ფეხბურთი

22:34 | 30.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცენტრალური ჯახი “ელ მადრიგალზე” შედგება, “მესტალიაზე” – ვალენსიური დერბი

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტური სტარტს პარასკევს “რიასორზე” აიღებს, სადაც ადგილობრივი “დეპორტივო” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.

ტური შაბათს ხუთი შეხვედრით განახლდება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს “ელ მადრიგალზე” გასამართი დაპირისპირდება იწვევს – “ვილიარეალი” “სევილიას” უმასპინძლებს. ამავე დღეს “მესტალიაზე” “ვალენსიასა” და “ლევანტეს” შორის ვალენსიური დერბი შედგება, “რეალი” შინ “ლას პალმასს” მიიღებს, “ბარსელონა” გასვლაზე “ხეტაფეს” დაუპირისპირება, ხოლო დღის დასკვნით მატჩში “სოსიედადი” ვიგოს “სელტას” დაუხვდება “ანოეტაზე”.

კვირას გასამართი მატჩებიდან კი, ყველაზე დიდ დაპირისპირებას “ბეტისა” და “ბილბაოს” ჯახი იწვევს.

პარასკევი

დეპორტივო – ატლეტიკო

“რიასორზე” გასამართი ჯახი დიდ ინტერესს იწვევს, რადგანაც მიმდინარე სეზონში “დეპორტივო” კარგად გამოიყურება და იოლად არაფერს დათმობს. გასულ ტურში წაგების მიუხედავად, გალისიელებმა მე-6 ადგილი შეინარჩუნეს და მადრიდულ კლუბს მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩებიან.

დიეგო სიმეონეს გუნდმა კი, კვირას “ვალენსიას” პრინციპულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა და დღევანდელ შეხვედრას მშვენიერ ხასიათზე ხვდებიან. მადრიდელებს შორეული მგზავრობა ელით ყაზახეთში, სადაც სამშაბათს “ასტანას” ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაუპირისპირდებიან, თუმცა ამ ფაქტორმა ნაკლებ სავარაუდოა მოახლოებულ შეხვედრაზე იმოქმედოს.

მასპინძლებს ფაბრი ჰყავთ ტრავმირებული, ხოლო სტუმრებს ვიეტო.

სავარაუდო შემადგენლობები

დეპორტივო (4-4-2): ლუქსი, არიბასი, სიდნეი, ფ.ნავარო, ხუანფრანი, ბორგესი, მოსკერა, ფაჟრი, კარტაბია, რიერა, ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, ტიაგო, გაბი, კოკე, კორეა, გრიზმანი, ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

შაბათი

19:00 რეალი – ლას პალმასი

მადრიდის “რეალს” მშვენიერი სტარტი გამოუვიდა – 6 მოგება, 3 ფრე, 21 გატანილი და 3 გაშვებული. კლუბს 21 ქულა აქვს, “ბარსელონას” ბურთების უკეთესი სხვაობით ჯობნის და ლა ლიგას ლიდერობს. ცალკე აღნიშვნის ღირსია კეილორ ნავასის ბრწყინვალე ბურთაობა, რომელსაც “რეალის” წარმატებულ სვლაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. გასულ ტურში მადრიდელებმა დიდწილად სწორედ კოსტა-რიკელი კიპერის ჩინებული სეივების წყალობით მოახერხეს ვიგოში გამარჯვება და “სელტას” ჩამოშორება სატურნირო ცხრილიდან. “ბლანკოსს” შუა კვირაში მნიშვნელოვანი მატჩი ელის “პარის სენ-ჟერმენთან” და ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც ხვალ დაისვენებს სწორედ კეილორ ნავასია.

“ლას პალმასის” მდგომარეობა აბსოლუტურად განსხვავებული და საპირისპიროა. მიმდინარე ლა ლიგაში სწორედ კანარელთა რიგებში მოხდა პირველი სამწვრთნელო ცვლილება – არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო პაკო ერერას კარისკენ მიუთითეს, რომელიც კიკე სეტიენმა ჩაანაცვლა და სადებიუტო მატჩშივე ქულის მოპოვება მოახერხა “ვილიარეალთან”.

“რეალს” ბეილი, ბენზემა, არბელოა, კარვახალი და ხამესი ჰყავს დაშავებული, ხოლო “ლას პალმასი” ანხელ ლოპესს, კასტელიანოსა და ალკარაზს მოისაკლისებს.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კასილია, ვარანე, რამოსი, დანილო, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, კასემირო, ხესე, ვაზკესი, რონალდუ.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

ლას პალმასი (5-3-2): ვარასი, აიტამი, ბიგასი, გ.გარსია, სიმონი, გარიდო, ვ.გომესი, მესა, ვაკასო, ვიერა, არაუხო.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

21:15 ვილიარეალი – სევილია

“ვილიარეალს” ბრწყინვალე სტარტის შემდგომ ჩავარდნა დაეწყო, სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა და საერთოდ ოთხეულიდანაც ამოვარდა. მარსელინიო ტორალის გუნდისთვის ხვალინდელ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელოვანა აქვს და ყველანაირად ეცდებიან სამი ქულის მოპოვებას. სეზონის დაწყების წინ, “ვილიარეალის” მაქსიმუმად მე-4 ადგილის მოპოვება ითვლებოდა და პრინციპში ახლაც მასეა, ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი კი “სევილიაა”, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც “ყვითელი წყალქვეშა ნავები” 8 ქულით გაასწრებენ ანდალუსიელებს.

“სევილიამ” პირიქით, საშინლად დაიწყო და ბოლო ტურებში საგრძნობლად მოუმატა. “დალაქებმა” უკანასკნელ ოთხ ტურში სამი მატჩი მოიგეს და 1 ფრედ ითამაშეს. გასულ მატჩში კი, “დალაქებმა” სულაც 5:0 გამარჯვება მოახერხეს “ხეტაფესთან”. ანდალუსიელებს სამშაბათს “მანჩესტერ სიტისთან” საჩემპიონთალიგო მატჩი ელით, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს სიკვდილის ჯგუფში. ამიტომაც, შესაძლოა უნაი ემერიმ ხვალ რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცეს.

“ვილიარეალს” ტრავმების გამო მუსაჩიო, ასენხიო, ბაპტიშტაო და ადრიანი დააკლდებიან, ხოლო “სევილიას” ბეტო, კარისო, პარეხა და კაკუტა ვერ დაეხმარებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, ბაილი, გასპარი, ხ.კოსტა, ტრიგეირასი, სორიანო, დ.სუარესი, კასტილიეხო, სოლდადო, ბაკამბუ.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, ანდრეოლი, რამი, ტრემულინასი, კოკე, კრიხოვიაკი, იბორა, ბანეგა, კონოპლიანკა, ვიტოლო, გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი

21:15 ვალენსია – ლევანტე

ვალენსიურ დერბის კლუბები ცუდ ფორმაში ხვდებიან. მასპინძლები 12 ქულით მე-9 ადგილზე არიან, ხოლო სტუმრები 6 ქულით ბოლო საფეხურს იკავებს, რაც ლუკასს ალკარაზს არ აპატიეს, კარისკენ მიუთითეს და მის ნაცვლად, “ლევანტეს” სეზონის ბოლომდე რუბი გაწვრთნის, რომელსაც დებიუტი “მესტალიაზე” ექნება.

ჯერჯერობით კვლავ “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელია ნუნუ ესპირიტო სანტო, თუმცა “ღამურებმა” თუ ასე განაგრძოს, პორტუგალიელ სპეციალისტს ხორხე მენდეშთან მეგობრობა ვეღარ უშველის და აუცილებლად მოუწევს კლუბის დატოვება, რადგანაც ზაფხულში პიტერ ლიმმა 150 მილიონი ევრო დახარჯა ტრანსფერებზე გაცილებით უკეთესს შედეგს ელის, ვიდრე მე-9 ადგილია. აქტუალურია როდრიგო დე პაულისა და ალვარო ნეგრედოს საკითხი, რომლებიც უკანასკნელი მატჩებია კლუბის განაცხადში ვერ ხვდებიან და ბევრი ამას მწვრთნელთან კონფლიქტს აბრალებს, რასაც ნუნუ უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ყველა გადაწყვეტილება სპორტული მოტივებითაა განპირობებული.

“ვალენსიას” როდრიგო მორენო, მეტიუ რაიანი და დიეგო ალვეში ჰყავს დაშავებულნი. დისკვალიფიცირებულია შკოდრან მუსტაფი და ასევე საეჭვოა აიმენ აბდენურისა და სოფიან ფეგულის თამაში. რაც შეეხება სტუმართა დანაკლისს, “ბაყაყებს” ივან ლოპესი და ტრახილიო ტრავმების გამო არ ეყოლებათ, ხოლო დეივერსონი დისკვალიფიცირებულია.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია (4-2-3-1): დომენეში, ვეზო, სანტოსი, კანსელო, გაია, ფუეგო, გომეში, პარეხო, მინა, ბაკალი, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

ლევანტე (5-3-2): რუბენი, ხუანფრანი, ფედალი, სიმაო, ტონიო, მორალესი, ხოსე მარი, კამარასა, ლერმა, როჟერი, გილასი.
მწვრთნელი: რუბი

23:30 ხეტაფე – ბარსელონა

სამმატჩიანი წაუგებელი და მშრალი მატჩის შემდეგ, “ხეტაფემ” “სანჩეს პისხუანზე” ხუთი უპასუხო ბურთი გაუშვა და ხვალაც ურთულესი მატჩი ელით. ფრან ესკრიბას შეგირდები ორმაგად ეცდებიან, რომ წინა ტურში განცდილი მწარე მარცხის შემდეგ, მრისხანე მეტოქესთან მოახერხონ დადებითი შედეგის ჩვენება და გულშემატკივარი გაახარონ. მასპინძლებს ალვარო ვაზკესი, მედრანი და ლაფიტა არ ეყოლებათ ტრავმების გამო, ხოლო ვიგარაი დისკვალიფიცირებულია.

“ბარსელონას” “რეალის” მსგავსად 21 ქულა აქვს, თუმცა ბურთების უარესი სხვაობის გამო მე-2 პოზიციაზეა და ხვალინდელ მატჩში ლუის ენრიკეს შეგირდებს მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებთ. რაფინიას, სერხი რობერტოს, დუგლასის, ანდრეს ინიესტასა და ლიონელ მესის არყოფნაში, “ბარსელონას” კიდევ ერთი სერიოზული დანაკლისი დაემატა – ხავიერ მასკერანოს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და “ხეტაფესთან” მატჩსაც გამოტოვებს.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” ესპანეთის თასზე ოთხშაბათს მე-3 ლიგის “ვილანოვენსეს” გასვლაზე ვერ მოუგო (0:0), თუმცა არცერთ წამყვან მოთამაშეს არ უთამაშია.

სავარაუდო შემადგენლობები

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ალექსისი, ვერჯინი, კალა, ლაგო, ხ.როდრიგესი, ლასენი, სარაბია, ლეონი, ვ.როდრიგესი, სცეპოვიჩი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მატიე, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, გუმბაუ, ელ ჰადადი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ტურის დანარჩენი მატჩები:

შაბათი

01:05 სოსიედადი – სელტა

კვირა

15:00 ელჩე – რაიო ვალეკანო
19:00 ესპანიოლი – გრანადა
21:15 ხიხონი – მალაგა
23:30 ბეტისი - ბილბაო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114156