ჩოგბურთი

11:35 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა კვალიფიკაცია ვერ დასძლია

ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 397 250 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადე ვერ დასძლია.

Rakuten Japan Open Tennis Championships 2015-ის კვალიფიკაციაში მე-4 ნომრად განთესილი ბასილაშვილი ავსტრალიელ მეტიუ ებდენს დაუპირისპირდა და პირველ სეტი ტაი-ბრეიკზე დათმო, მეორეში კი მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია – 6:7 (5:7), 0:6.

ცნობისთვის, ებდენმა გადამწყვეტ რაუნდში იაპონელი გო სოეიდაც დაჯაბნა (6:3, 4:6, 6:3) და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104266