ფეხბურთი

19:44 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟივკოვიჩი ევროპა ლიგაში საუკეთესოდ ცნეს

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად “პარტიზანის” ნახევარმცველი ანდრია ჟივკოვიჩი მიიჩნიეს. ბელგრადული გუნდის ფეხბურთელმა ხმების 50% მიიღო.

სერბებმა სტუმრად “აუგსბურგი” 3:1 დაამარცხეს. ჟივკოვიჩმა ორი გოლი გაიტანა და “პარტიზანის” მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101131