ფეხბურთი

3:04 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაუნდობელი "ბარსელონა" და უდანაკარგო "ზენიტი" (+VIDEO)

კატალონიის “ბარსელონამ” და მიუნხენის “ბაიერნმა” როგორც მოსალოდნელი იყო თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილები ნაადრევად გაიფორმეს. “ბლაუგრანამ” “რომას” საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა, ხოლო “ბაიერნმა” ბერძნული “ოლიმპიაკოსი” თან გაანადადგურა და თან დაინდო... დიდი ანგარიშით იმარჯვა “ჩელსიმ”, ხოლო ბელგიის ჩემპიონი “გენტი” ზღაპარშია და ახლა პლეი-ოფთან ძალზე ახლოსაა.

E ჯგუფი

კატალონიის “ბარსელონა” რომ გასაოცარ ფორმაშია და “ელ კლასიკოში” მიღწეული შედეგი მოჩვენებით არ იყო, “რომასთან” თამაშმაც დაადასტურა. ლუის ენრიკეს ამჟამინდელმა გუნდმა ყოფილს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და ძალზე ადვილად დაჩაგრა. ესპანელებს მოედანზე ყველაფერი გამოსდიოდათ, თანაც მარტივად და ლაღად, ჩვეულ სტილში. და მაინც, განადგურების მიუხედავად “რომა” ციდ ხასიათზე არ უნდა იყოს: ბოლო ტურში “ჯალოროსი” შინ “ბატეს” მიიღებს და თუ მოიგებს პლეი-ოფშიც ითამაშებს. მოკლედ, ყველაფერი იტალიელთა ხელთაა და მერვედფინალზე პრეტენზია თუ აქვთ ბელორუსის ჩემპიონს საკუთარ მოედანზე უდავოდ უნდა აჯობონ. ერთიც: “რომას” ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ანგარიშებით წაგება ტრადიციად ექცა...

ლევერკუზენის “ბაიერი” ბორისოვის “ბატესთან” მატჩში დასაწყისშივე ჩამორჩა და ვინ იცის, ეს გოლი ჯგუფში ჩარჩენად დაუჯდეს. გორდეიჩუკმა გერმანელი მცველების უყურადღებო თამაშით ისარგებლა. მართალია ამის მერე “ფარმაცევტები” დიდ უპირატესობას დაუეფლნენ, მაგრამ მხოლოდ შვეიცარიელი მეჰმედის ზუსტ თავურს გამორჩნენ – 1:1. ამ შედეგით კი ორივე გუნდი უკმაყოფილო დარჩა, რადგან ბოლო ტურში ყველაფერი იტალიური “რომას” ხელშია... თუმცა, “ბატე” რომიდან ქულის წამოღების შემთხვევაში დიდი ალბათობით მერვედფინალში გავა...

“ბატე” – “ლევერკუზენი” 1:1 (1:0) (მიმოხილვა)

ბორისოვი, “ბორისოვ არენა”

მაყურებელი: 12 601

“ბატე” (4-3-3): ჩერნიკი; პოლიაკოვი, ჟავნერჩიკი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი; იაბლონსკი, ა. ვოლოდკო (ნიკოლიჩი 78), რიოსი (მ. ვოლოდკო 46); გლები (კარნიცკი 73), მოზოლევსკი, გორდეიჩუკი

მწვრთელი: ალექსანდრ იერმაკოვიჩი

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; დონატი, რამალიო, ტაჰი, ვენდელი; კრამერი, კამპლი; ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (ბრანდტი 78), მეჰმედი (იურჩენკო 89); ჩიჩარიტო

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

გოლები: 1:0 გორდეიჩუკი (2), 1:1 მეჰმედი (68)

გაფრთხილება: გორდეიჩუკი (9), გლები (32), პოლიაკოვი (63), მ. ვოლოდკო (84) – კამპლი (34), ვენდელი (79), დონატი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 21 (7) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 0:7 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

“ბარსელონა” – “რომა” 6:1 (3:0) (მიმოხილვა)

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

მაყურებელი: 71 433

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; ალვეში, პიკე (ბარტრა 56), ვერმაელენი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი (სამპერი 46), სერხი რობერტო (ადრიანო 64); მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“რომა” (4-3-3): შჩესნი; მაიკონი, რუდიგერი, მანოლასი, დინიე; ნაინგოლანი (იტურბე 46), კეიტა, პიანიჩი (უჩანი 75); ფლორენცი (ვონკერი 58), ჯეკო, იაგო ფალკე

მწვრთნელი: რუდი გარსია

გოლები: 1:0 სუარესი (15), 2:0 მესი (18), 3:0 სუარესი (44), 4:0 პიკე (56), 5:0 მესი (60), 6:0 ადრიანო (77), 6:1 ჯეკო (90)

გაფრთხილება: პიკე (41), ალვეში (57), მესი (64) – ვონკერი (62)

გამოუყენებელი პენალტი: ნეიმარი (77) – ჯეკო (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (12) – 8 (4) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 9:2

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

F ჯგუფი

“ბაიერნმა” პირეოსის “ოლიმპიაკოსს” პირველ 20 წუთში სამი გოლი გაუტანა და მერე ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. ყოველშემთხევაში პეპ გვარდიოლას გუნდმა საბერძნეთის ჩემპიონი რომ დაინდო, ორი აზრი არაა. “რეკორდმაისტერი” პლეი-ოფში აქამდეც იყო, მაგრამ ახლა, როგორც ჯგუფის გამარჯვებულმა ისე გაიფორმა მერვედფინალის საგზური. “ოლიმპიაკოსი” კი ისევ მეორე ადგილზეა და თუ ბოლო ტურში ათენში ორბურთიანი სხვაობით არ წააგო, ჯგუფიდან გავა.

ლონდონის “არსენალს” გვიან გაახსენდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასასვლელად კარგად თამაშია საჭირო. არსენ ვენგერის შეგირდებმა ზაგრების “დინამოს” ცალი ფეხით კი მოუგეს (იოზილის ერთი და სანჩესის ორი გოლის წყალობით), მაგრამ რთული მისიის წინაშე არიან: დასკვნით ტურში “მეთოფეებს” “ოლიმპიაკოსთან” გამარჯვება სჭირდებათ, თანაც ორი ბურთის სხვაობით და ეს რომ ადვილი არ იქნება ვენგერსაც კარგად მოეხსენება. ისე კი, “არსენალმა” მესამე ადგილი და შესაბამისად, ევროპა ლიგის საგზური უკვე გაიფორმა...

“არსენალი” – “დინამო” (ზაგრები) 3:0 (2:0) (მიმოხილვა)

ლონდონი, “ემირეითს სთედიუმი”

მაყურებელი: 60 000

“არსენალი” (4-2-3-1): ჩეხი; ბელერინი (დებუში 82), კოშელნი, მერტესაკერი, მონრეალი; ფლამინი, კასორლა (ჩემბერსი 82); კემპბელი, იოზილი, სანჩესი; ჟირუ (რემსი 68)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“დინამო” (4-5-1): ედუარდო; პინტო, სიგალი, მატელი, ტარაველი; ანტოლიჩი (ენრიკეზი 71), მაჩადო (კორიცი 84), ფერნანდესი (სუდანი 57), სანტოსი, პიაცა; როგი

მწვრთნელი: ზორან მამიჩი

გოლები: 1:0 იოზილი (29), 2:0 სანჩესი (33), 3:0 სანჩესი (69)

გაფრთხილება: მონრეალი (65)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 9 (1) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 9:7 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

“ბაიერნი” – “ოლიმპიაკოსი” 4:0 (3:0) (მიმოხილვა)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 70 000

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი; ვიდალი; რობენი (კიმიჩი 33), მიულერი, დუგლას კოშტა (მარტინესი 72), კომანი; ლევანდოვსკი (ბენატია 56)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“ოლიმპიაკოსი” (4-3-3): რობერტო; ელაბდელაუი (სალინო 78), და კოსტა, სიოვასი, მუსუაკუ; მილიოევიჩი, კასამი (ფორტუნისი 67), კამბიასო; პარდო (ერნანი 67), იდიე, სება

მწვრთნელი: მარკო სილვა

გოლები: 1:0 დუგლას კოშტა (8), 2:0 ლევანდოვსკი (16), 3:0 მიულერი (20), 4:0 კომანი (69)

გაფრთხილება: ბოატენგი (42) – მილოიევიჩი (63)

გაძევება: ბადშტუბერი (53)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (8) – 8 (0) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

G ჯგუფი

ჟოზე მოურინიომ თამაშამდე თქვა, ისრაელში მოგებით ჩვენი აღმასვლა უნდა დაიწყოსო და ჯერ ნაადრევია გამართლდება თუ არა პორტუგალიელის სიტყვები, მაგრამ ფაქტია, რომ “ჩელსიმ” “მაკაბის” ადვილად და მაღალი სათამაშო ხარისხით მოუგო. და მაინც, “ჩელსის” ჯგუფიდან გასვლის საკითხი ბოლო ტურში გადაწყდება, როცა შინ “პორტუს” მიიღებს. “არისტოკრატებს” ხელს მხოლოდ სამი ქულა აძლევს.

საერთოდ, ამ ჯგუფში ძალზე ჩახლართული ვითარეება, რაც “დინამოს” პორტუგალიაში მოგებითაა განპირობებული. იარმოლენკოსა და დერლის გონსალესის თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით უკრაინელებმა “პორტუს” აჯობეს და 8 ქულა დააგროვეს. ახლა სერგეი რებროვის საკმაოდ კარგი გუნდი “მაკაბის” უმაპსინძLებს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა. “პორტუმ” კი ამასობაში მიმდინარე სეზონში პირველად წააგო, რომელიც შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს – იულიენ ლოპეტეგის გუნდი ლონდონში არ უნდა დამარცხდეს, თორემ ჯგუფში ჩარჩება.

“პორტუ” – “დინამო” (კიევი) 0:2 (0:1) (მიმოხილვა)

პორტუ, “დრაგაუ”

მაყურებელი: 40 000

“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა (ანდრე ანდრე 46), მარტინს ინდი, მარკანო, ლაუინი; დანილო, რუბენ ნევეში, იმბულა (კორონა 68); ბრაჰიმი (ოსვალდო 67), აბუბაკარი, ტელო

მწვრთნელი: იულიენ ლოპეტეგი

“დინამო” (4-2-3-1): შოვკოვსკი; დანილო, დრაგოვიჩი, ხაჩერიდი, ანტუნეში; სიდორჩუკი (ბუიალსკი 84), გარმაში; იარმოლენკო, რიბლაკა, გონსალესი (ბელანდა 78); მორაეში (ტეოდოშჩიკი 86)

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

გოლები: 0:1 იარმოლენკო (36, პენ), 0:2 გონსალესი (64)

გაფრთხილება: იმბულა (35) – დანილო (37), გარმაში (39), სიდორჩუკი (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 17 (6) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: კარლოს ველასკო

“მაკაბი” – “ჩელსი” 0:4 (0:1) (მიმოხილვა)

თელ ავივი, “სამი ოფერ სთედიუმი”

მაყურებელი: 28 000

“მაკაბი” (4-3-3): რაიკოვიჩი; დასა, ბენ ჰარუში, ბენ ჰაიმი, გარსია; ალბერმანი (აზულაი 85), აიგებორი, პერეტცი; ბენ ჰაიმი (ბენ ბასატი 80), ზაჰავი (ბარაკი 89), რიკანი

მწვრთნელი: სლავისა იოკანოვიჩი

“ჩელსი” (4-2-3-1): ბეგოვიჩი; ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი (ზუმა 72), ბაბა; ფაბრეგასი, მატიჩი; ვილიანი (რემი 79), ოსკარი, აზარი (პედრო 69); დიეგო კოშტა

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 კეჰილი (20), 0:2 ვილიანი (73), 0:3 ოსკარი (77), 0:4 ზუმა (90)

გაფრთხილება: მატიჩი (59), ფაბრეგასი (85)

გაძევება: ბენ ჰაიმი (41)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 21 (9) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 4:5

მსაჯი: ალბერტო უნდიანო (ესპანეთი)

H ჯგუფი

“ზენიტი” ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთი გუნდია, რომელიც უდანაკარგოდ თამაშობს. ანდრე ვილაშ-ბოაშის შეგირდებმა აქამდე 5 მატჩი ითამაშეს და ყველა დამაჯერებლად მოიგეს. ამჯერად რუსეთის ჩემპიონმა უსახურად მოთამაშე “ვალენსია” დაამრცხა, თანაც კითხვის ნიშნების გარეშე. “ღამურებმა” კი ამასობაში საქმე გაირთულეს და მესამე ადგილზე დაქვეითდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ტურში ყველაფერი ბელგიური “გენტის” ხელში იქნება და არა “ვალენსიას”...

“გენტმა” კი ფრანგული “ლიონი” გასვლაზე დაამარცხა. მეორე წუთზე “ოლიმპიკი” დაწინაურდა და მერე უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ “გენტმა” ქამბექი გაახერხა. გათანაბრება მილიჩევიჩმა პირველივე ტაიმში შეძლო საჯარიმო დარტმყით და ვინძლო, იქნებ ფრანგ ქომაგებს ჟუნინიოც გაახსენა. გამარჯვების გოლი კი კულიბალიმ მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გაიტანა და “გენტი” მეორე ადგილზე გადაიყვანა. ბოლო ტურში ბელგიელები უმოტივაციო “ზენიტს” ხვდება.

“ზენიტი” – “ვალენსია” 2:0 (1:0) (მიმოხილვა)

სანქტ-პეტერბურგი, “პეტროვსკი”

მაყურებელი: 20 000

“ზენიტი” (3-5-2): ლოდიგინი; ლომბერტსი, გარაი, ნეტო (ევსეევი 86); სმოლნიკოვი (იუსუპოვი 65), ვიტსელი, შატოვი (რიაზანცევი 84), დანი, კრიშიტო; ჰალკი, ძიუბა

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

“ვალენსია” (4-3-3): ხაუმე; კანსელო (დე პაული 79), ვეზუ, აბდენური, გაია; პარეხო, პერესი (დანილო 73), ადნრე გომესი; ფეგული, ალკასერი, რაფა მირი (სანტი მინა 56)

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო

გოლები: 1:0 შატოვი (15), 2:0 ძიუბა (74)

გაფრთხილება: კრიშიტო (17), იუსუპოვი (71), ვიტსელი (78) – რაფა მირი (45)

გაძევება: ვეზუ (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 9 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 7:4

მსაჯი: სვენ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

“ლიონი” – “გენტი” 1:2 (1:1) (მიმოხილვა)

ლიონი, “ჟერლანი”

მაყურებელი: 35 000

“ლიონი” (4-3-3): ლოპესი; რაფაელი, ბიშევაცი, იანგა-მბივა, ბედიმო; ფერი (კორნე 85), ტოლისო, მალბრანკი (დარდე 64); გეძალი (ბიავუ 74), ლაკაზეტი, ვალბუენა

მწვრთნელი: ჰუბერ ფურნიე

“გენტი” (3-4-2-1): სელსი; ასარე, მიტროვიჩი, ნილსენი; ნეტო, კუმსი, საიეფი (რამანი 67), დეიაგარე (რაფინია 82); ფოკეტი, მილიჩევიჩი; დეპოიტრე (კულიბალი 90)

მწვრთნელი: ჰეინ ვანჰეიზბრუკი

გოლები: 1:0 ფერი (7), 1:1 მილიჩევიჩი (32), 1:2 კულიბალი (90)

გაფრთხილება: ბედიმო (38), ფერი (48) - ნილსენი (16), ნეტო (25), ფოკეტი (58), კუმსი (75), ასარე (87), რამანი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (7) – 10 (5) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.211155