ფეხბურთი

1:28 | 7.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელებმა მზადება თბილისში განაგრძეს

ესპანეთის 21 წლამდე ნაკრებმა ქართველ თანატოლებთან მატჩის წინა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა.

ალბერტ სელადესის შეგირდებმა მედიისთვის ღია ვარჯიში გამართეს, რომელსაც დაახლოებით 20 ჟურნალისტი დაესწრო.

ესპანელებს სერიოზული დანაკლისი აქვთ. მათ ტრავმების გამო წამყვანი მარცხენაფლანგელები აკლიათ: მცველი ხოსე ლუის გაია და ნახევარმცველი დენის სუარესი.

"ფურია როხამ" დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და ლამაზი ვარჯიში შესთავაზა. ვიხილეთ ორკარა, საინტერესო კომბინაციები, მეკარეების ლამაზი სეივები და სხვადასხვა განსხვავებული სავარჯიშო ილეთები.

ევროშესარჩევის მატჩი საქართველოსა და ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებებს შორის 7 ოქტომბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.თამაშზე დასასწრები ბილეთები ოთხშაბათს, დილის 11:00 საათიდან „მიხეილ მესხის“ სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 5 ლარი ეღირება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.

0.180754