ფეხბურთი

21:28 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეთოფეებმა” “ეშმაკები” დაცხრილეს

ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ემირათს სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “არსენალმა” გათამაშების ლიდერი “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და დიდი ანგარიშით გაანადგურეს.

შეხვედრის ბედი საწყის ოც წუთში გადაწყდა. ანგარიში მე-6 წუთზე ალექსის სანჩესმა გახსნა, რომელმაც ოზილის გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან ძალიან ლამაზი გოლის გატანა მოახერხა. მასპინძლებმა “წითელ ეშმაკებს” გონს მოსვლა არ აცადეს და ერთ წუთში მეორე გოლიც გაუტანეს – “მეთოფეებმა” უსწრაფესი შეტევა განახორციელეს, რომელიც ოზილის ზუსტი დარტყმით დასრულდა. საგოლე გადაცემა ტეო უოლკოტმა ჩაიწერა აქტივში. ინგლისელმა ფეხბურთელმა მე-19 წუთზე კიდევ ერთი ასისტი მიითვალა, თუმცა მისი წვლილი გატანილ გოლში ნაკლებადაა. ალექსის სანჩესმა მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა.

შეხვედრის დასრულებამდე ძალიან დიდი დრო გახლდათ დარჩენილი, მაგრამ “იუნაიტედი” დემორალიზებული გახლდათ, ვერც ვან გაალის შეცვლებმა უშველა და 3:0 დამარცხდა.

ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი “გუდისონ პარკზე” შედგა. “ევერტონმა” დერბიში “ლივერპულს” უმასპინძლა და “ენფილდზე” ქულა გაატანა. შეხვედრის მთავარი მოვლენები პირველი ტაიმის ბოლოს განვითარდა, 41-ე წუთზე დენი ინგსმა “წითლები” დააწინაურა, ხოლო პირველ დამატებულ წუთზე რომელუ ლუკაკუმ აღადგინა წონასწრობა – 1:1.

სანახაობრივი შეხვედრა იხილა “ლიბერთი სთედიუმზე” შეკრებილმა პუბლიკამ. “სუონსიმ” აღნიშნულ არენაზე ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და ოთხგოლა ფრე ეთამაშა. მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა ორჯერვე აღადგინეს წონასწორობა. ანდრე აიუს შედეგიან თავურსა და კეინის ავტოგოლს, კრისტიან ერიკსენმა ორი ლამაზი ჯარიმით უპასუხა – 2:2.

ევერტონი – ლივერპული 1:1 (1:1)


ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, მორი, იაგიელკა, გალოვეი, ბრაუნინგი, ბერი, მაკკარტი, ბარკლი, დეულოფეუ (ლენონი 60), ნეისმიტი (კონე 79), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ლივერპული (3-4-1-2): მინოლე, შკრტელი, სახო, ჩანი, ლეივა (ალენი 79), მილნერი, მორენო, კლაინი, კოუტინიო, ინგსი (ლალანა 76), სტარიჯი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 0:1 ინგსი (41), 1:1 ლუკაკუ (45+1)
გაფრთხილებები: ბარკლი, მაკკარტი, ლუკაკუ – ჩანი, ლეივა, სახო
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

სუონსი – ტოტენჰემი 2:2 (2:1)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, რანხელი, ნ.ტეილორი, შელვი (კორკი 86), კი, სიგურდსონი (ბაროუ 75), ა.აიუ, მონტერო, გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, უოლკერი, დევისი, ალი, დაიერი, ალი, ჩადლი (ნჯიე 64), ერიკსენი, ლამელა (თაუნსენდი 57), კეინი (დემბელე 81).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 ა.აიუ (16), 1:1;2:2 ერიკსენი (27;65), 2:1 კეინი (31 ს.კ.)
გაფრთხილებები: ფერნანდესი – დევისი, დაიერი, ვერტონგენი, უოლკერი
მსაჯი: მაიკლ დინი

არსენალი – მანჩესტერ იუნაიტედი 3:0 (3:0)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, პაულისტა, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი, კასორლა, ოზილი (ჩემბერლენი 75), სანჩესი (გიბსი 81), რემსი, უოლკოტი (ჟირუ 81).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბლინდი, სმოლინგი, დარმიანი (ვალენსია 46), იანგი, კერიკი, შვაინშტაიგერი, მატა (უილსონი 82), დეპაი (ფელაინი 46), რუნი, მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 1:0;3:0 სანჩესი (6;19), 2:0 ოზილი (7)
გაფრთხილებები: კოკლენი – იანგი, დარმიანი, რუნი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.239041