ესპანეთში იმყოფება საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, რომელიც ხვალ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს გამართავს ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან.
ალექსანდრე ჩივაძემ ესპანეთთან და შვედეთთან (17 ნოემბერს) სათამაშოდ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ბაჩო მიქავა, ლაზარე კუპატაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი)
მცველები: ლევან გეგეჭკორი („შუქურა“, ქობულეთი), ლაშა დვალი („დუისბურგი“, გერმანია), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), დავით უბილავა („ლოკომოტივი“, თბილისი), დაჩი ცნობილაძე („სამტრედია“), გაგი მარგველაშვილი („საბურთალო“), გიორგი ცერცვაძე („ცხინვალი“)
ნახევარმცველები: ლაშა ქოჩლაძე, აკაკი შულაია (ორივე „ცხინვალი“), საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („ვერდერი“ ბრემენი, გერმანია), ავთო ენდელაძე („სამტრედია“)
თავდამსხმელები: ილია კერძევაძე („შუქურა“, ქობულეთი), ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“), გიორგი ფანცულაია („საბურთალო“), რომან ჭანტურია („ემპოლი“, იტალია)
სფფ-ის პრესსამსახური