ფეხბურთი

14:34 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს ბოლო შანსი?

ინგლისის ჩემპიონატის მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “ჩელსი” “ლივერპულს” უმასპინძლებს.

აღნიშნულმა შეხვედრამ შესაძლოა ჟოზე მოურინიოს ბედი გადაწყვიტოს. იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი მორიგ წარუმატებელ მატჩს ჩაატარებს, შესაძლოა რომან აბრამოვიჩმა ეს აღარ აპატიოს და კარისკენ მიუთითოს...

16:45 ჩელსი – ლივერპული

გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ “ჩელსი” მე-15 პოზიციამდე დაქვეითდა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 5 ქულით უსწრებს. ამას ისიც დაემატა, რომ შუა კვირაში გუნდი ინგლისის თასიდან “სტოკმა” გამოაგდო და შესაძლოა, კიდევ ერთი წარუმატებლობა ჟოზე მოურინიოს აღარ აპატიონ. ამიტომაც, დღევანდელ შეხვედრას პორტუგალიელი სპეციალისთვის და “ჩელსისთვის” ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ სამი ქულის მოპოვებაა.

“ჩელსის” კვლავ ტიბო კურტუა და ბრანისლავ ივანოვიჩი დააკლდებიან, ხოლო დიეგო კოშტას თამაში საეჭვოა.

იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით “ლივერპულმა” ოთხშაბათს პირველი გამარჯვება მოიპოვა. “წითლებმა” ინგლისის თასზე შინ “ბორნმუთს” სძლიეს. რაც შეეხება პრემიერლიგაში გამოსვლას, კლოპმა ორივე მატჩი ფრედ ითამაშა და ხვალ სამი ქულის მოპოვებას “სტემფორდ ბრიჯდზე” შეეცდება, სადაც კლოპი ინგლისურ კარიერაში პირველ პრინციპულ შეხვედრას გამართავს.

მერსისაიდელებს ტურე, სტარიჯი, გომესი, ჰენდერსონი და ინგსი ჰყავთ დაშავებულნი.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ზუმა, კეჰილი, ტერი, აზპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, ვილიანი, აზარი, პედრო, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, შკრტელი, სახო, მორენო, კლაინი, ლეივა, ჩანი, მილნერი, ლალანა, კოუტინიო, ბენტეკე.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

19:00 არსენალი - სუონსი

ძალიან საინტერესო მატჩი შედგება “ლიბერტი სთედიუმზეც”. “სუონსი” საკუთარ მოედანზე ყოველთვის კარგად თამაშობს და მათი უელსში დამარცხება ძალიან რთული საქმეა.

არსენ ვენგერის გუნდი მშვენიერ ფორმაშია, 22 ქულით ჩემპიონატის თანალიდერია და “სიტის” მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება, თუმცა შუა კვირაში ინგლისის თასზე “შეფილდთან” სერიოზული მარცხი იწვნიეს და ორი ფეხბურთელიც დაკარგეს - ჩემბერლენი და უოლკოტი. მათ გარდა, “მეთოფეები” ოსპინას, არტეტას, როსიცკის, უელბეკს, რემსისა და უილშირს მოისაკლისებენ, ხოლო მასპინძლებს რუტლიჯი დააკლდებათ.

“არსენალს” შუა კვირაში მიუნხენში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის “ბაიერნთან” და აღნიშნულმა ფაქტორმა შესაძლოა დღევანდელ მატჩზეც იმოქმედოს.

სავარაუდო შემადგენლობები

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, კი, კორკი, შელვი, მონტერო, სიგურდსონი, გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი

არსენალი (4-2-3-1):ჩეხი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი, ფლამინი, კასორლა, ოზილი, სანჩესი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მსაჯი: კევინ ფრენდი

19:00 მანჩესტერ სიტი – ნორვიჩი

პრემიერლიგის ლიდერი (ბურთების უკეთესი სხვაობით) “მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე “ნორვიჩს” მიიღებს და წესით, სამი ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.

“ქალაქელებს” სამშაბათს “სევილიასთან” უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით ჩემპიონთა ლიგაზე და შესაძლოა, რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მიეცეს.

მანუელ პელეგრინის სამირ ნასრის და სერხიო აგუეროს იმედი ვერ ექნება, ხოლო “იადონებს” ყველა მოთამაშე მწყობრში ჰყავთ.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი, კომპანი, კოლაროვი, სანია, ფერნანდო, ფერნანდინიო, ნავასი, სტერლინგი, დე ბრუინი, ბონი.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, ბასონგი, ბენეტი, ბრედი, მარტინი, ტეტი, ჰაუსონი, იარვისი, რედმონდი, ჰულაჰანი, მბოკანი.
მწვრთნელი: ალექს ნილი

მსაჯი: რობერტ მედლი

19:00 კრისტალ პალასი – მანჩესტერ იუნაიტედი

მეორე მანჩესტერულ კლუბს გაცილებით რთული მატჩი ელის. “იუნაიტედი” გასვლაზე “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდება, რომელიც ძლიერ გუნდებს ძალიან კარგად ეთამაშება.

ლუის ვან გაალის გუნდს წარმატების მიღწევაში დეპაი, მაკნაირი, უილსონი და შოუ ვერ დაეხმარებიან. მასპინძლებს კი, ვიკჰემი, შამახი და აპია არ ეყოლებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, ჰანგელანდი, დანი, მარიაპა, კელი, კაბაიე, მაკარტური, პანჩონი, საკო, ბოლასი, კემპბელი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ჯონსი, სმოლინგი, დარმიანი, როხო, შვაინშტაიგერი, შნეიდერლენი, ერერა, მატა, რუნი, მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

მსაჯი: მაიკ ჯონსი

დღის სხვა მატჩები:

19:00 ნიუკასლი – სტოკი
19:00 უოტფორდი – ვესტ ჰემი
19:00 ვესტ ბრომვიჩი - ლესტერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114828