ფეხბურთი

16:09 | 30.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” XI ტურის გახსნას მე-11 გამარჯვებით აპირებს

ბუნდესლიგის XI ტური დღეს დაიწყება და მიუნხენის “ბაიერნი” მიჯრით მე-11 მატჩის მოგებას აპირებს. გერმანულ გიგანტს რეკორდი უკვე დამყარებული აქვს, მაგრამ გაუმჯობესებას გეგმავს და გაჩერებაზე არ უნდა ფიქრობდეს. პეპ გვარდიოლას გუნდი დიდებულად რომ ირჯება უკვე ვიცით. თუმცა მის გაჩერებას დღეს არმინ ვეჰის “აინტრახტი” ეცდება. ფრანკფურტში თამაში ადვილი არავისთვისაა და ვნახოთ, რამდენად გაუწევს წინააღმდეგობას ცხრილის შუაში მყოფი გუნდი “რეკორდმაისტერს”. გვარდიოლა დღევანდელ მატჩში ჩაბიო ალონსოს, ფილიპ ლამსა და ტომას მიულერს დასვენებას უპირებს, რადგან ოთხ დღეში ლიგაზე “არსენალთან” შეხვედრა ელის, მაგრამ ესპანელს იმდენი მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავს, საეჭვოა, “აინტრახტს” ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს.

გამორჩეული თამაშია “ვოლკსვაგენ არენაზე”, სადაც ადგილობრივი “ვოლფსბურგი” ლევერკუზენის “ბაიერს” დაუხვდება, ოღონდ ხვალ. ორივე გუნდს შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მატჩები აქვთ და გარკვეულწილად ძალების დაზოგვაზე იზრუნებენ. თუმცა, თვითონ ამ შეხვედრის მნიშვნელობა დიდია, რადგან გუნდებს შორის ქულათა განსხვავება მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს. “ფარმაცევტებმა” ბოლო ორ ჩატარებულ თამაშში სასწაულები ახდინეს და ბოლო წუთებში წაგებული მატჩები გადაარჩინეს.

შესანიშნავ ფორმაში მყოფი “გლადბახი” სერიის გაგრძელებას ბერლინში, “ჰერტასთან” ეცდება. ბორუსიელებს ზედიზედ 5 თამაში აქვთ ბუნდესლიგაში მოგებული და ამას თუ ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის “იუვენტუსთან” გასვლაზე მოპოვებულ ქულასა და ორი დღის წინ გერმანიის თასზე გელზენკირხენში “შალკეს” ძლევას დავუმატებთ, ვნახავთ, რომ “ბორუსია” მართლაც გადასარევ ფორმაშია. და მაინც, “ჰერტას” დედაქალაქში ძლევა ადვილი არ უნდ აიყოს. წლეულს პალ დარდაის შეგირდები კარგ ფორმაშია იმყოფებიან და ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ტრიალებენ.

ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე “დორტმუნდი” ბრემენში, ერთ დროს პრინციპულ მეტოქეს, “ვერდერს” დაუპირისპირდება. ტომას ტუხელს შესანიშნავ ფორმაში ჰყავს პიერ ობამეიანგი, ხოლო მარკო როისი ნელ-ნელა ძველ სათამაშო დონეს უბრუნდება. ერთი სიტყვით “მუსიკოსებს” მობილიზაცია მართებთ, თორემ “ბორუსია” მათ არ დაინდობს. ვიქტორ სკრიპნიკის გაწვრთნილმა გუნდმა კი ბოლო ტურში მოიგო და ზედიზედ 5 თამაშიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

ბუნდესლიგას უბრუნდება გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰუუბ სტევენსი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ აუტსაიდერი “ჰოფენჰაიმი” ჩაიბარა. სტევენსის დებიუტი “სოფლელების” თავკაცის რანგში “რეინ-ენერჯშტადიონზე” “კიოლნთან” მატჩში შედგება. “ჰოფეს” აუცილებლად მოსაგები აქვს, რადგან განვლილ 10 ტურში ერთადერთხელ მოიგო და ბოლოსწინა ადგილზეა დალექილი.

“აინტრახტი” – “ბაიერნი”

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; იგნიოვკსი, ძამბრანო, რუსი, ჯაკპა; სტენდერა, რეინარტცი; აიგნერი, მეიერი, ოცჟიპკა; სეფერევოჩი

მწვრთნელი: ვეჰი

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; რაფინია, ბენატია, ბოატენგი, ალაბა; კიმიჩი, ვიდალი, ალკანტარა; რობენი, ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა

მწვრთნელი: გვარდიოლა

მსაჯი: სიბერტი

“შალკე” – “ინგოლშტადტი”

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

“შალკე” (4-4-2): ფარმანი; კაისარა, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო; სანე, გორეცკა, ნოიშტადტერი, მეიერი; დი სანტო, ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; ლეველსი, მატიპი, ჰუბნერი, სუტნერი; გროსი, ბრეგერიე, მორალესი; ჰარტმანი, ჰინტერსეერი, ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

მსაჯი: მეიერი

“აუგსბურგი” – “მაინცი”

აუგსბურგი, WWK არენა

“აუგსბურგი” (4-5-1): ჰიტცი; ფუელნერი, ჰონგი, კლავანი, მაქსი; ბაიერი, ეშვეინი, კორი, ტროხოვსკი, კოო; ბობადილა

მწვრთნელი: ვეინზერლი

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ხარა, ბალოგუნი, ბელი, ბაუმგალტიგერი, ლატცა; იაირო, მალი, დე ბლასისი; ნიედერლეჩნერი

მწვრთნელი: შმიდტი

მსაჯი: ფრიტცი

“ვერდერი” – “დორტმუნდი”

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, გალვეცი, ვესტერგაარდი, ს. გარსია; ბარგფრედე; ბარტლესი, ფრიტცი, გრილიტში, იუნუზოვიჩი; უჯა

მწვრთნელი: სკრიპნიკი

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; გინტერი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი; გუნდოგანი, ვეიგლი; მხითარიანი, კაგავა, როისი; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტუხელი

მსაჯი: ველცი

“კიოლნი” – “ჰოფენჰაიმი”

კიოლნი, “რეინ-ენერჯშტადიონი”

“კიოლნი” (4-4-2): ჰორნი; რისე, სორენსენი, ჰეინტცი, ჰექტორი; ნაგასავა, ვოგტი, ლემანი, ბიტენკურტი; ოსაკო, მოდესტე

მწვრთნელი: სტოგერი

“ჰოფენჰაიმი” (4-2-2-2): ბაუმანი; ტოიანი, შარი, სულე, კიმი; სტრობლი, შვეგლერი; პოლანსკი, შმიდი; უტი, ვარგასი

მწვრთნელი: სტევენსი

მსაჯი: პერლი

“ჰერტა” – “გლადბახი”

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდი; სკიელბრედი, დარიდა; სიგერსი, ბაუმიოჰანი, ჰარაგუჩი; კალუ

მწვრთნელი: დარდაი

“გლადბახი” (4-2-2-2): სომერი; კორბი, კრისტიანსენი, დომინგესი, ვენდტი; დაჰუდი, ქსაკა; ტრაორე, იონსონი; რაფაელი, სტინდლი

მწვრთნელი: შუბერტი

მსაჯი: სიპელი

“ვოლფსბურგი” – “ლევერკუზენი”

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ვიეირინია, ნალდო, დანტე, როდრიგესი; გუილავოჯი, ლუის გუსტავო; კალიჯური, არნოლდი, დრაქსლერი; დოსტი

მწვრთნელი: ჰეკინგი

“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; დონატი, ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; ბენდერი, კამპლი; ბელარაბი, მეჰმედი; ჩიჩარიტო, კისლინგი

მწვრთნელი: შმიდტი

მსაჯი: გრაფე

შტუტგარტი” – “დარმშტადტი”

შტუტგარტი, “მერსედეს-ბენც არენა”

“შტუტგარტი” (4-2-2-2): ტიტონი; კლეინი, სუნჯიჩი, ბაუმგარტი, ინსუა; სერეი დიე, გენტნერი; დიდავი, მაქსიმი; ჰარნიკი, ვერნერი

მწვრთნელი: ზორნიგერი

“დარმშტადტი” (4-2-2-2): მატეინია; გარიჩსი, სულუ, კალდიროლა, ჟუნიორ დიასი; ნიემაიერი, გონდორფი; ჰელერი, რაუში; როზენტალი, ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

მსაჯი: ჰარტმანი

“ჰამბურგი” – “ჰანოვერი”

ჰამბურგი, “ვოლკპარკშტადიონი”

“ჰამბურგი” (4-5-1): ადლერი; დიკმაიერი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრზოლეკი; იუნგი, ჰოლტბი; მიულერი, გრეგორიში, ილიჩევიჩი; ლასოგა

მწვრთნელი: ლაბადია

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, მარსელო, შულცი, ალბორნოზი; შმიედებახი, სანე; ანდრეასენი, კიოტაკე, კლაუსი; სობიეხი

მწვრთნელი: ფრონტზეკი

მსაჯი: შტეგემანი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118922