ფეხბურთი

12:35 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეზობლების ჯახი “ბრიტანია სთედიუმზე”

ინგლისის ჩემპიონატის მე-12 ტურის პირველ სათამაშო დღეს შვიდი შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს “ბრიტანია სთედიუმზე” გასამართი შეხვედრა იწვევს, სადაც “სტოკ სიტი” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლებს.

21:30 სტოკი - ჩელსი

კლუბები სატურნირო ცხრილში ერთმანეთისგან მეზობლად იმყოფებიან. “სტოკი” 13 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო “ჩელსი” 11 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.

მასპინძლები მიმდინარე სეზონის დაწყების წინ საკმაოდ გაძლიერდნენ და რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშე დაიმატეს, თუმცა ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ ჩანს. “დურგლებს” ორი მატჩია არ მოუგიათ. მათ გასულ ტურში გასვლაზე ფრედ (0:0) ითამაშეს “ნიუკასლთან”. დღევანდელ მატჩში “სტოკს” მუნიესა და გივენი ვერ დაეხმარებიან, რომელნიც ტრავმირებულნი არიან.

“ჩელსის” კრიზისზე არაერთხელ დაიწერა და ამ თემას ვრცლად აღარ შევეხებით. “არისტოკრატების” მდგომარეობას კიდევ უფრო ჟოზე მოურინიოს დისკვალიფიკაცია ამძიმებს, რომელიც დღევანდელ მატჩში სათადარიგოთა სკამზე არ იჯდება. ლონდონელებმა ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მძიმე მატჩი გამართეს და შესაძლოა, ამანაც იმოქმედოს მატჩის მიმდინარეობაზე. სტუმრებს კურტუა, ივანოვიჩი და ფალკაო ჰყავთ დაშავებულნი.

სავარაუდო შემადგენლობები

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, კამერონი, ვოლშაიდი, გ.ჯონსონი, პიტერსი, ველანი, ადამი, კრკიჩი, არნაუტოვიჩი, შაქირი, დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ზუმა, ტერი, კეჰილი, აზპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, აზარი, ოსკარი, ვილიანი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

მსაჯი: ენტონი ტეილორი

19:00 მანჩესტერ იუნაიტედი – ვესტ ბრომვიჩი

“იუნაიტედს” სამშაბათს ცსკასთან მოგება ძალიან გაუჭირდა და “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილი პუბლიკა საყვარელი გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო. არაერთი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი და ექსპერტი ამბობს, რომ ლუის ვან გაალის გუნდი ძალიან ერთფეროვან ფეხბურთს თამაშობს და არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე “წითელი ეშმაკები” გაცილებით უკეთ უნდა თამაშობდნენ.

პრემიერლიგის უკანასკნელ ორ მატჩში “იუნაიტედმა” ნულოვანი ფრე ითამაშა და დღეს ეცდებიან, რომ რაც შეიძლება დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვონ. მასპინძლებს უილსონი და შოუ ჰყავთ ტრავმირებულნი, ხოლო მატეო დარმიანი დისკვალიფიცირებულია.

რაც შეეხება სტუმართა დანაკლისს, “ბულბულებს” ძირითადი მეკარე ბენ ფოსტერი ჰყავთ დაშავებული. აღსანიშნავია, რომ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ ჯონი ევანსი და დარენ ფლეტჩერი.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, სმოლინგი, ბლინდი, ვალენსია, როხო, შნეიდერლენი, შვაინშტაიგერი, დეპაი, მატა, მარტიალი, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი, ევანსი, მაკოლი, ბრანტი, დოუსონი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, სესენიონი, მაკკლინი, რონდონი, ბერაჰინო.
მწვრთნელი: ტონი პულისი

მსაჯი: მაიკლ დინი

დღის სხვა მატჩები:

16:45 ბორნმუთი – ნიუკასლი
19:00 ლესტერი – უოტფორდი
19:00 ნორვიჩი – სუონსი
19:00 სანდერლენდი – საუთჰემპტონი
19:00 ვესტ ჰემი - ევერტონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119015