ფეხბურთი

16:08 | 6.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლომაია და ხიზანიშვილი ოთხ მატჩს გამოტოვებენ

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბაქოს “ინტერის” ქართველ ლეგიონერებს გიორგი ლომაიას და ზურაბ ხიზანიშვილს “ყარაბაღთან” მატჩში (0:2) მომხდარი ინციდენტის გამო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

azerisport.com-ის ცნობით, ქართველ ფეხბურთელთა ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის მიზეზი მათი მხრიდან მსაჯების შეურაცხყოფა გახდა. მოთამაშეებთან ერთად დაისაჯა კლუბიც, რომელსაც 8 000 მანათის გადახდა მოუწევს.

აღნიშნულ მატჩში მოედანზე ვითარება ბოლო წუთებზე დაიძაბა, როცა მსაჯმა “ინტერის” მეკარე მოედნიდან გააძევა და ბაქოელთა კარში პენალტი დანიშნა, მალევე წითელი ბარათი უჩვენეს ხიზანიშვილსაც. თუმცა, თერთმეტმეტრიანის დანიშვნისას არბიტრის გადაწყვეტილება შეცდომად მიიჩნიეს “ყარაბაღის” ფეხბურთელებმაც და როგორც თამაშის შემდეგ სტუმართა ნახევარმცველმა ელვინ მამედოვმა აღიარა, ბურთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ამის გამო შეგნებულად ააცილა კარს.

ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა “ინტერი” ქართველი ფეხბურთელების დისკვალიფიკაციას.

"ინტერი"-"ყარაბაღის" შეხვედრაში მსაჯის გადაწყვეტილებებს მორიგ სამსაჯო სკანდალად მოიხსენიებს ინტერნეტგამოცემა azerifootball.com და მატჩის ორ სადავო ეპიზოდს უსვამს ხაზს, როცა არბიტრმა გადაწყვეტილება სტუმართა სასარგებლოდ მიიღო:

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129305