ფეხბურთი

21:30 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” სახიფათო ზონას მოშორდა

ქუთაისის “ტორპედო” შინ აგებდა ლანჩხუთის “გურიასთან”, მაგრამ თამაში მოატრიალა და 2:1 გაიმარჯვა.

სანდრო ბახიამ რევაზ თევდორაძის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა ძლიერი დარტყმით და ანგარიში ასე გაიხსნა. პირველ ტაიმში გურულები კარგად თამაშობდნენ და “ტორპედოს” დიდი უპირატესობა არ ჰქონია, რაც არ ითქმის მეორე ტაიმზე. მეორე ნახევარში მასპინძლები ბევრად აქტიურები იყვნენ.

75-ე წუთზე ხანგრძლივი გათამაშების შემდეგ, ირაკლი კლიმიაშვილს დაუგორეს ბურთი და “ტორპედოს” ერთ-ერთმა ლიდერმაც 25 მეტრიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში – 1:1. სამ წუთში კი ქუთაისელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს, მარცხნიდან ჩაწოდებას მოჰყვა შეცვლაზე შესული თორნიკე კაპანაძის თავური, ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და ისე გადაკვეთა კარის ხაზი. ჩაწოდებაც კარგი იყო და კაპანაძის თავურიც.

ბოლო წუთებში თევდორაძემ ერთი რთული ბურთი მოიგერია ცხრიანიდან. საერთო ჯამში, გურულები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ძალა აღარ ეყოთ. ამ ეტაპზე “ტორპედოს” უკეთესი შემადგენლობა ჰყავს და თამაშის სურათიდანაც გამომდინარე, ლოგიკურად მოიგო.

ამ ტურამდე ორივე გუნდს 9-9 ქულა ჰქონდა, ახლა კი “ტორპედო” მოშორდა სახიფათო ზონას.

“ტორპედო” – “გურია” 2:1 (0:1)

ტორპედო (ძირითადი შემადგენლობა): თევდორაძე, ტაბატაძე, ნერგაძე, ბრეგვაძე, კლიმიაშვილი, სიჭინავა, ბაბუნაშვილი, კუხიანიძე, ჭიჭინაძე, კახელიშვილი, კვერნაძე

მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი

გურია (ძირითადი შემადგენლობა): იმერლიშვილი, ზ. გელაშვილი, ხიზანეიშვილი, კობერიძე, ჩადუნელი, ზოზულია, ნოზაძე, მოსიაშვილი, წილოსანი, ნიკოლოზ მაისურაძე, ბახია

მწვრთნელი: გია ჩხაიძე

გოლები: 0:1 ბახია (35), 1:1 კლიმიაშვილი (75), 2:1 კაპანაძე (78)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110037