ჭადრაკი

12:17 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის ყაიმი გრან-პრის პირველ ტურში

მონაკოში სტარტი აიღო მსოფლიოს 2015-16 წწ. ქალთა გრან პრის პირველი ეტაპმა, რომელშიც საქართველოს ღირსებას საჭადრაკო რეიტინგ-სიის მე-3 ნომერი, საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე იცავს.

პირველ ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით უკრაინელ ნატალია ჟუკოვას (2482) დაუპირისპირდა და ყაიმი გააფორმა. ასევე ფრედ დასრულდა სარასადატ ხადემალშარიე (ირანი, 2397)-ანა მუზიჩუკის (უკრაინა, 2549), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2530)-ალმირა სკრიპჩენკოს (საფრანგეთი, 2441) და ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2578)-ნატალია პოგონინას (რუსეთი, 2445) პარტიებიც.

მარია მუზიჩუკმა (უკრაინა, 2528) თეთრებით ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2500) დაამარცხა, ხოლო იიფან ჰოუმ (ჩინეთი, 2671) შავი ფიგურებით პია კრამლინგს (შვედეთი, 2513) სძლია.

მე-2 ტურში, რომელი 4 ოქტომბერ შედგება, ძაგნიძე თეთრებით მარია მუზიჩუკს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ გრან-პრის თითოეული მონაწილე ოთხიდან სამ ეტაპში ითამაშებს. მოჭადრაკეები თავად ირჩევენ მონაწილეობის ადგილს, მაგრამ ფიდეს კორექტივების შეტანა შეუძლია.

გრან პრის 3 ეტაპის ჯამში გამარჯვებული 2016 წლის შემოდგომაზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის წოდებისათვის დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12858