ფეხბურთი

3:20 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ჯგუფიდან გასვლას, "სიტი" პირველი ადგილის დაბევებას ეცდება

დღეს ჩემპიონთა ლიგა კიდევ რვა მატჩით გაგრძელდება, რითაც მეხუთე ტური დასრულდება. გასამართ შეხვედრებს ინტრიგა არ აკლიათ და წესით გულშემატკივრებმა სიამოვნება უნდა მიიღონ. განსაკუთრებულ ინტერესს კი ტურინის “იუვენტუსისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება იწვევს.

A ჯგუფი

“შახტარი” – “რეალი”

“რეალს” პირველი ადგილი თითქმის განაღდებული აქვს, მაგრამ “სამეფო კლუბს” საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტირება სურს. ლა ლიგის ბოლო ტურში “ბლანკოსმა” “კლასიკო” დათმო, მაგრამ წაგებასად ხომ გააჩნია? – “ბარსელონასთან” თამაშის შემდეგ რაფაელ ბენიტესის გაშვებაზე ხმები აქტიურად დაირხა, მაგრამ ფლორენტინო პერესმა ესპანელ სპეციალისტს სრული ნდობა აღუთქვა.

“შახტარსაც” გააჩნია თავისი მიზანი – დონბასელები მესამე ადგილზე გასვლა უნდა. მირჩა ლუჩესკუს გუნდს სამი ქულა აქვს და შვედურ “მალმესთან” ერთად ინაწილებს ევროპა ლიგაზე გამსვლელ ადგილს. თუმცა, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; შევჩუკი, რაკიცკი, ორდესტი, აზევედო; ფრედი, სტეპანენკო; მარლოსი, ტეიშეირა, ბერნარდი; გლადკი

“რეალი” (4-2-3-1): ნავასი; კარვახალი, პეპე, ვარანი, დანილო; კროოსი, მოდრიჩი; ხამესი, ბეილი, რონალდუ; ბენზემა

მსაჯი: ბას ნიუჰუისი (ჰოლანდია)

“მალმე” – პსჟ

“მალმე” ფრანგული “პარი სენ ჟერმენთან” ერთი ქულის მოპოვებას მაინც შეეცდება. შვედეთის ჩემპიონისთვის ეს ბოლო საშინაო მატჩია მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ალბათ, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე უფრო მოტივირებულნი იქნებიან. ლორან ბლანის გუნდი კი პლეი-ოფთან ნახევარ ნაბიჯშია, თუმცა მხოლოდ მეორე ადგილით. პსჟ მიუხედავად მოტივაციის ნაკლებობისა საბრძოლო შემადგენლობით აპირებს თამაშს,

სავარაუდო შემადგენლობები:

“მალმე” (4-4-2): ვილანდი; კონატე, ტინერჰოლმი, ბენგსტონი, კარვალიო; ადუ, ლევიცკი, როდიჩი, ბერგეტი; როზენბერგი, დჯურდიჩი

პსჟ (4-3-3): ტრაპი; ორიე, ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, მაქსველი; ტიაგო მოტა, მატუიდი, რაბიო; დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

B ჯგუფი

ცსკა – “ვოლფსბურგი”

მოსკოვის ცსკასა და “ვოლფსბურგს” ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ შერჩენილი აქვთ და შეიძლება ითქვას, დღეს სასწორზე ექვსი ქულა დევს. ლეონიდ სლუცკის გუნდის ლიდერი სეიდუ დუმბია უბრუნდება, რომელიც სასტარტოში იქნება. აღსანიშნავია, რომ შაბათს ცსკამ ბოლო შვიდ თვეში პირველად წააგო რუსეთის პრემიერლიგაში.

გამოსარჩევია, რომ ზუსტად 6 წლის წინ, ამ დღეს ცსკამ გერმანული გუნდი 2:1 დაამარცხა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ცსკა (4-4-2): აკინფეევი; ფერნანდესი, ვასინი, იგნაშევიჩი, შენიკოვი; ვერნბლუმი, მილანოვი, ტოშიჩი, ძაგოევი; მუსა, დუმბია

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო, ტრეში, დანტე, ნალდო, შაფერი; არნოლდი, გუილავოჯი; ვიეირინია, კალიჯური, კრუსე; დოსტი

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

“მანჩესტერ იუნაიტედი” - პსვ

“იუნაიტედს” რევანში მართებს. პირველ ტურში ლუის ვან გაალი თავის ყოფილ შეგირდ ფილიპ კოკუსთან დამარცხდა და ახლა მხოლოდ სამ ქულაზე ფიქრობს. თანაც, “წითელ ეშმაკებს” ჯგუფიდან გასვლის საკითხი ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ. ამასობაში თავიდან ჯგუფის აუტსაიდერად შერაცხულ პსვ-საც მოსძალებია. “ეინდჰოვენს” 6 ქულა აქვს და თავისუფლად შეიძლება პლეი-ოფში ვიხილოთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-2-3-1): დე ხეა; დარმიანი, ბლინდი, სმოლინგი, როხო; შვაინშტაიგერი, შნეიდერლინი; დეპაი, ლინგარდი, მატა; რუნი

პსვ (4-3-3): ზოეტი; არიასი, მორენო, ბრუმა, ბრენეტი; პროპერი, ჰენდრიქსი, გუარდადო; ნარსინგი, დე იონგი, ლოკადია

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

C ჯგუფი

“ასტანა” – “ბენფიკა”

“ბენფიკა” მერვედფინალში გასვლას ყაზახეთში ეცდება. ლისაბონელებს ამისათვის გამარჯვება სჭირდებათ, ანაც ფრე. ქულა “არწივებს” იმ შემთხვევაში ეყოფათ თუ “გალათასარაი” ვერ მოიგებს. ისე კი, პორტუგალიური გრანდი ცუდ ფორმაშია – ბოლო ექვს მატჩში “ბენფიკამ” სამი წააგო.

“ასტანა” კი ჩემპიონთა ლიგაში საკუთარ მოედანზე ჯერაც დაუმარცხებელია. ყაზახებმა აქამდე “გალათასარაისა” და “ატლეტიკოს” ქულები დააკარგვინეს. სამი დღის წინ კი სტანიმირ სტოილოვის გუნდმა ქვეყნის თასის ფინალში წააგო და ტიტულის მოგების შანსი დაკარგა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ასტანა” (4-5-1): ერიკი; ანიჩიჩი, ილიჩი, პოსტნიკოვი, შომკო; ცვუმასი, მაქსიმოვიჩი, ჟუკოვი, ცანაში, ჯეტევოამა; კაბანანგა

“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; სილვიო, ჟარდელი, ლისანდრო ლოპესი, ელიზეუ; ანდრე ალმეიდა, სამარისი, გუედეში, გონსალესი; ხიმენესი, ხონასი

მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)

“ატლეტიკო” – “გალათასარაი”

მადრიდის “ატლეტიკო” მერვედფინალის საგზურის გაფორმებას გეგმავს. ამისათვის “როხიბლანკომ” სტამბულელებს უნდა აჯობონ. დიეგო სიმეონეს გუნდი შესანიშნავ ხასიათზეა, რადგან გასულ უიქ-ენდზე ლა ლიგის მეორე საფეხურზე წამოსკუპდა. “გალათასარაის” კი იგივე მიზანი აქვს, რაც მეტოქეს, მაგრამ გაცილებით რთულ სიტუაციაშია. “ლომებს” წაგება ძვირად დაუჯდებათ და ევროპა ლიგაზე მოუწევთ გადართვა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; კოკე, ტიაგო, გაბი, ოლივერ ტორესი; გრიზმანი, ვიეტო

“გალათასარაი” (4-2-3-1): მუსლერა; ადინი, ჩედჯუ, კალტა, დენაიერი; ბილალ კისა, ოზტეკინი; როდრიგესი, სნეიდერი, პოდოლსკი; უნუტ ბულუტი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

D ჯგუფი

“გლადბახი” – “სევილია”

“სევილიას” ჯგუფიდან გასვლა თუ უნდა დღეს აუცილებლად უნდა მოიგოს, მაგრამ ესეც იმ შემთხვევაში ეყოფა, “იუვენტუსი” თუ ვერ მოიგებს. თავის მხრივ “გლადბახი” მესამე ადგილზე გასვლას უმიზნებს და ამიტომაც მოგებას გეგმავს. ასე თუ მოხდა, ანდრე შუბერტის ბიჭები ევროპა ლიგაზე გადაერთვებიან. საერთოდ, “ბორუსია” ჩინებულ ფორმაშია და უკვე მიჯრით 9 თამაშია არ წაუგია. არადა, სეზონის სტარტი მეტად უნიათო ჰქონდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; კორბი, იანტშკე, კრისტიანსენი, ვენდტი; ქსაკა, დაჰუდი, ტრაორე, ჯონსონი; სტინდლი, რაფაელი

“სევილია” (4-2-3-1): რიკო; კოკე, რამი, კოლოჯეჩიაკი, ტრემოლინასი; იბორა, კრიხოვიაკი; კონოპლიანკა, ბანეგა, ვიტოლო; გამეირო

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

“იუვენტუსი” – “მანჩესტერ სიტი”

“მანჩესტერ სიტი” უკვე პლეი-ოფშია, თუმცა მანუელ პელეგრინის შეგირდებს პირველი ადგილით გასვლა უნდათ და ამიტომაც ტურინში არ უნდა წააგონ. “იუვე” კი მერვედფინალთან ერთ ნაბიჯშია, მაგრამ მასიმილიანო ალეგრისაც ჯგუფის მოგება სურს. ასე რომ “იუვენტუს სთედიუმზე” მნიშვნელოვანი თამაშია. ბოლო დროს “იუვე” ფერზე მოვიდა და ნელ-ნელა სერია ა-ში მაღლა იწევს. ბოლო ტურში კი “მილანს” აჯობა. სამაგიეროდ, ცუდად ითამაშა პრემიერლიგაში “სიტიმ”, რომელიც საკუთარ მოედანზე “ლივერპულთან” განადგურდა. პირველი წრის მატჩი “ბებერმა ქალბატონმა” მოიგო – 2:1.

სავარაუდო შემადგენლობები:

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, ალექს სანდრო; სტურარო, მარკიზიო, პოგბა; კუადრადო, მორატა, დიბალა

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; ზაბალეტა, დემიკელისი, ოტამენდი, კოლაროვი; ტურე, ფერნანდო; ნავასი, დე ბრუინე, სტერლინგი; აგუერო

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.232759