ავტოსპორტი

1:33 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის ძრავები უფრო ხმაურიანი გახდება

საერთაშორისო საავტომობილო ფედრაციის (FIA) მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფორმულა 1-ის რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომელიც V6 ტურბო ჰიბრიდული აგრეგატების ხმაურის დონის გაძლიერებას ითვალისწინებს. ახალი წესის შესაბამისად, აგრეგატს უნდა ჰქონდეს იმ გამონაბოლქვის ცალკე გამომშვები მილი, რომელიც ტურბინაში არ გაივლის.

ასეთი კონსტრუქციით, გამონაბოლქვი აირს ნაწილი არ გაივლის ტურბინაში და პირდაპირ ჰაერში მოხვდება, რაც ხმაურის დონეს გააძლიერებს. ამასთან, როგორც FIA-ს განცხადებაშია ნათქვამი, ასეთი მილი არ გამოიწვევს აგრეგატის სიმძლავრის შემცირებას და უფრო მეტი მავნე აირის ატმოსფეროში მოხვედრას. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ მილის დამატება, კონსტრუქციის რადიკალურ ცვლილებასაც არ მოითხოვს.

როგორც ცნობილია, ჰიბრიდულ აგრეგატებზე გადასვლის შემდეგ, ფორმულა 1 უცნაურად უხმაურო გახდა, რაც ფანების უმეტესობას არ მოსწონს. უკმაყოფილოები არიან გუნდბი და პილოტებიც. ბერნი ეკლსტოუნი კი, თავიდანვე ასეთ ძრავებზე გადასვლის წინააღმდეგი იყო.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

0.113619