ფეხბურთი

22:52 | 6.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

21 წლამდე ნაკრებმა “მიხეილ მესხზე” ივარჯიშა

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ევროპის 2017 წლის 21 წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე ივარჯიშა.

ახალგაზრდა “ჯვაროსნებს” ტრავმების გამო გიორგი ხარაიშვილი და მათე კვირკვია აკლიათ, ოთარ კაკაბაძე ეროვნულ ნაკრებში გახლავთ გამოძახებული, ხოლო ლუკას ჰუფნაგელმა თბილისში ჩამოსვლა საკლუბო დაბრკოლების გამო ვერ მოახერხა.

ნაკრებს გუშინ შეუერთდა გიორგი აბურჯანია და დღეს პირველად ივარჯიშა, ხოლო ლაშა დვალმა ვარჯიშამდე სულ ცოტა ხნით ადრე მოასწრო თბილისში ჩამოსვლა.

ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა ვარჯიში მსუბუქი სირბილით დაიწყეს, რასაც პასები, სხვადასხვა კომბინაციებზე ვარჯიში და კარში დარტყმები მოჰყვა, ხოლო ბოლოსკენ მათ ორკარასთვისაც მოიცალეს.

ევროშესარჩევის მატჩი საქართველოსა და ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებებს შორის 7 ოქტომბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.თამაშზე დასასწრები ბილეთები ოთხშაბათს, დილის 11:00 საათიდან „მიხეილ მესხის“ სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 5 ლარი ეღირება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.221915