ფეხბურთი

16:43 | 26.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტური დაძაბულობით და ლამაზი გოლებით

უმაღლესი ლიგის მეცხრე ტური დაძაბული თამაშებით გამოირჩა და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაფიქსირდა ორბურთიანი სხვაობა, თანაც, იმ მატჩშიც ბოლო 20 წუთში გავიდა ორი გოლი, ანუ მღელვარება საკმაოდ იყო. საუბარია იმერულ დერბიზე, რომელშიც "სამტრედიამ" 3:1 მოუგო ქუთაისის "ტორპედოს".

გია ცეცაძის გაწვრთნილი "სამტრედია" ფეხდაფეხ მისდევს "დინამოსა" და "დილას", აი ქუთაისელები კი ცხრილის ქვედა ნაწილში არიან.

სამტრედიულ მატჩში ლამაზი გოლებიც გავიდა, განსაკუთრებით ავთო ენდელაძისა და ირაკლი კლიმიაშვილის შესრულებით. ენდელაძემ შორიდან ძლიერი დარტყმით ცხრიანში, ხოლო კლიმიაშვილმა კუთხური გაითამაშა, საჯარიმოში შევიდა და შორეულ მაღალ კუთხეში ტექნიკურად ჩაახვია - ალბათ, სწორედ ეს იყო ტურის საუკეთესო გოლი, რომელსაც ტოპ-ფეხბურთელებიც მოაწერდნენ ხელს.

"დილამ" სეზონში პირველი მარცხი აგემა "სიონს". გორელთა შეტევებს ოთარ მარცვალაძე აბოლოებდა და ერთ-ერთი ასეთი გოლითაც დასრულდა. კარგ ფორმაშია 30 წლის ფორვარდი, 8 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში.

თბილისის "დინამომ" ბრძოლაში სძლია "ცხინვალს". საწყის წუთებში გაიცვალა გოლები, მერე წითელი ბარათებიც მოჰყვა ორივე გუნდიდან, მეორე ნახევარში კი დინამოელთა მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ ლამაზი გოლი შეაგდო და საბოლოოდ, 2:1. თამაშის მიხედვით, გია გეგუჩაძის გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას და ასეც მოხდა, ხოლო ცხინვალელთაგან გამორჩეული იყო მეკარე გიორგი ნადირაძე: მართლაც ნიჭიერი, კარგი რეაქციის მქონე გოლკიპერია, მუდმივად კარნახობს გუნდსა და ეს პირველად არ დაუმტკიცებია.

ტურის მთავარი მოულოდნელობა "კოლხეთის" გასვლითი მოგება იყო, ფოთელებმა "ჩიხურას" 1:0 მოუგეს და აქამდე თუ სტუმრად ოთხიდან ოთხივე მატჩი წაგებული ჰქონდათ, ამჯერად სერია შეწყვიტეს.

როგორც იქნა, მოიგო თბილისის "ლოკომოტივმაც", თანაც, თბილისურ დერბიში 3:2 სძლია "საბურთალოს". ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილები 3:0-ს იგებდნენ და ბოლოს საბურთალოელებმა კინაღამ შემოატრიალეს თამაში. ბევრს უტევდა გია ჭიაბრიშვილის გუნდი, თუმცა ანგარიში ვეღარ გაათანაბრა. ისე, სანახაობრივად კარგი მატჩი გამოდგა და მომენტებიც უხვად იქმნებოდა. "საბურთალო" ცხრილის შუაში რჩება, "ლოკომოტივი" კი ჯერაც საშიშ ზონაშია, მაგრამ ეს მოგება ხასიათს გამოუკეთებს გუნდს.

ორი გამოკვეთილი აუტსაიდერი დარჩა: "მერანი" და "ზუგდიდი", რომელიც ჯერაც პირველი მოგების მოლოდინშია.

სტატისტიკაზეც: ტურში 22 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ ერთ მატჩში თითქმის 3 გოლი.

"ჩიხურა" (საჩხერე) - "კოლხეთი" (ფოთი) 0:1

გოლი: 0:1 გოგონაია (36)

"გურია" (ლანჩხუთი) - "დინამო" (ბათუმი) 1:1

გოლები: 1:0 წილოსანი (51), 1:1 აბუსელიძე (70)

"სიონი" (ბოლნისი) - "დილა" (გორი) 0:1

გოლი: 0:1 მარცვალაძე (61)

"სამტრედია" - "ტორპედო" (ქუთაისი) 3:1

გოლები: 1:0 ენდელაძე (9), 1:1 კლიმიაშვილი (31), 2:1 ზივზივაძე (71 პენ), 3:1 ჯიქია (84)

"შუქურა" (ქობულეთი) - "ზუგდიდი" 2:1

გოლები: 1:0 ჩელებაძე (14 პენ), 2:0 ელგუჯა ლობჯანიძე (28), 2:1 ნარმანია (37)

"დინამო" (თბილისი) - "ცხინვალი" 2:1

გოლები: 1:0 ქვილითაია (3), 1:1 ივანიშვილი (6), 2:1 კაკაბაძე (57)

გაძევება: კაკუბავა (29, ცხინვალი), გველესიანი (44, დინამო)

"საპოვნელა" (თერჯოლა) - "მერანი" (მარტვილი) 2:1

გოლები: 1:0 ტყეშელაშვილი (42), 2:0 ბუხაიძე (52), 2:1 ჯღამაია (79)

"ლოკომოტივი" (თბილისი) - "საბურთალო" (თბილისი) 3:2

გოლები: 1:0 უბილავა (15), 2:0 ართმელაძე (28), 3:0 ბენაშვილი (49), 3:1 ალთუნაშვილი (57), 3:2 გოშთელიანი (80)

დილა 9 7 1 1 17 6 11 22
დინამო თბ 9 7 1 1 23 7 16 22
სამტრედია 9 6 1 2 25 13 12 19
სიონი 8 5 2 1 11 4 7 17
შუქურა 9 5 1 3 11 8 3 16
ცხინვალი 9 5 1 3 22 15 7 16
ჩიხურა 9 4 2 3 13 6 7 14
დინამო ბთ 9 3 4 2 15 8 7 13
საბურთალო 9 4 1 4 12 15 -3 13
კოლხეთი ფ 9 3 1 5 7 11 -4 10
ტორპედო 9 2 3 4 10 14 -4 9
გურია 9 2 3 4 8 14 -6 9
საპოვნელა 9 2 2 5 7 18 -11 8
ლოკომოტივი 9 2 1 6 10 17 -7 7
მერანი 9 1 0 8 7 25 -18 3
ზუგდიდი 8 0 2 6 8 25 -17 2

სფფ-ის ოფიციალური სატურნირო ცხრილი

შემდეგი ტური

31 ოქტომბერი: კოლხეთი - საბურთალო

1 ნოემბერი: ზუგდიდი - საპოვნელა, დილა - შუქურა, დინამო (ბთ) - სიონი, ტორპედო - გურია, ცხინვალი - სამტრედია, ჩიხურა - დინამო (თბ)

2 ნოემბერი: მერანი - ლოკომოტივი

0.117893