სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

1:39 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"აკადემია" საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონი საკალათბურთო აკადემიის გუნდი გახდა. ალეკო ჯაფარიძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგეს „ჰიუნდაის“ და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

გადამწყვეტი შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. გამარჯვებულის ვინაობა ძირითად 40-წუთეულში ვერ გაირკვა და გამარჯვებულის გამოსავლენად 3 დამატებითი 5-წუთეულის დანიშვნა გახდა საჭირო. ძირითადი დრო 82:82 დასრულდა, ხოლო მომდევნო ოვერტაიმები ამ თანმიმდევრობით დასრულდა – 7:7 და 11:11. მესამე დამატებითი 5-წუთეული „აკადემიამ“ 14:12 მოიგო და საერთო ანგარიშით 114:112 გაიმარჯვა.

მატჩი 2-2 კალათბურთელის დუელი გამოდგა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის ყველა წევრი ბოლომდე იბრძოდა და გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდა. „ჰიუნდაის“ ბიძინა ფეიქრიშვილი ლიდერობდა, რომელმაც შეხვედრა 47 ქულით დაასრულა. მას მხარს დაჩი ქავთარაძე უბამდა, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა.

„აკადემიაში“ 39 ქულით რატი ანდრონიკაშვილი იყო მოუხელთებელი, რომელმაც მატჩის დასკვნით ეპიზოდში თამაში საკუთარ თავზე აიღო და მისი ქულებით აკადემიელები გამარჯვების შანსს ინარჩუნებდნენ, რომელიც რეალობად მიხეილ ზურაბაშვილმა აქცია. ამ უკანასკნელმა 41 ქულა მიითვალა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მეორე ადგილზე გასული ჰიუნდაელები, ასევე ჩემპიონი აკადემიელები მედლებითა და შესაბამისი სიგელებით ვეტერანმა კალათბურთელებმა - გივი ბიჭიაშვილმა და ანტონ კაზანჯიანმა დააჯილდოვეს. „აკადემიის“ კაპიტან მიხეილ ზურაბაშვილს საჩემპიონო თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა გადასცა.

14-წლამდელთა ჩემპიონატი. ფინალური სერია. 18 ნოემბერი

ჰიუნდაი 112:114 აკადემია

სრული სტატისტიკა: 112:114

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.133119