ძიუდო

18:39 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესტერ სტამი ტაშკენტის გრან პრის ვერცხლის პრიზიორი გახდა

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი ესტერ სტამი უზბეკეთში მიმდინარე ტაშკენტის დიდი პრიზის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ძიუდოისტთა ნაკრების ნატურალიზირებულმა სპორტსმენმა 70 კგ-ში სულ 4 შეხვედრა გამართა, პირველ წრეში ბელგიელი როქსან ტიმანსი დაამარცხა, შემდეგ კი გერმანელ სანდრა დიდრიხსა და ლიანა მარცოკს სძლია.

ფინალში სტამი სამხრეთ კორეელ კიმ სონგიონს შეხვდა და იუკოთი დამარცხდა.

ტაშკენტის გრან-პრის პირველ დღეს, 1 ოქტომბერს მე-5 ადგილი დაიკავა ვაჟა მარგველაშვილმა(66 კგ), 3 ოქტომბერს მედლისათვის ეროვნული გუნდის კიდევ ერთი წევრი - ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) იბრძოლებს.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

0.115111