სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

14:01 | 26.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისიმარათონი ბევრი სიახლითა და განსხვავებული ფორმატით
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

"ჰაიდელბერგცემენტის" მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი "თბილისიმარათონი" 25 ოქტომბერს უკვე მეოთხედ გაიმართა.

წელს თბილისიმარათონი ბევრი სიახლითა და განსხვავებული ფორმატით დაბრუნდა. ნაცვლად თბილისის ზღვისა, ღონისძიების მარშრუტმა თბილისის ცენტრალური უბნები მოიცვა. თბილისიმარათონში წელს ორი სახის გარბენი ჩატარდა: ნახევარმარათონი (21.1კმ) და 10კმ-იანი გარბენი.

გამარჯვებულთა კატეგორია შემდეგი სახით გადანაწილდა: ნახევარმარათონზე პირველი ადგილი დაიკავა დავით ხარაზიშვილმა, რომელმაც გაირბინა 21.1კმ დისტანცია 1:10:03 საათში. ნახევარმარათონის მეორე ადგილი დაიკავა ანატოლი ოლეინიკოვმა, ხოლო მესამე ადგილოსანი მამაკაცი გახდა მერ მაშუნიანი (სომხეთი).

ნახევარმარათონის გარბენის გამარჯვებული ქალბატონი გახდა ვალია ავაგიანი, 1:37:55 საათიანი შედეგით.მეორე ადგილი დაიკავა თინათინ პაპუაშვილმა, ხოლო მესამე - დესსა ბერგენ-ციცომ (Dessa Bergen-Cico).

რაც შეეხება 10კმ-იან გარბენს, გამარჯვებული მამაკაცებს შორის გახდა ერვად მკირტიჩიანი, მეორე ადგილზე გავიდა თეიმურზ ბაიკიევი ხოლო მესამე ადგილი ჯეირან ხოფერიამ დაიკავა.10 კმ-იანი გარბენის გამარჯვებული ქალი გახდა თამარ გელაშვილი, მეორე ადგილზე სტეფანი გოლოვსკი გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე მარიმა დარახველიძე.

გამარჯვებულები ტურნირის ორგანიზატორებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ დააჯილდოვა.

თბილისიმარათონი გარბენი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის „Official Timekeeping and Data Processing" სისტემით მოხდება. „თბილისიმარათონი" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საელჩოსა და ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით გაიმართა. პროექტს საერთაშორისო მასშტაბით მხარდაჭერა გაუწია ავსტრიულმა კომპანია Sporturlaub-მა.

ღონისძიების მიზანი ერთის მხრივ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება, მეორეს მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა. 2014 წელს „თბილისიმარათონის" რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა გააორმაგა და 31 260 ლარი ბედიანის ბავშვთა ცენტრის მშენებლობასა და კეთილმოწყობას მოხმარდა. ტრადიციისამებრ, 2015 წელსაც „თბილისიმარათონი" საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული ოდენობით ააიპ რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის გაფართოებასა და არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

"თბილისიმარათონი" წელს ოფიციალურად გაწევრიანდა მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციაში (AIMS) რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისიმარათონი პირველი საერთაშორისო სტატუსის მქონე ნახევარმარათონია კავკასიაში. „თბილისიმარათონის" წარმატება პროფესიონალი მორბენლისა და მწვრთნელის პიტერ გოთვალდის დახმარებით იქნა მიღწეული, რომელსაც აქვს საერთაშორისო მარათონების ორგანიზების საკმაოდ დიდი გამოცდილება და ასევე სპორტული ორგანიზაცია Smartrunning-ის დირექტორია.

„ჰაიდელბერგცემენტის" სოციალური პროექტი „თბილისიმარათონი" ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი. „თბილისიმარათონზე", საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, 3000-ზე მეტ მონაწილეს ველით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109604
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X