თამაშგარე

14:25 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკის ფულთმოყვარეობა

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდისთან დაშორების შემდეგ, რუს-თათარმა შხვართმა მოდელმა, ირინა შეიკმა სატრფოს გარდა, ცხოვრების წესიც შეიცვალა, ფულისადმი მისი სიყვარული უცვლელი დარჩა და ირინა დღენიადაგ იმას ცდილობს, რაც შეიძლება სარფიანი კონტრაქტები “დაითრიოს”.

პარფიუმერიის მწარმოებელი ჰოლანდიური ფირმა, რომელთანაც ირინა შეიკს ჯერ ისევ აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი (ამ კონტრაქტის ვადის გასვლამდე კიდევ ერთი წელია დარჩენილი) თურმე ძალიან განაწყენდა იმაზე, რომ ირინამ ისარგებლა კონტრაქტში ჩადებული ლიბერალური მუხლით და კონკურენტ ფირმასთანაც გააფორმა ხელშეკრულება.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელების კონკურენტი ფირმა ავსტრალიაში მდებარეობს და ერთი შეხედვით მათი კონკურენცია აშკარა და მძაფრი არ უნდა იყოს, მაინც ბუნებრივია ნიდერლანდელთა განაწყენება, რადგან კონტრაქტის გარდა არსებობს მორალური მხარეები და ყველაფერი ფულზე არ უნდა იყიდებოდეს. თუმცა, ჩვენი ირინა როგორც ჩანს სულ სხვანაირად ფიქრობს...

0.155901