ფეხბურთი

16:59 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” სანჩესს ახალ ხუთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს

Daily Mirror-ის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალი” მზადაა ჩილეს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ ალექსის სანჩესს ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. ახალი კონტრაქტში ფეხბურთელის ყოველკვირეული ანაზღაურება 130 000 გირვანქა სტერლინგი უცვლელი დარჩება.

ფეხბურთელს “მეთოფეებთან” ხელშეკრულება 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს და შეთანხმების შემთხვევაში გუნდში კიდევ ორი წელი დარჩება. მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 38.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

0.115072