლეტიკო”, როგორც მოსალოდნელი იყო შმედგე ეტაპზე არიან. ახლა ეს გუნდები ბოლო ტურში “და ლუჟზე” შეერკინებიან და იმას გაარკვევენ თუ ვინ მოგებს ქვეჯგუფს. ამ მხრივ “არწივები” უპირატესობას ფლობენ, რადგან ქულაც ჰყოფნით, ხოლო “როხიბლანკოს” მხოლოდ სამი ქულა.

დღეს კი, “ბენფიკა” “ასტანას” ეწვია და შინ ოდენ ქულით დაბრუნდა. ეგ კი არა, ლისაბონელები პირველივე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩნენ და ადვილი შესაძლებელი იყო წაეგოთ კიდეც. ყაზახეთის ჩემპიონმა კი თავისი ქვეყნის ისტორია უკვე მერამდენედ გადაწერა – “ასტანამ” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული არცერთი საშინაო თამაში არ წააგო. სტანიმირ სტოილოვის გუნდმა სამივე მატჩში ფრეს მიაღწია, რაც ყაზახებისთვის უდიდესი წარმატებაა. მეტიც, “ასტანას” ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი აქვს, ოღონდ დასკვნით ტურში სტამბულში “გალათასარაის” უნდა მოუგოს.

თავის მხრივ “გალამ” პლეი-ოფში გასვლის ყოველგვარი შანსი “ვისენტე კალდერონზე” დაკარგა. “ატლეტიკოსა” და თურქულ გუნდს შორის კლასში სხვაობა თვალშისაცემი გახლდათ და ანტუან გრიზმანის ორი გოლი დიეგო სიმეონეს შეგირდებს სამი ქულის მოსაპოვებლად და მერვედფინალში გასასვლელად სრულად ეყოთ.

“ასტანა” – “ბენფიკა” 2:2 (2:1) (მიმოხილვა)

ასტანა, “ასტანა არენა”

მაყურებელი: 25 000

“ასტანა” (4-4-2): ერიკი; ანიჩიჩი, ილიჩი, პოსტნიკოვი, შომკო; მაქსიმოვიჩი, კეტევოამა (ჟუკოვი 87), ჩანაში, მუჟიკოვი; კაბანანგა (შჩეტკინი 84), ტვუმასი (დედეჩკო 90)

მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი

“ბენფიკა” (4-2-3-1): ჟულიო სეზარი; სილვიო (ალმეიდა 65), ჟარდელი, ლოპესი, ელიზეუ; სამარისი (ტალისკა 65), გუედეში; პიცი, სანჩესი, ხონასი (კრისტანტე 80); ხიმენესი

მწვრთნელი: რუი ჟორჟე

გოლები: 1:0 ტვუმასი (19), ანიჩიჩი (31), 2:1 ხიმენესი (40), 2:2 ხიმენესი (73)

გაფრთხილება: ჩანაში (50), შჩეტკინი (90) – ხიმენესი (23), ლოპესი (44), ხონასი (48)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 17 (8) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)

“ატლეტიკო” – “გალათასარაი” 2:0 (1:0) (მიმოხილვა)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

მაყურებელი: 44 000

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; გამესი, გოდინი, ხიმენესი, ლუისი; კოკე, გაბი, ტიაგო (ნიგესი 75), ფერეირა-კარასკო (ო. ტორესი 71); გრიზმანი (ვიეტო 68), ფ. ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

“გალათასარაი” (4-2-3-1): მუსლერა; კაია, ჩედჯუ, ბალთა (გუმუსი 78), დენაიერი (ადინი 25); კისა (ბულუტი 63), ოზტეკინი; კარაცანი, სნეიდერი, საბრი; პოდოლსკი

მწვრთნელი: კლაუდიო ტაფარელი

გოლები: 1:0 გრიზმანი (13), 2:0 გრზიმანი (65)

გაფრთხილება: ადინი (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (12) – 3 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

D ჯგუფი

ტურინის “იუვენტუსმა” “მანჩესტერ სიტის” მეორე თამაშიც მოუგო და ამჯერადაც დამსახურებულად. მარიო მანჯუკიჩის დასაწყისშივე გატანილი გოლი ერთადერთი გამოდგა, მაგრამ თამაში ისეთი სანახავი იყო, თქვენგან მოწონებული. “ბებერი ქალბატონს” უფრო სოლიდური ანგარიშით მოგებაც შეეძლო და საერთოდ ვერმოგებაც, თუმცა ის შედეგი რაც დაფიქსირდა, მაინც ალბათ ლოგიკურია. “იუვემ” აღნიშნული გამარჯვებით მერვედფინალში თამაში გაინაღდა. მეტიც, ბოლო ტურში თუ სევილიაში არ წააგებს, პირველ ადგილსაც შეინარჩუნებს.

“სევილიამ” კი ზედიზედ მეოთხედ წააგო. უნაი ემერის გუნდს ახლა აქტივში მხოლოდ ის 3 ქულა აქვს, რომელიც ჯერ კიდევ პირველ ტურში მოიპოვა. გერმანულმა “გლადბახმა” კი დამსახურებულად მოიგო, რადგან მეტოქეზე გაცილებით კარგ ფორმაშია და თანაც ყველა კომპონენტში დაჩაგრა. “ბორუსიასთვის” ეს ჩემპიონთა ლიგაზე ისტრიული, პირველი გამარჯვებაა. ახლა, ანდრე შუბერტის გუნდის მთავარი მიზანი მესამე ადგილის შენარჩუნება და ევროპა ლიგაზე გადანაცვლებაა. ამისათვის საჭიროა მანჩესტერში არ წააგონ, ანაც “იუვენტუსს” უქომაგონ ბოლო ტურში.

“იუვენტუსი” – “მანჩესტერ სიტი” 1:0 (1:0) (მიმოხილვა)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 38 000

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ალექს სანდრო (ევრა 78); დიბალა (კუადრადო 82), მანჯუკიჩი (მორატა 55)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი (კაბალიერო 81); სანია, დემიკელისი, ოტამენდი, კლიში; ფერნანდო, ტურე; ნავასი, ფერნანდინიო (დელფი 60), დე ბრუინე; აგუერო (სტერლინგი 69)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (18)

გაფრთხილება: ფერნანდინიო (35), ნავასი (69), სანია (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 13 (2) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

“გლადბახი” – “სევილია” 4:2 (1:0) (მიმოხილვა)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 45 177

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; კრისტიანსენი, ვენდტი, ნორდვეიტი, ვენდტი; კორბი, დაჰუდი (შულცი 79), ტრაორე (დრმიჩი 13), ჯონსონი (ელვედი 87); რაფაელი, სტინდლი

მწვრთნელი: ანდრე შუბერტი

“სევილია” (4-2-3-1): რიკო; კოკე (მარიანო 83), კოლოჯეჩიაკი, რამი, ტრემოლინასი; კრიხოვიაკი, კრონ-დელი (ნზონზი 64); კონოპლიანკა, ბანეგა, ვიტოლო; გამეირო (ლორენტე 76)

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 სტინდლი (29), 2:0 ჯონსონი (68), რაფაელი (78), 3:1 ვიტოლო (82), 4:1 სტინდლი (83), 4:2 ბანეგა (90, პენ)

გაფრთხილება: დაჰუდი (50), დრმიჩი (84) – ბანეგა (35)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 27 (13) – 16 (7) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 6:8 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

0.350381