ფეხბურთი

0:20 | 5.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ 23 ფეხბურთელს უხმო

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მოახლოებული სანაკრებო თამაშებისთვის გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო. "ჯვაროსანთა" რიგებში ერთი დებიუტანტია, გორის "დილას" ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი. ცხადაძის რჩეულთა შორის ისევ მოხვდა ვეტერანი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი, ხოლო ნაკრების წამყვანი მოთამაშეები ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე სიაში ტრავმების გამო ვერ მოხვდნენ.

23 კაციანი სია კი შემდეგნაირია:

მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია)

მცველები: გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო), გია გრიგალავა ( „პაფოსი", კვიპროსი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი („ვერია“, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ნიკა ძალამიძე („რიზესპორი“, თურქეთი), გუგა ფალავანდიშვილი („დილა“, გორი, საქართველო)

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), ბაჩანა ცხადაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („პაფოსი“, კვიპროსი)

ნაკრები მზადებას 5 ოქტომბრიდან ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაიწყებს. შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელები 8-ში გიბრალტარს "დინამო არენაზე" მიიღებენ, ხოლო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს სამი დღის შემდგომ ლაიპციგში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან მატჩით დაასრულებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113947