ჭადრაკი

2:26 | 3.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მონაკოს გრან-პრი ძაგნიძის მონაწილეობით

მონაკოში გუშინ საღამოს საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს 2015-16 წწ. ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი, ქართული ჭადრაკის ლიდერის, მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგ-სიის მესამე ნომრის, საერთაშორისო დიდოსტატ ნანა ძაგნიძის მონაწილეობით.

მონაწილეობენ:

  1. ჰოუ იფანი (ჩინეთი; 2671)
  2. ჰამპი კონერუ (ინდოეთი; 2578)
  3. ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2573)
  4. ანა მუზიჩუკი (უკრაინა; 2549)
  5. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი; 2530)
  6. მარია მუზიჩუკი (უკრაინა; 2528)
  7. პია კრამლინგი (შვედეთი; 2513)
  8. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი; 2500)
  9. ნატალია ჟუკოვა (უკრაინა; 2482)
  10. ნატალია პოგონინა (რუსეთი; 2445)
  11. ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი; 2441)
  12. სარასადატ ხადემალშარეხი (ირანი; 2397)

ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებულის წილად 10 000 მოდის.

სათამაშო დღეებია: 3-6; 8-11; 13-15 ოქტომბერი; დასვენების დღეები: 7 და 12 ოქტომბერი.

მსოფლიო ქალთა გრან პრი - 2015-16 წელი

ტურნირები ევრაზიის შემდეგ ქალაქებში გაიმართება:

  1. მონტე კარლო (მონაკო) – 2-16 ოქტომბერი; 2015წ.
  2. კიში (ირანი) – თებერვალი, 2016 წელი.
  3. თბილისი (საქართველო) – მაისი, 2016 წელი.
  4. ჩენგდუ (ჩინეთი) – ივლისი, 2016 წელი.

გრან პრის ეტაპებში მონაწილეობენ:

მსოფლიოს ექსჩემპიონი და საჭადრაკო რეიტინგ-სიის ლიდერი ჰოუ იფანი (2671) და ცზიუ ვენძინი (2542; ორივე – ჩინეთი)

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი (2528) და მისი და ანა მუზიჩუკი (2549; მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი; ორივე უკრაინა).

ორი ინდოელი: ჰამპი კონერუ (2585; მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი) და ჰარიკა დრონავალი (2509).

2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ნატალია პოგონინა (2460), ევროპის ორგზის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (2531, ორივე – რუსეთი), ევროპის ორგზის ჩემპიონი პია კრამლინგი (2512, შვედეთი) და ქართული ჭადრაკის ლიდერი, მსოფლიო რეიტინგ-სიის მე-3 ნომერი ნანა ძაგნიძე (2573).

მსოფლიოს ექსჩემპიონები: ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი; 2526) და ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი; 2500).

მასპინძელ ქვეყანათა ნომინანტები: ნინო ბაციაშვილი (საქართველო; 2500), ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი; 2441), სარასადატ ხადემალშარეხი (ირანი; 2397).

თითოეული მონაწილე ოთხიდან სამ ეტაპში ითამაშებს. მოჭადრაკეები თავად ირჩევენ მონაწილეობის ადგილს, მაგრამ ფიდეს კორექტივების შეტანა შეუძლია.

მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიდე იმის უფლებასაც იტოვებს, ასპარეზობის ადგილი და თარიღი შეცვალოს.

გრან პრის 3 ეტაპის ჯამში გამარჯვებული 2016 წლის შემოდგომაზე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან გამართავს მატჩს პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის წოდებისათვის.

დასასრულ მოგახსენებთ, რომ მონაკოს გრან-პრის პირველ ტურში ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით უკრაინელ ნატალია ჟუკოვას (2482) ეთამაშება.

0.117505