ფეხბურთი

14:00 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტურის მთავარი მატჩი რურის დერბია

გერმანიის ბუნდესლიგის XII ტური ჰანოვერში დაიწყება. ადგილობრივი გუნდის მეტოქე კი ბერლინის “ჰერტაა”. დღევანდელი შეხვედრის მონაწილენი მიმდინარე სეზონს განსხვავებულად ატარებენ, ბერლინელები ლიდერთა შორის არიან, ხოლო მასპინძლები ცხრილის ქვედა ნაწილში. თუმცა, ტურის მთავარი მატჩი კვირასაა ჩანიშნული: “სიგნალ იდუნა პარკზე” რურის დერბია და დიდი ფეხბურთია მოსალოდნელი.

თანაც, გუნდები სატურნირო ცხრილშიც მეზობლები გახლავან, რაც ამ თამაშს დამატებით ელფერს სძენს. “შალკე” მოსისხლე მტერზე გამარჯვების შემთხვევაში ჩამორჩენას სამ ქულამდე შეამცირებს, მაგრამ თავის მხრივ, ტომას ტუხელის ბიჭებს ჩემპიონობა უნდათ და ამიტომაც “ბაიერნს” დიდად წინ გაჭრის საშუალება არ უნდა მისცენ. შესაბამისად, “ყვითლები” მოგებას ეცდებიან.

ლიდერი “ბაიერნი” კი შინ “შტუტგარტს” მიიღებს და ალბათ, “შვაბებს” კარგი დღე არ ელოდებათ. ბოლო ტურში გვარდიოლას გუნდმა ფრანკფურტში ვერ მოიგო და ბუნდესლიგაში ქულები პირველად დაკარგა. ახლა კი, ანაზღაურებას აპირებს და თუ რას ნიშნავს გაბრაზებულ “ბაიერნთან” თამაში ბევრ გუნდს გამოუცდია, ბოლო ასეთი შემთხვევა კი ორი დღის წინ იყო, როცა “რეკორდმაისტერმა” ლონდონის “არსენალი” 5:1 გაანადგურა.

მიონხენგლადბახის “ბორუსია” ზედიზედ მეშვიდე თამაშის მოგებას დებიუტანტ “ინგოლშტადთან” სახლში აპირებს. ანდრე შუბერტის ბიჭები ბრწყინვალე ფორმაში არიან და მიუხედავად საშინლად დაწყებული სეზონისა ახლა ევროპა ლიგის ზონაში ამოუყვიათ თავი. ამას თუ ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის “იუვენტუსთან” ჩატარებულ დიდებულ თამაშს (1:1) დავუმატებთ, მივხვდებით, რომ “ინგოლშტადტს” სასიამოვნო 90 წუთი არ უნდა ელოდეს.

ამბიციური “ლევერკუზენი” “ბაი არენაზე” “კიოლნს” დაუხვდება და ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხისთვის საკუთარი გულშემატკივრების თვალში რეაბილიტირებას “თხებთან” გამარჯვებით გეგმავს.

“ჰანოვერი” – “ჰერტა”

ჰანოვერი, HDI არენა

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, მარსელო, შულცი, ალბორნოზი; შმიედებახი, სანე; ანდრეასენი, კიოტაკე, კლაუსი; სობიეხი

მწვრთნელი: ფრონტცეკი

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდტი; სკიელბრედი, დარიდა; ჰარაგუჩი, ბაუმიოჰანი, სტოკერი; კალუ

მწვრთნელი: დარდაი

მსაჯი: დინგერტი

“ბაიერნი” – “შტუტგარტი”

მიუნხენი, “ალიანს არენა”

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, ბენატია, ბოატენგი, ალაბა; ჩაბი ალონსო; კომანი, ვიდალი, მიულერი, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“შტუტგარტი” (4-3-2-1): ტიტონი; კლეინი, სუნჯიჩი, ბაუმგარტი, ინსუა; სერეი დიე, შვააბი, გენტნერი; დიდავი, კოსტიჩი; ვერნერი

მწვრთნელი: ზორნიგერი

მსაჯი: დანკერტი

“ლევერკუზენი” – “კიოლნი”

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; დონატი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი; კრამერი, კამპლი; ბელარაბი, მეჰმედი; ჩიჩარიტო, კისლინგი

მწვრთნელი: შმიდტი

“კიოლნი” (5-2-2-1): ჰორნი; რისე, სორენსენი, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; ლემანი, ვოგტი; ოსაკო, ბიტენცურტი; მოდესტე

მწვრთნელი: სტოგერი

მსაჯი: ცვაიერი

“გლადბახი” – “ინგოლშტადი”

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

“გლადბახი” (4-2-2-2): სომერი; ნორდვეიტი, კრისტენსენი, დომინგესი, ვენდტი; დაჰუდი, ქსაკა; ტრაორე, ჯონსონი; რაფაელი, სტინდლი

მწვრთნელი: შუბერტი

“ინგოლშატდი” (4-3-3): ოზჩანი; ლეველსი, მატიპი, ჰუბნერი, სუტნერი; გროსი, ბრეგერიე, მორალესი; ჰარტმანი, ჰინტერსერი, ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

მსაჯი: ფრიტცი

“ჰოფენჰაიმი” – “აინტრახტი”

ზინსჰეიმი, “ვირსოლ რეინ-ნეკარ არენა”

“ჰოფენჰაიმი” (4-4-2): ბაუმანი; კადერაბეკი, სტრობლი, სულე, კიმი; რუდი, შვეგლერი, პოლანსკი, შმიდი; ვარგასი, ვოლანდი

მწვრთნელი: სტევენსი

“აინტარხტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; ჰასებე, ძამბრანო, აბრაჰამი, ჯაკპა; სტენდერა, იგნიოვსკი; აიგნერი, მეიერი, ოზჩიპკა; სეფეროვიჩი

მწვრთნელი: ვეჰი

მსაჯი: კირხერი

“მაინცი” – “ვოლფსბურგი”

მაინცი, “კოფეის არენა”

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროზინსკი, ბუნგერტი, ბელი, ბენგსტონი; ბაუმგალტინგერი, ლატცა; იაირო, მალი, დე ბლასისი; მუტო

მწვრთნელი: შმიდტი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრეში, ნალდო, კლოზე, როდრიგესი; არნოლდი, ლუის გუსტავო; ვიეირინია, დრაქსლერი, კალიჯური; დოსტი

მწვრთნელი: ჰეკინგი

მსაჯი: სიბერტი

“დარმშტადტი” – “ჰამბურგი”

დარმშტადტი, “მერკ-შტადიონი”

“დარმშტადტი” (4-2-2-2): მატეინია; გარიჩსი, სულუ, კალდიროლა, ჟუნიორ დიასი; ნიემაიერი, გონდორფი; ჰელერი, კემპე; როზენტალი, ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

“ჰამბურგი” (4-2-2-2): ადლერი; დიკმაიერი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრზოლეკი; დიასი, ჰოლტბი; მიულერი, ილიჩევიჩი; ლასოგა, შიპლოკი

მწვრთნელი: ლაბადია

მსაჯი: შტარკი

“დორტმუნდი” – “შალკე”

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; გინტერი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი; ვეიგლი, გუნდოგანი; მხითარიანი, კაგავა, როისი; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტუხელი

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; ჟუნიორ კაისარა, ნოიშტადტერი, მატიპი, აოგო; გორეტცკა, აიჰანი; სანე, მაიერი, ჩუპო-მოტინგი; ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

მსაჯი: ბრიხი

“აუგსბურგი” – “ვერდერი”

აუგსბურგი, “WWK არენა

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კალავანი, ფეულნერი; ბაიერი, კოო; ბობადილია, ჟი, საიუბი; მატავცი

მწვრთნელი: ვეინციერი

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, გალვეცი, ვესტერგაარდი, გარსია; ბარგფრედე; ბარტლესი, ფრიტცი, ოზტუნალი, იუნუზოვიჩი; უჯა

მწვრთნელი: სკრიპნიკი

მსაჯი: შტილერი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109042