ფეხბურთი

16:23 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი “დორტმუნდის” ხასიათზე მოყვანას სახლიდან ეცდება

ტომას ტუხელი შინ ბრუნდება. გერმანიის ბუნდესლიგის IX ტურის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა სწორედ “კოფეის არენაზე” 42 წლის სპეციალისტის დაბრუნებაა. ტუხელი “მაინცს” 2009-2014 წლებში წარმატებით ხელმძღვანელობდა, ხოლო “ბორუსია” გასულ ზაფხულს ჩაიბარა. ტუხელისა და “დორტმუნდის” ურთიერთობა ჩინებულად დაიწყო და მიჯრით ხუთი მატჩი მოიგო, თუმცა ბოლო სამი ტურია “ყვითლები” გამარჯვებას ვეღარ ახერხებენ. შესაბამისად, ლიდერს საგრძნობლად ჩამორჩნენ და თუ ჩემპიონობაზე პრეტენზია აქვთ, ტუხელის შეგირდებმა მაინცში უნდა მოიგონ. განსაკუთრებით მტკივნეული ბოლო ტურში მიუნხენში 1:5 წაგება იყო. “მაინცი” კი ჩვეულ სტიქიაშია: იგებს და აგებს. ამ გუნდისთვის ფრე მიმდინარე სეზონში უცხო ხილია.

ლიდერი და გადასარევ ფორმაში მყოფი “ბაიერნი” კვირას, ბრემენში ჩავა და ბოლო წლების ტკბილ ლუკმას გასინჯავს. საერთოდაც, “რეკორდამისტერისთვის” ბოლო დროს სამშობლოში ყველა ტკბილი და მსუყე ლუკმა გახდა. “ვერდერის” შანსები ამ შეხვედრაში ცოტა მკრთალად მოსჩანს, რადგან ჯერ ბოლო ოთხ ტურში ქულა ვერ აუღია და მერე, “ბაიერნი” ბოლოს 2008 წლის 20 სექტემბერს ჰყავს დამარცხებული, როცა მიუნხენში 5:2 მოუგო. ბოლო ოთხ საბუნდესლიგო მატჩში კი გვარდიოლას გუნდმა “მუსიკოსებს” 22(!) გოლი გაუტანა და საპასუხოდ მხოლოდ ორი გაუშვა. თუ მიუნხელნელთა სათამაშო ფორმას და რობერტ ლევანდოვსკის გავითვალისწინებთ, დასკვენები თავისით გამოვა.

ლიდერთა ჯახია გელზენკირხენში. “ველტინს არენაზე” “შალკე” მეზობლად მყოფ “ჰერტას” დაუხვდება და წინ უფრო გაჭრას შეეცდება. ლევან კობიაშვილის ყოფილ კლუბებს ერთმანეთისგან ამჟამად ორადორი ქულა აშორებთ. თუ “ხუმარებისგან” ოთხეულში ყოფნა არავის აკვირვებს, დედაქალაქებისგან ეს შედეგი ცოტა მოულოდნელია. პალ დარდაის გუნდი ჯერჯერობით დამაჯერებელია. ერთი წლის წინ “შალკემ” შინ დამაჯერებლად იმარჯვა. ამჯერადაც, ფავორიტები არიან და ვნახოთ...

ჩემპიონთა ლიგის მონაწილე “ვოლფსბურგი” შინ “ჰოფენჰაიმს” მიიღებს. კარგი დროება არც ერთს უდგას და არც მეორეს. სტუმრები საერთოდ გასავარდნი ზონის სიახლოვეს არიან და წინა 8 ტურში ოდენ ერთი მატჩის მოგება შეძლეს. “მგლების” სიტუაცია ამასთან შედარებით კი უკეთესია, მაგრამ თუ გასული სეზონის “ვოლფსბურგს” გავიხსენებთ, იმ გუნდისგან მხოლოდ სახელია დარჩენილი. მართალია, დიეტ ჰეკინგის მექანიზმში კევინ დე ბრუინე და ივან პერიშიჩი მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ, მაგრამ “ვოლფსბურგმა” მათი შემცვლელები ზაფხულში დაიმატა, თუმცა როგორც ჩანს, ჯერ ადაპტაციის დროა...

საინტერესო მატჩია ჩანიშნული “ვოლსკპარკშტადიონზე”, სადაც “ჰამბურგი” და ლევერკუზენის “ბაიერი” გაარკვევენ ურთიერთობას. “ჰამბურგი ბოლო წლებში იმდენად ცუდად თამაშობდა, წელს მისგან მე-11 ადგილიც გვაკვირვებს. “ლევერკუზენიც” გასაკვირად თამაშობს, ოღონდ – ცუდად. როჯერ შმიტდის გუნდს დასაწყისი ნამდვილად არ გამოუვიდა და სიტუაციის გაუმჯობესებას ხვალინდელ მატჩში ეცდება. თუმცა, “ფარმაცევტებს” მერე საჩემპიონთალიგო თამაში აქვთ “რომასთან” და ძალების გადანაწილება აშკარად მართებთ.

კვირას კი ჩემპიონატის აუტსაიდერი “შტუტგარტი” დებიუტანტ და აღმოჩენა “ინგოლშტადტს” მასპინძლობს და ჭაობიდან ამოძრომას შეეცდება. “შვაბები” 4 ქულით ცხრილის ფსკერზე არიან დალექილნი და ამ მატჩში წარუმატებლობა შესაძლოა, არც ეპატიოთ. “ინგოლშტადს” კი რა უჭირს – 8 თამაშიდან ოთხში სამი ქულა აიღეს და ევროპა ლიგის ზონაში არხეინად არიან მოკალათებულნი.

“მაინცი” – “დორტმუნდი”

მაინცი, “კოფეის არენა”

“მაინცი” (4-5-1): კარიუსი; ბალოგუნი, ბელი, ბუნგერტი, ბენგსტონი; ბაუმგალტინგერი, ლაცა; კლემენსი, მალი, იაირო; მუტო

მწვრთნელი: შმიდტი

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; გინტერი, სოკრატისი, ჰუმელსი, პარკი; გუნდოგანი, ვეიგლი; როისი, კაგავა, მხითარიანი; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტუხელი

მსაჯი: სტილერი

“შალკე” – “ჰერტა”

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

“შალკე” (4-4-2): ფარმანი; ჟუნიორ კაისარა, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო; სანე, გორეცკა, გეისი, მაიერი; დი სანტო, ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ჰეგელერი, ლუსტმბერგერი, პლატენჰარდტი; სკიელბრედი, დარიდა; ჰარაგუჩი, სიგერსი, კალუ; იბიშევიჩი

მწვრთნელი: დარდაი

მსაჯი: ფრიტცი

“ვოლფსბურგი” – “ჰოფენჰაიმი”

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი; ლუის გუსტავო, კალიჯური; კრუსე, დრაქსლერი, შურლე; დოსტი

მწვრთნელი: ჰეკინგი

“ჰოფენჰაიმი” (4-4-2): ბაუმანი; კადერაბეკი, სულე, ბიჩაკიჩი, ტოლიანი; რუდი, შვეგლერი, პოლანსკი, შმიდი; ვოლანდი, ვარგასი

მწვრთნელი: გისდოლი

მსაჯი: ბრიხი

“ჰამბურგი” – “ლევერკუზენი”

ჰამბურგი, “ვოლკსპარკშტადიონი”

“ჰამბურგი” (4-2-3-1): დრობნი; დიკმაიერი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრზოლეკი; ეკდალი, ჰოლტბი; მიულერი, ჰანტი, ილიჩევიჩი; ლასოგა

მწვრთნელი: ლაბადია

“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; დონატი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ბოენიში; კრამერი, ბენდერი; კამპლი, ჩალჰანოღლუ; ბელარაბი, ჩიჩარიტო

მწვრთნელი: შმიდტი

მსაჯი: ველცი

“აუგსბურგი” – “დარმშტადი”

აუგსბურგი, “ჭჭK არენა”

“აუგსბურგი” (4-5-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი; კლავანი, ფეულნერილ ბაიერი, ეშვეინი, კორი, ჰალილ ალტინტოპი, ვერნერი; ბობადილა

მწვრთნელი: ვეინზიერი

“დარმშტადი” (4-2-2-1-1): მატენია; გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ჟუნიორ დიასი; ნეიმაიერი, გონდორფი; ჰელერი, რაუში; საილერი; ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

მსაჯი: შტეგემანი

“ვერდერი” – “ბაიერნი”

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

“ვერდერი” (4-2-3-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, გალვეცი, ვესტერგაარდი, ს. გარსია; ფრიცი, ბარგფრეიდი; ბარტელსი, იუნოზოვიჩი, უ. გარსია; უია

მწვრთნელი: სკრიპნიკი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; რაფინია, ბოატენგი, ხავი მარტინესი, ალაბა; ჩაბი ალონსო, ლამი; მიულერი, ტიაგო, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

მსაჯი: დინგერტი

“აინტრახტი” – “გლადბახი”

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

“აინტრახტი” (4-1-3-2): ჰრადეცკი; იგნიოვსკი, რუსი, აბრაჰამი, ოცზიპკა; რეინარტცი; აიგნერი, სტენდერა, მაიერი; სეფეროვიჩი, კასტანიოსი

მწვრთნელი: ვეჰი

“გლადბახი” (4-2-2-2): სომერი; კორბი, კრისტენსენი, დომენიგესი, ვენდტი; დაჰუდი, ნორდვეიტი; ტრაორე, იონსონი; რაფაელი, სტინდლი

მწვრთნელი: შუბერტი

მსაჯი: მეიერი

“კიოლნი” – “ჰანოვერი”

კიოლნი, “რეინ-ენერჯშტადიონი”

“კიოლნი” (4-4-2): ჰორნი; ოლკოვსკი, სორენსენი, ჰეინცი, ჰექტორი; რისე, ლემანი, გერჰარტი, ბიტენკური; ოსაკო, მოდესტე

მწვრთნელი: შტოგერი

“ჰანოვერი” (4-2-2-1-1): ცილერი; სორგი, მარსელო, შულცი, ალბორნოზი; შმიედებახი, სანე; ანდრეასენი, კარამანი; კიოტაკე; სობიეხი

მწვრთნელი: ფრონტცეკი

მსაჯი: დანკერტი

“შტუტგარტი” – “ინგოლშტადტი”

შტუტგარტი, “მერსედეს ბენც არენა”

“შტუტგარტი” (4-2-2-2): ტიტონი; კლეინი, სუნიჩი, ბაუმგარტი, ინსუა; სერეი დიე, რუპი; ჰარნიკი, მაქსიმი; ვერნერი, დიდავი

მწვრთნელი: ზორნიგერი

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; ლეველსი, მატიპი, ჰუბნერი, სუტნერი; გროსი, ბრეგერიე, მორალესი; ჰარმანი, ჰინტერსერი, ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰაშენჰუტლი

მსაჯი: ვინკმანი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125432