ფეხბურთი

0:11 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში

სამკვირიანი პაუზის შემდგომ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. ამჯერად მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება, რომლებიც პასუხს ბევრ კითხვაზე გასცემენ. მთავარი შეხვედრა კი ბარსელონაშია: “ბარსელონა” – “რომა”. თუმცა, სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე სხვა თამაშებიც საკმაო ინტერესს იწვევს.

E ჯგუფი

“ბატე” – “ლევერკუზენი”

ბელორუსიის ჩემპიონ “ბატეს” თავკაც ალექსანდ იერმაკოვიჩის აზრით, მისმა გუნდმა გერმანიაში კარგად ითამაშა. და მაინც, პირველ ტურში მოგეხსენებათ, “ბაიერმა” 4:1 იმარჯვა. სხვათა შორის, “ბატე” და “ლევერკუზენი” თავის თავზე დამოკიდებულნი არ არიან: თუ ჯგუფის მეორე მატჩში “რომა” მოიგებს, ხოლო აღნიშნული თამაში ფრედ დასრულდება, ბელორუსებიც და გერმანელებიც პლეი-ოფს მიღმა დარჩებიან. ისე კი, ბორისოველებს ჯგუფიდან გასვლის პრეტენზია თავიდანვე არ ჰქონდათ, რასაც როჯერ შმიდტის გუნდზე ვერ ვიტყვით. ასე რომ “ბაიერს” მოსაგები აქვს და თანაც აუცილებლად.

შესანიშნავ ფორმაშია “ფარმაცევტთა” მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანდესი, რომელიც ზედიზედ 7 შეხვედრაა მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბატე” (4-2-3-1): ჩერნიკი; ჟავნერჩიკი, პოლიაკოვი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი; იაბლონსკი, ა. ვოლოდკო; გორდეიჩუკი, გლები, მ. ვოლოდკო; მოზოლევსკი

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; დონატი, რამალიო, ტაჰი, ვენდელი; კრამერი, კამპლი; ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, მეჰმედი; ჩიჩარიტო

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

“ბარსელონა” – “რომა”

დღის ცენტრალური შეხვედრა “კამპ ნოუზეა”. “ბარსელონა” გადასარევ ფორმაშია და “რომასთან” თამაშს ბრწყინვალე ხასიათზე ხვდება. სამი დღის წინ “ბლაუგრანამ” “ელ კლასიკოში” 4:0 მოიგო. თანაც, როგორც ესპანელი ჟურნალისტები წერენ, დღეს სასტარტო შემადგენლობაში იქნება ლიონელ მესი, რომელიც ძირითადში 2 თვის შემდგომ გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ კატალონელებს ჯგუფიდან გასასვლელად თანაც, პირველი ადგილით, ფრეც ყოფნით, მაგრამ “ბარსა”, რომ საკუთარ მოედანზე ქულისთვის მოთამაშე გუნდი არაა, ყველამ იცის. თავისი მიზნები “რომასაც” ამოძრავებს. “ჯალოროსი” პლეი-ოფის საგზურს ნაადრევად ირგუნებს თუ თვითონ მოიგებს, ხოლო პარალელურ შეხვედრაში “ლევერკუზენი” “ბატეს” ვერ აჯობებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; ალვეში, პიკე, ვერმაელენი, ალბა; ბუსკეტსი, სერხი რობერტო, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი

“რომა” (4-1-4-1): შჩესნი; მაიკონი, რუდიჯერი, მანოლასი, დინიე; დე როსი; ფლორენცი, ნაინგოლანი, პიანიჩი, იაგო ფალკე; ჯეკო

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

F ჯგუფი

“არსენალი” – “დინამო” (ზაგრები)

ლონდონის “არსენალის” ბოლო იმედი – ასე შეგვიძლია დავასათაუროთ ეს შეხვედრა. არსენ ვენგერის ბიჭები პირეოსის “ოლიმპიაკოსს” მთელი 6 ქულით ჩამორჩებიან და დღეს უცილობლივ მოგება უნდათ. მეტიც, “მეთოფეებს” შესაძლოა, მესამე ადგილიც სანატრელი გაუხდეთ, ვერ მოგების შემთხვევაში. ჯგუფიდან გასვლის იმედი “დინამოსაც” აქვს. სხვა თუ არაფერი, დღეის მდგომარეობით მესამე ადგილზე თვით არიან, ხოლო “არსენალი” მეოთხეზე.

ვენგერს თავისი გუნდის ჯერ კიდევ ეიმედება და ამბობს, რომ მისი გუნდი აუტსაიდერის რანგში უკეთ ათამაშდება და მერვედფინალის საგზურსაც მოიპოვებს... ჩვენ დაველოდოთ...

სავარაუდო შემადგენლობები:

“არსენალი” (4-2-3-1): ჩეხი; ბელერინი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი; ფლამინი, კასორლა; სანჩესი, იოზილი, გიბსი; ჟირუ

“დინამო” (4-3-2-1): ედუარდო; პინტო, სიგალი, ტარაველი, მუსა; მაჩადო, ანტოლიჩი, როგი; სუდანი, ფერნანდესი; პიაცა

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

“ბაიერნი” – “ოლიმპიაკოსი”

მიუნხენში კი ჯგუფის ლიდერთა მატჩია. დიახ, “ოლიმპიაკოსი” პლეი-ოფთან ერთ ნაბიჯზეა და დღეს თუ ქულას მაინც მოიპოვებს აღნიშნულ საგზურს ოფიციალურად გაიფორმებს. თავის მხრივ, “ბაიერნი” არწაგების შემთხვევაში ინაღდებს შემდეგ ეტაპზე თამაშს და წესით ჩინებულ ფორმაში მყოფ პეპ გვარდიოლას გუნდს ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს.

ბერძნები კი მიზნის მიღწევას თუ შეძლებენ ეს მათთვის ბოლო სამ სეზონში მეორე მერვედფინალი იქნება, რაც პირეოსელთათვის უდავოდ დიდი წარმატება იქნება... მარკო სილვას გუნდს შანსი წაგების შემთხვევაშიც რჩება და თან საკმაოდ მყარიც – ბოლო ტურში “კარაისკაკისზე” “არსენალი” ჩავა და ყველაფერი იქ გადაწყდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ბოატენგი, ალაბა; ვიდალი, ჩაბი ალონსო; რობენი, მიულერი, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი

“ოლიმპიაკოსი” (4-3-2-1): რობერტო; ელაბდელაუი, და კოსტა, სიოვასი, მასუაკუ; კამბიასო, მილივოევიჩი, კასამი; სება, ფორტუნისი; იდიე-ბრაუნი

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

G ჯგუფი

“პორტუ” – “დინამო” (კიევი)

“პორტუს” ჯგუფიდან გასასვლელად ერთი ქულაც ჰყოფნის და წესით მიზნის მიღწევა არ უნდა გაუძნელდეს. “დრაკონები” ჩინებულ სეზონს ატარებენ და აქამდე ჩატარებული 15 შეხვედრიდან ჯერ არ დამარცხებულან. “დინამოსთვის” კი ჩემპიონთა ლიგა ბოლო დროს დაუძლეველ ტურნირად იქცა. ბოლო 35 მატჩში კიეველებს ოდენ 5 თამაში აქვთ მოგებული, რაც ძალზე დაბალი მაჩვენებელია.

იულიენ ლოპეტეგის თქმით, “პორტუს” ჯერ არაფრისთვის მიუღწევია და დასამტკიცებელი ჯერ კიდევ აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, მარკანო, მარტინს ინდი, ლაუინი; დანილო, რუბენ ნევეში, იმბულა; ანდრე ანდრე, აბუბაკარი, ბრაჰიმი

“დინამო” (4-5-1): შოვკოვსკი; დანილო სილვა, დრაგოვიჩი, ხაჩერიდი, ანტუნეში; რიბალკა, სიდორჩუკი, გარმაში, გონსალესი, იარმოლენკო; კრავეცი

მსაჯი: კარლოსე ველასკო (ესპანეთი)

“მაკაბი” – “ჩელსი”

“მაკაბის” მთავარ მწვრთნელ სლავისა იოკანოვიჩს სჯერა, რომ აღნიშნული მატჩი კარგი შანსია მისი გუნდისთვის პირველი ქულების მოსაპოვებლად. ებრაელთა ლიდერი ერინ ზაჰავი თელ-ავიველთა რიგებში მეასე შეხვედრას ჩაატარებს და გოლის გატანას საიუბილეო თამაშში ეცდება.

“ჩელსი” კი ჯგუფიდან გავა თუ თვითონ მოიგებს, ხოლო პარალელურ მატჩში “დინამო” ქულებს დაკარგავს. არადა, ჟოზე მოურინიოს გუნდს უკანასკნელი 11 თამაშიდან მხოლოდ სამი მოუგია და კარგ ფორმაში არაა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, ამ შეხვედრით უნდა დაიწყოს “ჩელსის” აღმავალ გზაზე სიარული.

სავარაუდო შემადგენლობები”

“მაკაბი” (4-3-3): რაიკოვიჩი; შპუნგინი, გარსია, ბენ ჰაიმი, რიკანი; ალბერმანი, აიეგბორი, პერეტცი; ბენ ჰაიმი, ვერმუთი, ზაჰავი

“ჩელსი” (4-2-3-1): ბეგოვიჩი; ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა; მატიჩი, ფაბრეგასი; პედრო, აზარი, ვილიანი; კოშტა

მსაჯი: ალბერტო უნდიანო (ესპანეთი)

H ჯგუფი

“ზენიტი” – “ვალენსია”

“ზენიტი” უკვე პლეი-ოფშია და საერთოდაც მიმდინარე ლიგაზე ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯერაც უდანაკარგოდ ასპარეზობს. რუსეთის საუკეთესო გუნდი წარმატებული სერიის გაგრძელებას “ვალენსიასთანაც” ეცდება. “ღამურები” კი კარგი სეზონით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. ნუნუ ესპირიტოს შეგირდები ვერც აქ ბრწყინავენ და ვერც შიდა ჩემპიონატში.

“ზენიტი” ფრის შემთხვევაშიც კი პირველ ადგილს გაინაღდებს, ხოლო “ვალენსია” იმ შემთხვევაში გაინაღდებს მერვედფინალის საგზურს თუ თავად მოიგებს და “გენტი” ქულებს დაკარგავს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ზენიტი” (4-4-2): ლოდიგინი; სმოლნიკოვი, გარაი, ლომბერტსი, კრიშიტო; იუსუპოვი, ვიტსელი, შატოვი, დანი; ჰალკი, ძიუბა

“ვალენსია” (4-3-3): ხაუმე; კანსელო, ვეზუ, აბდენური, გაია; პერესი, ანდრე გომესი, პარეხო; სანტი მინა, ალკასერი, ფეგული

მსაჯი: სვენ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

“ლიონი” – “გენტი”

დიდი შანსია იმისა, რომ “ლიონი” “სტად ჟერლანზე” წლეულს ბოლოჯერ ატარებდეს საევროტურნირო თამაშს. “ლომებს” ჯგუფიდან გასვლის იმედი მხოლო იმ შემთხვევაში ექნებათ თუ მოგებენ, ხოლო “ზენიტი” “ვალენსიას” მოუგებს. ისე კი, “ოლიმპიკი” ჩემპიონთა ლიგას აშკარად მოუმზადებელი შეხვდა და ძველი “ლიონისგან” მხოლოდ სახელიღაა დარჩენილი.

ბელგიელებს კი ბევრისთვის მოულოდნელად მერვედფინალში გაღწევა შეუძლიათ. მეტიც “გენტი” მოგების ან ფრის შემთხვევაში მესამე ადგილს ინაღდებს, რაც ამ გუნდისთვი უკვე დიდი წარმატება იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ლიონი” (4-4-2): ლოპესი; რაფაელი, გონალონსი, იანგა-მბივა, მორელი; ფერი, ტოლისო, დარდე, ვალბუენა; ბიავუ, ლაკაზეტი

“გენტი” (3-2-4-1): სელსი; ასარე, მიტროვიჩი, ნილსენი; ნეტო, კუმსი; საიეფი, დეიაგერე, მილიჩევიჩი, ფოკეტი; დეპოიტრე

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113453