სხვა

16:16 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარატისტების 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო კადეტთა ევროპირველობიდან

2 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს კარატეს ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ევროპის ჩემპიონატზე კადეტთა ნაკრების წარმატება შეფასდა. ჟურნალისტებთან კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ, ნაკრების მწვრთნელებმა და სპორტსმენებმა ისაუბრეს. პრესკონფერენციას სპორტის დეპარტამენტის უფროსიირაკლი დოლაბერიძეც დაესწრო.

24-27 სექტემბერს დანიაში ვადორიუს მე-18 ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპის 18-მა ქვეყანამ. საქართველოს დელეგაცია შედგებოდა 10 კაცისგან. საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი - კადეტი ვაჟების გუნდური კუმიტე (12-13 წლები) - ტარიელ სამხარაძე, ლუკა ხვედელიანი, გიორგი აფციაური. ოქროს მედალი - კადეტი ვაჟების ინდივიდუალური კუმიტე (14-15 წლები, -63კგ. კატეგორია) - ნიკიტა ბელიავსკი.

ვერცხლის მედალი - კადეტი ვაჟების ინდივიდუალური კუმიტე (12-13 წლები, -57კგ. კატეგორია) - ტარიელ სამხარაძე. ბრინჯაოს მედალი - იუნიორი ვაჟების ინდივიდუალური კუმიტე (16-17 წლები, -68კგ. კატეგორია) ზურაბ მუკვანი. ასევე გამოვლინდა ჩემპიონატის 5 საუკეთესო მსაჯი და ორივე ქართველი მსაჯი მალხაზ ხვედელიანი და ვასილ მაღლაკელიძე, როემლიც ევროპის ჩემპიონატზე მსაჯობდა შეიყვანეს საუკეთესოებში. საერთო ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა 7 კაცის შემადგენლობით მე-8 საპატიო ადგილი დაიკავა.

გერმანიის ქალაქ კობურგში 26-27 სექტემბერს გაიმართა „პრემიერ ლიგა" კარატეში, სადაც იასპარეზა საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების სპორტსმენმა დავით ტყებუჩავამ, რომელმაც დაიკავა მესამე ადგილი და ამ გამარჯვებით რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა მსოფლიო კარატეს რეიტინგში.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114463