ფეხბურთი

21:04 | 6.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკიმ შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშოს

გერმანიის ეროვნული ნაკრების 30 წლის შემტევმა ლუკაშ პოდოლსკიმ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშოს, აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პოდოლსკის მარჯვენა კოჭი აწუხებს.

საქართველო გასვლით მატჩში გერმანიის ეროვნულ ნაკრებს 11 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება. იქამდე კი “ჯვაროსნები” 8 ოქტომბერს “დინამო არენაზე” გიბრალტარის ნაკრებს შეხვდებიან, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

0.114655